"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა, მემფის დეპაიმ აღიარა, რომ ჯერ კიდევ ეგუება "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში ფიზიკურ მოთხოვნილებებს, თუმცა განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო.
დეპაი პსვ-დან "იუნაიტედში" 25 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა ვან გაალის გუნდში თავისი ნიჭი ბოლომდე არ გამოუვლენია.
"წითელი ეშმაკები" მიმდინარე სეზონში ოთხ ტურნირზე ასპარეზობენ და მათი მატჩების რაოდენობა გაცილებით მრავალრიცხოვანია, ვიდრე დეპაის ყოფილ გუნდში.
"მანჩესტერში" ბევრ მატჩს ვატარებთ. ძალიან ცოტა დასვენების დღე გვაქვს და ვარჯიშებს მთლიანად აღდგენით პროცედურებს ვუთმობთ.
რთულია, კვირაში ორი თამაში, ყოველთვის მაღალ დონეზე და ჩემი სხეული ასეთ დატვირთვას უნდა მიეჩვიოს".
დეპაი თავის კარგ ფორმას ჩემპიონთა ლიგის მატჩებში აჩვენებს, სადაც უკვე მოახერხა 4 მატჩში სამი გოლის გატანა, მათ შორის პლეი-ოფის რაუნდში "ბრიუგეს" წინააღმდეგ პირველ შეხვედრაში.
მემფისს სჯერა, რომ საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ აქვს და, რომ იპოვა ადგილი, სადაც მის თამაშს გააუმჯობესებს.
"ვცდილობ კარიერაში ნაბიჯები გადავდგა და ჯერ მხოლოდ შუაში ვარ. სწორი არჩევანი გავაკეთე და მანჩესტერში ბედნიერი ვარ... ჯერ ისევ ვვითარდები".