თბილისი:
მანჩესტერი:
4-10-2015, 21:44
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2426,
კომენტარები: 9
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალი: "დავმარცხდით ისე, როგორც არ უნდა მარცხდებოდეს ლიგის ლიდერი"
ვან გაალი მატჩის შემდგომ
პირველ ტაიმზე
"ამას არ ველოდი. გაოცებული ვიყავი, შემუშავებული გეგმა არ სრულდებოდა, მოგების არანაირი იმედი ჩანდა. როცა "არსენალს" და მსგავს გუნდებს ამხელა სივრცეს დაუთმობ, ყოველთვის ანალოგიურ შედეგს მიიღებ. და როცა მატჩს ასე დაიწყებ, აუცილებლად დამარცხდები. ყველა ბრძოლას, ყველა დუელს ვაგებდით. ჩვენ შეცდომებს ისინი კარგად იყენებდნენ, "არსენალი" ფანტასტიკური გუნდია, ეს აქამდეც მითქვამს. ცხრილის ლიდერები ვიყავით და ჩვენი პოზიცია უნდა დაგვეცვა, "არსენალთან" "იუნაიტედს" ამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ დღეს არ გამოგვივიდა. ჩვენ გვინდოდა კომპაქტურად გვეთამაშა, მაგრამ აგრესიის ნაკლებობამ გეგმა ვერ შეგვასრულებინა. ამ ფაქტით ძალიან იმედგაცრუებული ვარ."

მარცხზე
"ჯერ-ჯერობით არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი, რატომ განვითარდა მოვლენები ამდაგვარად. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ ჩემს მოთამაშეებს უნდა გავესაუბრო. ფეხბურთელები ემოციურ მდგომარეობაში არიან. წავაგეთ ისე, როგორც არ უნდა აგებდეს ცხრილის პირველადგილოსანი. ძალიან ცუდია, რომ მოთამაშეები საკუთარი ქვეყნის ნაკრებებში სათამაშოდ მიემგზავრებიან. საშუალება არ მეძლევა სიტუაცია შევცვალო და მათ თავდაჯერებულობა მოვუმატო. ისინი პრემიერ ლიგის განახლებამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე ჩამოვლენ, არ შემეძლება გავრკვე მათ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მომზადებაში, არ მოგვეცემა საშუალება ჩავატაროთ ვარჯიში და დავსახოთ გეგმა."

"იუნაიტედის" ფანებს
"შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებს ყოველთვის ფანების სექტორისკენ ვგზავნი. არ აქვს ანგარიშს მნიშვნელობა, ისინი ყოველთვის იქ არიან და ყოველთვის მხარს გვიჭერენ. ასე მოიქცნენ დღესაც. მათ ყოველთვის გადავუხდი მადლობას, მარცხის და გამარჯვების შემთხვევაშიც."

წყარო: manutd.com

ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
4 ოქტომბერი 2015 22:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან შეგვდგენნე თავიდანვე, ეგეთი სწრაფი შეტევების საშუალება არ უნდა მიეცათ. აბა რას ელოდნენ არსენალისგან, ეგეთი შანსი როცა ექნებათ სულ გამოიყენებენ, მაგაში მართლა ძაან მაგრები არიან და დაამტკიცეს. ცუდი სტარტი იყო ზედმეტად და მარტივად მოგვიგეს, ვერაფერი დავუპირისპირეთ

ამჯერად იმას დავაბრალოთ რომ გადაღლილია გუნდი, იმედია მომავალ მატჩებში სხვა თამაში იქნება
0
№2
ავტორი: Donkirvala
4 ოქტომბერი 2015 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
ზედმიწევნით ზუსტი კომენტარი, აგრესია მართლაც რომ 0ის ტოლი იყო საერთოდ ვან გაალს ვამტყუნებ ხოლმე მაგრამ ამ შემთხვევაში წაგება ფეხბურთელების სინდისზეა 100%_ით!
0
№3
ავტორი: Goginashvili777
4 ოქტომბერი 2015 22:04
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
გვაჯობეს ? lol გვაჯობეს კი არა კაი ალიყური გვაჭამეს... საშინელი იყო ყველა. დაწყებული რუნიდან დამთავრებული ვან გაალამდე.. მარსიალი ცდილობდა რაღაცას მარა ვერ გამოსდიოდა და მარტო ეშლი იანგი კიდევ თამაშს ვერ მოიგებდა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: Mufc7
4 ოქტომბერი 2015 22:08
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რა იყო ეს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Best 7
4 ოქტომბერი 2015 22:38
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Chavagdet maatchi imedi maqvs shemdeg matchebshi egre ar moxdeba
0
№6
ავტორი: Count Alucard
4 ოქტომბერი 2015 22:39
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
სანაკრებო პაუამ თუ არაფერი გამოასწორა, ევერტონთანაც იგივე სიტუაცია იქნება, შარშანაც კარგად გადავიარა ევერტონმა და არც წელს დაგვინდობენ თუ ასე ვითამაშეთ.
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 ოქტომბერი 2015 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კიდე კაი ვერ ვუყურე თამაშს... areyoukiddingme
0
№8
ავტორი: abrama
4 ოქტომბერი 2015 23:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ვახო ( G G M U),
Analogiur situaciashi var mec
0
№9
ავტორი: AkkRed
5 ოქტომბერი 2015 10:08
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გუშინ მანჩესტერი სულ არ გამოსულიყო მოედანზე ისე ჩაეწერათ 3-0 ჯობდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top