როგორც მოსალოდნელია, უეინ რუნი ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, თუმცა პარასკევს საღამოს "უემბლიზე" იქნება, რათა ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვის ოქროს ბუცი მიიღოს.
კაპიტანს ინგლისის ნაკრების არც ერთ ვარჯიშში არ მიუღია მონაწილეობა, რადგან ტერფის ტრავმა აწუხებს და პრიზის მიღების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედში" არ დაბრუნდება.
მიუხედავად იმისა, რომ რუნი თამაშს ვერ შეძლებს, როი ჰოჯსონის ნაკრებს ორშაბათს წლის ბოლო გასამართ მატჩზე ლიტვაშიც ჩაჰყვება, სადაც კაპიტნის მოვალეობის შესრულებას მოედნის ფარგლებს გარეთ შეუდგება.
ჰოჯსონს კი თავის მხრივ არ სურს ტრავმირებული ფეხბურთელის ჯანმრთელობით გარისკვა და რუნის ნაცვლად "ლივერპულიდან" დანიელ სტარიჯს იხმობს. ნაკრების ვარჯიშში მონაწილეობა არც სტარიჯის თანაგუნდელ დენი ინგსსა და ყოფილ თანაგუნდელ ჯონჯო შელვის მიუღიათ.