შოტლანდიელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ახლა ყველასათვის საუკეთესო ვარიანტია, გააგრძელოს მუშაობა "მანჩესტერ იუნაიტედში", რადგან შესაძლოა ახალმა მწვრთნელმა გუნდი ვერ გაწვრთნას სათანადოდ.
"ბოლო წლების განმავლობაში, პრესაში ხშირად იწერება ჩემი შესაძლო მომავალი შემცვლელის გვარები, მაგრამ ფეხბურთი ცვალებადია."-აცხადებს "წითელ ეშმაკთა" მენეჯერი სერ ალექს ფერგიუსონი.
"რა თქმა უნდა, უამრავი ახალგაზრდა სპეციალისტის კანდიდატურა განიხილება, მაგრამ როგორ უნდა შეიცვალოს პოსტი 2-3 წელიწადში? თანამედროვე ფეხბურთში ეს ხშირი და საშინელია."
"საუკეთესო მენეჯერების კონკურენცია ყოველთვის იქნება, მაგრამ არავინ იცის, რამდენ ხანს შეუძლია თითოეულს გუნდის წარმართვა."-დაასრულა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.