თბილისი:
მანჩესტერი:
7-10-2015, 14:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1947,
კომენტარები: 5
ვან გაალი: "მინდა, ჯონსმა ითამაშოს"
ვან გაალი ფილ ჯონსს ნაკრებში თამაშით ფორმის აღდგენისკენ მოუწოდებს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალს იმედი აქვს, რომ ფილ ჯონსს მისი ქვეყნის ნაკრების მაისურით იხილავს, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ფორმის აღდგენას კვლავ აგრძელებს.

ჯონსმა, რომელიც ინგლისის ნაკრებს უეინ რუნის, კრის სმოლინგსა და მაიკლ კერიკთან ერთად შეუერთდა, სეზონის დასაწყისის გამოტოვების შემდეგ "იუნაიტედში" დაბრუნება ინგლისის თასის მატჩში "იპსვიჩის" წინააღმდეგ შეძლო ორი კვირის წინ.

მას შემდეგ კიდევ ორჯერ ითამაშა შეცვლაზე შესვლის შემდეგ და ვან გაალს იმედი აქვს, რომ ესტონეთისა და ლიტვის ნაკრებების წინააღმდეგ უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს.

"ვფიქრობ, ყოველთვის პატივია ქვეყნისთვის თამაში. მატჩებში ჩვენი კონდიციების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას სათამაშო რიტმი სჭირდება და ძალიან მოხარული ვიქნები, როცა ინგლისის ნაკრების რიგებში ითამაშებს, რადგან მას "მანჩესტერ იუნაიტედში" დროის მიღებაშიც დაეხმარება. მნიშვნელოვანია", - განაცხადა ვან გაალმა.

თავის მხრივ ჯონსს იმედი აქვს, რომ ორივე მატჩში ითამაშებს, რადგან ევრო 2016-ზე ამბიციები აქვს, მაგრამ აღნიშნა, რომ "იუნაიტედში" დაბრუნებაც მისი ერთ-ერთი საზრუნავია.

"ინგლისისთვის თამაში უდიდესი პატივია როცა არ უნდა აგირჩიონ და მინდა გუნდისა და ევროპის ჩემპიონატის ნაწილი ვიყო, მაგრამ ვიცი, კარგი დონე უნდა ვაჩვენო და ფორმა აღვიდგინო "იუნაიტედში", რათა ეს გავაკეთო. ეს არის ჩემი მოკლევადიანი მიზანი", - განაცხადა მცველმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: გაბადაძე
7 ოქტომბერი 2015 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
იმედია ტრამვებიდან შორს დაიკავებს თავს და ჩადგება ფორმაში და დაუდგება სმოლინგს მეწყვილედ ბლინდი კი შოუს დაბრუნებამდე ფლანგზე იმუშავებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 ოქტომბერი 2015 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ინგლისი გასულია უკვე და იმედია ასე თუ ისე ჰოჯსონი დაასვენებს ძირითად შემადგენლობას და სხვებს მისცემს შანსს. სმოლინგსაც არ აწყენს დასვენება და მის მაგივრად თუ ჯონსი ითამაშებს კაი იქნება. ძალიან ბევრი გაუცდა და ადვილი არაა ასეთი ტრამვის მერე ფორმაში ჩადგომა.
0
№3
ავტორი: Mufc7
7 ოქტომბერი 2015 15:09
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ტრავმები დაყვება სულ თან და ეგ ღუპავს ამას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: UTD-Rule
7 ოქტომბერი 2015 16:40
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ჯონსი – სმოლინგის დუეტით უნდა ვცადოთ თამაში,მაგრამ ჯერ ჯონსი უნდა შევიდეს ფორმაში.

იმედია ჰოჯსონი ათამაშებს ნაკრებში ცოტას მაინც..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: GeorgeBest
7 ოქტომბერი 2015 17:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ისევ ტრავმა უნდა მიიღოს ხო ვიცი. სმოლინგმა ისე აკრიფა ნაკრებშიც გარანტირებული ექნება ადგილი ალბათ. ჯონსი-სმოლინგის დუეტიც კარგი იქნება რომ მოსინჯოს რომელიმე მატჩში ისე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top