"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე სერხიო რომერომ განაცხადა, რომ მზად არის დავიდ დე ხეას სათადარიგოთა სკამიდან დააკვირდეს და თავის შანსს დაელოდოს.
მას შემდეგ, რაც "რეალში" ესპანელის გადასვლა მოულოდნელად ჩაიშალა, დე ხეამ "წითელ ეშმაკებთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომერომ კი "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.
არგენტინელი კიპერი სიტუაციას ეგუება და მოთმენას აპირებს.
"როცა შანსი მომცეს, რამდენიმე მატჩი ჩავატარე, მაგრამ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ნათელი იყო, რომ დე ხეა შემადგენლობაში დაბრუნდებოდა.
დავიდი ამ ადგილს რამდენიმე წლის განმავლობაში იკავებს. მწვრთნელი მესაუბრა და მისი შესანიშნავად მესმის", - ციტირებს რომეროს სიტყვებს არგენტინული გამოცემა Ole.