ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას,
ადვილი არ არის დღეს წერა და შთამაგონებელი სიტყვების პოვნა ასეთი თამაშის შემდეგ, მაგრამ უნდა გავუძლოთ. როგორც ნახეთ, ყველაფერი ცუდად წავიდა პირველ ტაიმში. თამაშამდე ჩვენი მიზანი პრემიერ ლიგის ლიდერობის შენარჩუნება იყო, მაგრამ ჩვენი დღე არ გამოდგა, როგორც დასაწყისიდანვე ვნახეთ.
"არსენალმა" უფრო ინტენსიურად დაიწყო, ძალიან სწრაფად გაიტანა და ისე, რომ ჩვენ რეაგირებაც ვერ მოვახდინეთ, მეორე გოლიც გაიტანეს. 10 წუთიც კი არ იყო გასული და უკვე ყველაფერი ცუდისკენ მიდიოდა. ჩვენგან ასეთი სტარტი მოულოდნელია; თუ მაღალი მიზნებისთვის გვინდა ბრძოლა, ასეთი გაკვეთილებისგან რაც შეიძლება მალე უნდა ვისწავლოთ.
ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ასეთი თამაში მეტად აღარ უნდა ვითამაშოთ. როცა რეაგირება და ბურთის გორაობა დავიწყეთ, ალექსისმა მესამე გოლიც გაიტანა. ადვილი არ არის "არსენალის" დამარცხება მათ სტადიონზე, მაგრამ, როცა მე-20 წუთისთვის 3-0 მარცხდები, თითქმის შეუძლებელი ხდება. ამ მომენტიდან მათი შეჩერება გვინდოდა, მაგრამ შანსებს ვერ ვქმნიდით, მხოლოდ ენტონიმ შექმნა პირველ ტაიმში. ის რომ გაგვეტანა, მოვლენები შეიძლებოდა შეცვლილიყო, მაგრამ შესვენების შემდეგ არაფერი მომხდარა. თამაშში დაბრუნება ვცადეთ, ბოლომდე ვიბრძოდით, მაგრამ ჩვენმა საშინელმა სტარტმა ჩვენი პარალიზება მოახდინა.
სამწუხაროდ, კარგი სექტემბრის თვის დასასრული ეს იყო. ამ კვირის დასაწყისში ჩემპიონთა ლიგაზე "ვოლფსბურგს" მოვუგეთ პირველად გოლის გაშვების შემდეგ და გუნდი სანაკრებო შესვენებამდე კარგ ფორმაში იმყოფებოდა, მაგრამ შემდეგ ის საშინელი 20 წუთი გვქონდა. ახლა ეს უნდა გადავლახოთ, როგორც უკვე ვთქვი და ვითამაშოთ ისე, როგორც წინა კვირებში. ამ გამარჯვებისგან უნდა ვისწავლოთ. წინ მნიშვნელოვანი ოქტომბრის თვე გვაქვს, რომელიც ჩვენგან მატჩებში საუკეთესო თამაშს მოითხოვს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მანამდე, სანაკრებო შესვენებაა. ხვალ ესპანეთის საერთაშორისო ნაკრებს ვუერთდები. ლუქსემბურგის ნაკრებს ვხვდებით ლოგრონოში და უკრაინას კიევში, რათა საფრანგეთში ევროთასზე ჩვენი ადგილი დავჯავშნოთ.
სულ ეს არის, უბრალოდ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის ასეთ დღეებში, განსაკუთრებით იმ ქომაგებს, რომლებიც "ემირეიტსზე" მოვიდნენ და ბოლომდე არ შეუწყვეტიათ მხარდაჭერა. სატურნირო ცხრილში ტოპ-ადგილზე ვართ და წინ კიდევ დიდი გზაა, ამაში დარწმუნებულნი ვართ. ყველა გუნდს აქვს სირთულე, მაგრამ იმედს ვინარჩუნებთ, რომ ამ სეზონში რამე მნიშვნელოვანს მივაღწევთ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ყოველ კვირაში. გმადლობ თქვენი მხარდაჭერისთვის.
სასიამოვნო კვირას გისურვებთ, გეხვევით,
ხუანი
წყარო:
kicca.com