მას შემდეგ, რაც ენტონი მარსიალი "იუნაიტედში" გადაბარგდა, მისი და ტიერი ანრის მსგავსების შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა თავად ენტონიმ ამის შესახებ პირველად ისაუბრა:
"რა თქმა უნდა, ვიცი, რომ იგი უდიდესი მოთამაშეა და პრემიერ ლიგაში მას ლეგენდად მიიჩნევენ. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთნაირი ხასიათები გვაქვს. ტიერი ანრი - ეს არის ტიერი ანრი. მე კი კიდევ გრძელი გზის გავლა მომიწევს, რათა მის დონეს მივაღწიო. ყველაფერს გავაკეთებ, რათა მისი კალიბრის ფორვარდად ჩამოვყალიბდე, თუმცა ამ ეტაპზე ძალიან შორს ვარ."
მარსიალიმ ასევე სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეზე ისაუბრა და მცირე საიდუმლოებიც გათქვა:
"საერთოდ ითქვა, რომ მე არ ვიყიდებოდი, ამიტომ ვფიქრობდი, რომ "მონაკოში" კიდევ ერთი სეზონით დავრჩებოდი. როდესაც მოლაპარაკების შესახებ გავიგე, ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ და გადაწყვეტილება მაშინვე მივიღე. მე ძალიან მინდოდა გამეგრძელებინა ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე, რაც "მონაკოში" დარჩენის შემთხვევაში არ გამომივიდოდა. ვან გაალმა დამირეკა და დედას ელაპარაკა, რომელიც თარჯიმნის როლს ასრულებდა. როდესაც მანჩესტერში ჩავფინდი, მე ის პირისპირ ვნახე და ყველაფერზე ვილაპარაკეთ.
სატრანსფერო ფასს დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას, ეს მე არ მადარდებდა. ამაზე ჩემი ოჯახის წევრები უფრო ნერვიულობდნენ, მე კი მხოლოდ ის მსურდა, რომ რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავი ინგლისში და დამესრულებინა ყველაფერი. ვაიგნორებდი ყველაფერს, რაც გაზეთში იწერებოდა. ჩემს თავში ძალა ვიპოვე, მხოლოდ ფეხბურთზე ვკონცენტრირდი და ეს დამეხმარა, ახლა ვცდილობ, რაც შეიძლება მალე შევისწავლო ინგლისური. "