"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი აცხადებს, რომ 2013 წელს თავის მემკვიდრედ დევიდ მოიესის არჩევას შეცდომად არ თვლის.
როგორც ცნობილია, სწორედ ფერგიუსონმა სთხოვა თავის თანამემამულეს "იუნაიტედის" გაწვრთნა. ფერგიუსონის მხარდაჭერამ მოიესს საშუალება მისცა თავისებურად გადაეწყო გუნდი, მაგრამ მომდევნო წარუმატებლობებმა "ოლდ ტრაფორდიდან" მისი გაძევება გამოიწვია.
მიუხედავად ამისა, შოტლანდიელი არ თვლის, რომ მოიესის დანიშვნა თავისი მემკვიდრის პოსტზე შეცდომა იყო. გადაწყვეტილების მიღების მომენტში სერ ალექსი თავის პროტეჟეში დარწმუნებული იყო.
"არ ვფიქრობ, რომ შევცდით. ჩემი აზრით, კარგი ადამიანი ავირჩიეთ, რომელმაც 11 წლის განმავლობაში დიდებული სამუშაო გასწია "ევერტონში". სწორი არჩევანი გავაკეთეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, დევიდს არ გამოუვიდა", - ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს mirror.