ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, დევიდ ბექჰემი დარწმუნებულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მალე კვლავ მოიგებს პრემიერ ლიგას.
სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად "წითელმა ეშმაკებმა" ცამეტჯერ მოიგეს პრემიერ ლიგა, მაგრამ 2013 წელს მისი წასვლის შემდეგ თასის აღმართვას ვეღარ ახერხებენ.
მიუხედავად ამისა, ბექჰემი დარწმუნებულია, რომ მისი ყოფილი გუნდი არ გაიზიარებს "ლივერპულის" ბედს, რომელმაც 1990 წლის შემდეგ ვეღარ მოახერხა ჩემპიონობა.
"ვერ წარმომიდგენია, რომ მსგავსი რამ "მანჩესტერ იუნაიტედს" შეემთხვას. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ თასის მოგების უნარი არ ექნებოდა. "იუნაიტედს" ძალიან დიდი ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა, ფორმაში დარჩე. მაგრამ ამ კლუბს უკავშირდება ისეთი ისტორია, რომელიც უბრალოდ ვერ გაილევა.
ჩვენც გვქონდა რამდენიმე სეზონი, როცა თასებს ვერ ვიგებდით. სერია ინგლისის თასის მოგებით შევწყვიტეთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგასა და პრემიერ ლიგაზე წარმატებით ვერ გამოვდიოდით. ამიტომ, ასეთი რამეები კლუბებს ემართებათ.
ბოლო 20 წელი კლუბისთვის ზედმეტად წარმატებული იყო და ამან გაგვათამამა. მაგრამ, როცა მიდის მწვრთნელი, მიდის დევიდ გილი, მიდიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც სქოულზი და გიგზი არიან, ნებისმიერ კლუბს - დამოუკიდებლად ჯიბეში ფულის რაოდენობისა - ექნება თასების მოგებაში ჩავარდნა. სამწუხაროდ, თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" ხარ, ამის უფლებასაც კი ვერ მისცემ საკუთარ თავს", - ციტირებს დევიდ ბექჰემის სიტყვებს Dailymail