"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი, დევიდ ბექჰემი დარწმუნებულია, რომ რაიან გიგზი შესანიშნავად გაართმევს თავს "წითელი ეშმაკების" მწვრთნელობას.
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი 11 წლის განმავლობაში იცავდა "იუნაიტედის" ფერებს გიგზთან ერთად, რომელიც ამჟამად ვან გაალის ასისტენტის რანგში გამოცდილებას იძენს.
დევიდი დარწმუნებულია, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი დამოუკიდებელ სამწვრთნელო საქმიანობაშიც წარმატებული იქნება.
"ყოველთვის ვამბობდი, რომ გიგზს აქვს ხასიათი, რომელსაც ტოპ-კლასის მწვრთნელებში ხედავთ.
როცა ფეხბურთელი ვიყავი, ეს მაშინ ვნახე. მიზანდასახულია და როცა კლუბში ასეთი ადამიანი გყავს, რომელიც აქ თავისიანად მიაჩნიათ და რომელმაც ამდენი იცის კლუბის შესახებ, ძალიან ბევრს ნიშნავს გულშემატკივართათვის და იმედი მაქვს, გარკვეულ პერიოდში გიგზი თავად გაწვრთნის "იუნაიტედს".
ეს შეიძლება არ მოხდეს კიდევ 5 ან 10 წელს, მაგრამ გულშემატკივრებისთვის საოცარი იქნება, როცა ის ჩაუდგება სათავეში "იუნაიტედს". დიდებულია იმის ნახვა, თუ როგორ ზის გიგზი სკამზე და მწვრთნელობისთვის ემზადება", - განაცხადა ბექჰემმა.