თბილისი:
მანჩესტერი:
5-10-2015, 22:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1808,
კომენტარები: 5
"წითლების" სანაკრებო განრიგი
"წითელი ეშმაკები" სანაკრებო შესვენებაზე გადიან.
სანაკრებო შესვენება ახლოვდება და "მანჩესტერ იუნაიტედის" 16 მოთამაშე თავიანთი ქვეყნების ნაკრებებს ამხანაგურ და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში წარადგენენ.

ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი

საერთაშორისო ექშენი - როგორც მინიმუმ "იუნაიტედის" მაინც - ბასტიან შვაინშტაიგერსა და გერმანიის ნაკრებთან ერთად დაიწყება, როცა ისინი ირლანდიის რესპუბლიკის ნაკრებს "ავივა სტედიუმზე" დაუპირისპირდებიან, სადაც გამარჯვება D ჯგუფიდან გასვლას და მომდევნო ზაფხულს საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ნიშნავს.

სხვათაშორის, ჩრდ. ირლანდია 1986 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს დიდ ტურნირზე თუ "უინდსორ პარკზე" საბერძნეთს სძლევს. პედი მაკნეირი მაიკლ ო'ნილის გუნდში დასახელდა და ახალგაზრდა მცველს მეოთხე საერთაშორისო მატჩის ჩატარების იმედი აქვს.

ენტონი მარსიალსა და მორგან შნეიდერლინს საფრანგეთის ნაკრების რიგებში შეუძლიათ თამაში, როცა "ლურჯები" "ალიანს რივიერაზე" სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებენ, სტადიონზე, რომელსაც ძირითადად ლიგა 1-ის გუნდი "ნიცა" იყენებს, ხანდახან კი რაგბის გუნდი "ტულონიც".

პარასკევი, 9 ოქტომბერი

მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ჯგუფის გახსნით მატჩში არგენტინა ეკვადორს მასპინძლობს. მარკოს როხო გუნდის შემადგენლობაში დაასახელეს, მაგრამ თავისი თანაგუნდელი ანტონიო ვალენსიას წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რადგან "საუთჰემპტონთან" მატჩში მიღებული დაზიანება კვლავ არ განუკურნებია.

უეინ რუნი, მაიკლ კერიკი, კრის სმოლინგი და ფილ ჯონსი როი ჰოჯსონის ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში E ჯგუფის მატჩში "უემბლიზე" ესტონეთის წინააღმდეგ ითამაშებენ. "სამი ლომი" შემდეგ ეტაპზე უკვე გასულია, მაგრამ 8 მატჩის მოგების შემდეგ 100%-ანი შედეგის მიღწევის იმედი აქვს.

დავიდ დე ხეა და ხუან მატა ესპანეთის ნაკრებს "ლას გაუნასზე", 16 ათასიან სტადიონზე ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ უნდა დაეხმარნონ, რომელიც ესპანეთის სეგუნდა დივიზიონ B-ს გუნდის, "ლოგრონესის" საშინაო სტადიონია.

შაბათი, 10 ოქტომბერი

მატეო დარმიანი და იტალიის ნაკრები ბაქოში მიემგზავრებიან, რათა "ბაქოს ეროვნულ სტადიონზე", რომელიც 68, 700 მაყურებელს იტევს, ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდნენ. ანტონიო კონტეს შეგირდები H ჯგუფის ლიდერები არიან 18 ქულით 8 მატჩის შემდეგ და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემთხვევაში მოხვდებიან.

დეილი ბლინდსა და მემფის დეპაის დიდი მატჩი აქვთ წინ ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად, რომელსაც ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ A ჯგუფში, სადაც "ნარინჯისფერები" მეოთხე ადგილზე იმყოფებიან. მათ მესამე ადგილზე მყოფი თურქეთის ნაკრების ერთი მარცხი სჭირდებათ ჩეხეთის ან ისლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართ ორ მატჩში, რათა პლეი-ოფში თამაშის შანსი მიიღონ.

მარუან ფელაინის ბელგიის ნაკრები ანდორას დაუპირისპირდება, რათა მარკ უილმოტსის გუნდმა B ჯგუფში უელსის ნაკრებს გადაასწროს. ადნან იანუზაი, რომელიც ამჟამად დორტმუნდის "ბორუსიაში" გამოდის იჯარის წესით, ნაკრებში არ გამოუძახებიათ.

კვირა, 11 ოქტომბერი

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩები მაკნეირითა და ჩრდ. ირლანდიის ნაკრებით დაიწყება, რომელიც ფინეთს უმასპინძლებს, იმედია, ამ დროს უკვე კვალიფიცირებული იქნება. შვაინშტაიგერის გერმანიის ნაკრები კი მიუნხენში საქართველოს ნაკრებს შეხვდება.

ორშაბათი, 12 ოქტომბერი

"იუნაიტედის" 4 ინგლისელი მოთამაშე - რუნი, კერიკი, სმოლინგი, ჯონსი - ყველას იმედი აქვს, რომ ჯგუფის ბოლო მატჩში ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ, როცა დე ხეა და მატა ესპანეთის ნაკრებთან ერთად უკრაინაში შორეულ მოგზაურობაში გაემგზავრებიან.

სამშაბათი, 13 ოქტომბერი

საერთაშორისო შესვენება "იუნაიტედთან" დაკავშირებული 4 მატჩით სრულდება სამშაბათს, როცა ბელგია (ფელაინი) ისრაელს მიიღებს და ჰოლანდია (ბლინდი, მემფისი) ჩეხეთს დაუპირისპირდება. იტალია (დარმიანი) ნორვეგიას შეხვდება, სანამ ეკვადორისა (ვალენსია) ბოლივიას მატჩი შედგება.

წყარო: manutd.com
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
5 ოქტომბერი 2015 22:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დარმიანი მოკვდება მალე. მაგრად გადაიღალა ტიპი უკვე

იმედია ტრავმები არ იქნება და ისე ჩაივლის
0
№2
ავტორი: Wardell
5 ოქტომბერი 2015 22:50
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
სმოლინგი დაასვენოს ჰოჯსონმა და თუ მაინცდამაინც ჩვენიანის დაყენება უნდა ჯონსი დააყენოს პრაქტიკა ექნება, დარმაინიც თუ დაისვენებს კარგი იქნება.

როხო რა დაიმტვრა ეგეთი რო ვეღარ სუნთქავს :/ არაფერი ეტყობოდა რო შეცვალა.
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
6 ოქტომბერი 2015 09:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველაზე მეტად ჰოლანდიის ნაკრები მაინტერესებს. დიდი შანსია იმისა, რომ საერთოდ პლეი-ოფშიც ვერ გავიდნენ და ძალიან დიდი "სასწაული" იქნება თუ მართლა ესე მოხდა.

სმოლინგს და დარმიანს მართლა უნდაათ დასვენება, თორე გადაიწვებიან. არც მატას აწყენს დასვენება. მოკლედ მთავარია ტრამვების გარეშე დაბრუნდნენ მანჩესტერში.
0
№4
ავტორი: AkkRed
6 ოქტომბერი 2015 09:52
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჰოლანდია რა ცუდ დღეშია, ისე ინგლისი ყოველთვის რომ გადის რა აზრი ვერ ვხდები :დ ფეხბურთელებს გვიკლავენ უაზროდ.
0
№5
ავტორი: Mufc7
8 ოქტომბერი 2015 15:42
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ტრავმით არ დაბრუნდებიან იმედია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top