თბილისი:
მანჩესტერი:
5-10-2015, 13:34
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2383,
კომენტარები: 6
მწარე და ცივი შხაპი
20 წუთში წაგებული 90 წუთიანი მატჩი.
მწარე და ცივი შხაპი
სასიხარულო, ემოციური კვირის შემდეგ მივიღეთ ის რაც მივიღეთ, 3:0 ლონდონში არსენალთან. არსენალთან რომელსაც ყოველთვის ძალიან უჭირდა ჩვენთან, წაგება არ არის პრობლემა, წაგებით სადმე წააგებ სეზონი გრძელი და რთულია. მაგრამ არა ასე და ამ ფორმით. დავიწყოთ იმით რომ გუნდი გადაღლილი და გამომშრალია, რაც ცოტა გასაკვირია იმ ფონზე რომ ჯერ მხოლოდ და მხოლოდ მერვე ტურია, არის ის გასასამართლებელი მიზეზიც რომ გუნდი ახალია და ამ შენების პროცესის დროს იქნება ჩავარდნები და წაგებული მატჩები. მაგრამ დღეს ბოლო მატჩის ირგვლივ ვიტრიალოთ. რატო გახდა იანგი უცებ მარცხენა მცველი, როდესაც ბოლო მატჩები დარმიანი იდგა ამ პოზიციაზე და იანგი მხოლო მარჯვნივ შემოდიოდა ისიც მხოლოდ ცვლილებაზე, რატო არ თამაშობენ მცველები დაცვაში. ჯერ ბლინდის ცენტრალურ მცველობას არ ვართ შეგუებულნი და ეხლა იანგმა დაიწყო სირბილი ხან მარჯვენა ხან მარცხენა მცველად. გასაგებია შოუს არ ყოფნა, მაგრამ ასე ქაოსურადაც არ უნდა იყოს წესით საქმე, არადა გუნდში არის იმის საშუალება რომ მცველებმა მცველის პოზიციაზე უფრო მეტი დრო გაატარონ. მაგალითად ახლახანს გამოჯანმრთელებული ჯონსი, საერთოდ არაფერ შუაში მყოფი როხო და მაკნეარი რომელსაც წელს შანსი არ ეძლევა, არადა შარშან კარგად გამოიყურებოდა დამწყებისთვის.

მწარე და ცივი შხაპი

შემდეგი უცნაურობა არის მემფის დეპაი, რომელიც უკვე მომაბეზრებელი ხდება თავის უადგილო ტექნიკის დემონსტრირებით და ზედმეტი თავდაჯერებულობით, ბიჭს აკლია უფროსი დამრიგებელი ვინც ეტყვის “შვილო აქ ეგრე არ შეიძლება” და დასვავს სკამზე და იქიდან აყურებინებს თამაშებს. არ შეიძლება მოიყვანო გუნდში პერსპექტიული ახალგაზრდა ჩააცვა 7 ნომერი და მიუშვა თავის ნებაზე. შეიძლება სადმე ხდება სადაც 7 ნომერს და კაპიტნის სამკლაურის სიტყვაზე ნდობით იძლევიან და ვიცით არის ეგეთი გუნდიც, სადაც ჯეიმს მილნერი გამოდის, მაგრამ ეს, ის გუნდი არ არის. მოკლედ მემფისზე მკაცრი ტონია საჭირო.

მწარე და ცივი შხაპი

იდევ ნახევარდაცვა, კარგია როცა მაიკლ კერიკი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მორგან შნაიდერლინი და ანდერ ერერა გყავს, ნუ ერერა კი მიუწვდომელია ცოტა ხანი მოედნისთვის, მაგრამ უნდა ჩამოყალიბდეს მწვრთნელი ამ პოზიციასთან დაკავშირებით, არ შეიძლება ყოველ მეორე მატჩში ცვალო ფეხბურთელები გუნდის ხერხემლის პოზიციაზე და როტაციით გაამართლო მერე. ეს ჩემზე კარგად მწვრთნელმაც იცის, მაგრამ რას აკეთებს ეგ მგონი არავინ იცის.

მწარე და ცივი შხაპი

ისიც ჩემზე კარგად უნდა იცოდეს რომ როცა 3:0 აგებ ბურთის დაჭერა და გორაობა არაა გამოსავალი და შეტევა სჭირდება, იმ შეტევას მოფიქრება და შესრულება უნდა, ხოლო როცა თამაშის გასაძლიერებლად მარჯვენა მცველს ცვლი და შეტევაში მხოლოდ გარემარბის მაგივრად ფელაინი გამოდის ეგ დიდი ვერაფერი შვებაა, ფეხბურთელს არ აქვს არანაირი როლი გუნდში, გამოდის 2 მეტრამდე გაბარიტების ფეხბურთელი და ხან ერთ ფლანგზე დარბის, ხან მეორე ფლანგზე და უკან აგორებს ვალენსიასთან რომ აქედან მოიფიქროს რამე გუნდმა. თუ შუაშია იქაც სრუილად უსარგებლო ჯარიმებს იკიდებს და ათი ნომერის პოზიციაზე უბრალოდ არ უნდა იყოს მარუან ფელაინი მანჩესტერ იუნაიტედში. ეს ისე არ უნდა გვიწევდეს მისი გამოყენება მანდ, უნდა შეგვეძლოს იმდენი შევქმნათ რომ ფელაინის გამოსვლით თავი კაცნაკლულად არ ვიგრძნოდ.
პირნათლად დაგვჩაგრეს, მონდმომება არავის აკლდა უბრალოდ ვერ მოქმედებდნენ შესაბამისად, არც თუ ისე კარგი პირველი ნახევრის შემდეგ მეორე ნახევარში თავი არ დაზოგა შვაინშტაიგერმა, ასევე მთელი თამაში შესამჩნევი და აქტიური იყო მარსიალი.

მწარე და ცივი შხაპი

ცუდია პირველი ადგილის ასე დაკარგვა, პრინციპულ მეტოქესთან 3:0 და გაფუჭებული ხასიათი, თუმცა ჩვენც ვიცით რომ ჩვენი გუნდის თამაში არ არის დამაკმაყოფილებელი. იყო გამარჯვებები, იყო კარგი მომენტები მაგრამ ვინც ამას კითხულობთ 99%-ს გექნებათ იმ მანჩესტერ იუნაიტედის თამაშები ნანახი, რომელსაც მართლაც საჩემპიონო გუნდი ერქვა. დღევანდელი ჩვენი მეორე/მესამე პოზიციაც მეტოქეების სისუსტის ხარჯზე უფროა. გარდა ამისა 11 კაცის გარდა რომელიც სასტარტოშია არ გვყავს გამაძლიერებლები და მატჩში გარდატეხის შემტანი ხალხი. ვინც თამაშს შეცვლის, დაქოქავს და აამუშავებს გუნდს.

მწარე და ცივი შხაპი

მარცხი ცუდია, მოქმედებს ხასიათზე და განწყობაზე, მერე ჩვენს საქმეზეც ცუდად აისახება მაგრამ ჩავარდნების და წაგების გარეშე ვერ ვიპოვით სწორ გზას გამარჯვებისაკენ. ასეთი მატჩების შემდეგ ხდება ბევრი რამის გაანალიზება რაც სეზონის მანძლზე სადმე აუცილებლად წაგვადგება.

წყარო: DavidBeroWP.Com
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
5 ოქტომბერი 2015 13:47
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არ ვიცი რა დავამატო, ალბათ დასამატებელიც არაფერია. ცალსახად აღნიშნული ყველა ფაქტორი თუ რატომ წავაგეთ ასე. ყველაზე მეტად კი გული იმაზე მწყდება, რომ ვალენსია/ფელაინის იმედად ვრჩებით წაგებისას.
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 ოქტომბერი 2015 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძნელია ამ სტატიის ავტორს არ დავეთანხმოთ, რადგან თითქმის ზუსტად არის ასახული დღევანდელი მანჩესტერის მდგომარეობა. სკამი რომ არ გვივარგა ეს ახალი ნამდვილად არაა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ვან გაალმა ვინც გაუშვა არ იყო გასაშვები. ფაქტია, რომ გუნდი იშვიათად ძლიერდება შეცვლიდან შემოსული ფეხბურთელებით, რაც რა თქმა უნდა ძალიან საწყენია. გამარჯვება ყველანაირად აუცილებელი იყო, მაგრამ ნუ რას ვიზავთ. იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ გუნდი უკეთეს ფეხბურთს ითამაშებს, თორე ესე ნამდვილად გაგვიჭირდება წარმატების მიღწევა.

"შეიძლება სადმე ხდება სადაც 7 ნომერს და კაპიტნის სამკლაურის სიტყვაზე ნდობით იძლევიან და ვიცით არის ეგეთი გუნდიც, სადაც ჯეიმს მილნერი გამოდის, მაგრამ ეს, ის გუნდი არ არის"- ეს ყველაზე მაგარი იყო lol
0
№3
ავტორი: abrama
5 ოქტომბერი 2015 17:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Ehhh
0
№4
ავტორი: Mufc7
5 ოქტომბერი 2015 17:42
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მე აღარ მინდა მსგავსი თამაში ჩავატაროთ ოდესმე კიდე!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: floyd41k
5 ოქტომბერი 2015 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ვან გაალ აუტ პეპ ქომონ
0
№6
ავტორი: Iunaitedi
6 ოქტომბერი 2015 02:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
..suyvela gasashebia gundidan. Depays imedi yvelas qonda mara gamochnda ro ujirs tamashi. Inglisia mainc. Martiali kide mere gamochndeba raari. Runis burts da moedans ver archevs ertmanetisgan. Keriks raunda ver vxvdebi. Shvainshtaigeric daberebulia. Gasadzlierebi gvyavs mcvelebi gare mcvelebi. Da shua naxevari. Runi da depay skamze jerjerobit. Am wels arcerti turniris mogebis imedi ar maqvs. Van gaali ravici van gaalisic didi araferi bralia ro tamshobs ese. Runi skamze aucileblad. Da saertod gundi arvarga. Axali fexburtelebi moiyvanon.

..da saertod depays valensia mirchevnia flangze ra. Nanit valensiati igebda fergi tamashebs. Da andersonit da kerikit mashinac xoiyo keriki. Ronalduc iyo mashin mara runic. Valensia minda me flangze da nani rato gaushves aze aravar ra ariyo gasashvebi nani.

..win martiali valensia mata. erera fleimeikeri. Fellaini centri da shvainshtaigeri. Dacva gind gyolia gind ara erti smolingia cota.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top