მაიკლ კერიკს იმედი აქვს, რომ "არსენალთან" მისი გუნდის 3-0 დამარცხება ფეხბურთელებს დაღს არ დაასვამს და აცხადებს, რომ საერთაშორისო შესვენების შემდეგ უფრო ძლიერი გუნდი დაბრუნდება.
ლუი ვან გაალის შეგირდებს ორკვირიანი ლოდინი მოუწევთ, სანამ პრემიერ ლიგაში განცდილი მარცხისგან შერყეულ პრესტიჟს აღიდგენენ.
20 წუთის განმავლობაში გატანილმა სამმა გოლმა "არსენალს" გამარჯვება მოუტანა, მაიკლ კერიკი კი აღნიშნავს, რომ მისი გუნდის თამაში საკმარისად კარგი არ იყო.
ფეხბურთელები ახლა სანაკრებო მატჩებზე მიემგზავრებიან, საიდანაც მაიკლის აზრით, უფრო მონდომებულები დაბრუნდებიან.
"უბრალოდ საკმარისად კარგად, ან საკმარისად სწრაფად ვერ დავიწყეთ და გოლები მივიღეთ. როცა ასეთ დონეზე იღებ გოლებს, თამაშში დაბრუნება რთულია. ვფიქრობ, თამაშის მსვლელობისას გავუმჯობესდით, მაგრამ საკმარისად კარგი მაინც არ იყო.
ძალიან იმედგაცრუბულნი ვართ და მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამის გამო საკუთარ თავს დავძრახავთ, მაგრამ უფრო დიდი მიზნების მოლოდინით დავბრუნდებით. ეს უკუსვლაა, მაგრამ ჯერ კიდევ მაღალ საფეხურზე ვართ და ყველაფერთან ერთად ესეც უნდა ავიტანოთ, მივიღოთ ყველანაირი კრიტიკა, რაც ჩვენი მისამართით წამოვა და უფრო ძლიერები დავბრუნდეთ.
ნამდვილად ცუდი დღე იყო. მაგრამ მოთამაშეებიც და მწვრთნელებიც ანალიზს მოვახდენთ და უკეთესები დავბრუნდებით.
იმედი მაქვს, ეს გამონაკლისია, რადგან ამის ნიშნები ბოლო პერიოდში არ ყოფილა. თანმიმდევრულები ვიყავით, რის გამოც სატურნირო ცხრილში შესაფერის ადგილს ვიკავებდით. სეზონის ღირსეული დასაწყისი გვქონდა. დროც ბევრი გვქონდა ამ ყველაფრის გამოსაყენებლად და წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა".
კერიკი შთაგონებული იყო "იუნაიტედის" თამაშით მეორე ტაიმში, მაგრამ მისი აზრით, 10 წუთში 2 გოლის მიღებამ ყველაფერი გადაწყვიტა.
"ძალიან ბევრი სივრცე მივეცით, მათ კარგად ითამაშეს და ეს გამოიყენეს. უბრალოდ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ არასწორად: შეგიძლიათ დაუსრულებლად ილაპარაკოთ იმაზე, თუ რატომ მოხდა ყველაფერი ასე, მაგრამ არასაკმარისად კარგად დავიწყეთ, გოლები მივიღეთ და საქმე გავიზარდეთ.
მეორე ტაიმში გამოვედით რწმენით, რომ ერთი გოლის გატანას შევძლებდით და თამაშში დავბრუნდებოდით. სამი გოლის გატანა საეჭვო იყო, მაგრამ ენტონის პირველი ტაიმის მიწურულს რომ გაეტანა, შანსი გაგვეზრდებოდა, თუმცა ჩეხმა კარგი სეივი განახორციელა. მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით, მაგრამ ვერ გავიტანეთ და რაც მეტ ხანს გრძელდებოდა ასე, მით ადრე სრულდებოდა თამაში.
დაბრუნება გვინდა და ამის გასაკეთებლად მოცდას ვაპირებთ. წინა სანაკრებო შესვენება "სუონსისთან" მატჩის შემდეგ მოვიდა, ასე რომ, ახლაც მხოლოდ ისღა დაგვრჩენია წავიდეთ, დავისვენოთ და კვლავ ძლიერები დავბრუნდეთ".