თბილისი:
მანჩესტერი:
4-10-2015, 16:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1897,
კომენტარები: 5
ბექჰემი: "არსენალთან" თამაში სეზონის მოვლენაა"
დევიდ ბექჰემს გუნდის ერთიანობის იმედი აქვს.
ბექჰემი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ ყოფილ ფეხბურთელს, დევიდ ბექჰემს მიაჩნია, რომ ერთიანობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია იმისა, თუ რატომ არის ლუი ვან გაალის გუნდი პრემიერ ლიგის სათავეში.

ბექჰემმა, რომელიც მომდევნო თვეს "ოლდ ტრაფორდს" დაუბრუნდება, გუნდში ნანახით აღფრთოვანება ვერ დამალა და ახალგაზრდა მოთამაშეები განსაკუთრებულად შეაქო.

კვირას "წითლებს" ნამდვილი გამოცდა ელით, მაგრამ ბექჰემს მიაჩნია, რომ მისი ყოფილი გუნდი გამარჯვებების მოპოვებას "არსენალის" წინააღმდეგაც გააგრძელებს და ამას გუნდური სულისკვეთების დახმარებით შეძლებს.

"ვფიქრობ, ამჟამად ძალიან ამაღევებელია ეს ყველაფერი, რადგან გუნდში მრავალი ახალგაზრდა ფეხბურთელია მოსული. წინამძღოლად უეინი გყავს და ისე ჩანს, თითქოს ყველაფერი ერთად მოდის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთიანობა გვაქვს, რაც ჩემს პერიოდში და საერთოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის გუნდში გვაბრუნებს - ვხედავთ, რომ გვაქვს, რაც დიდებულია. იმედი მაქვს, ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც მწვრთნელმა მოიყვანა, ისევე გააგრძელებენ თამაშს, როგორც თამაშობენ.

მირჩევნია ვიფიქრო, რომ კვირას ფორმას არ დავკარგავთ. დიდი მატჩია. ასეთი თამაშები იმათ რიცხვში შედის, რომელთაც მოუთმენლად ელოდები, როგორც მოთამაშე. როცა სეზონის სტარტზე კალენდარს იღებ, პირველ რიგში "სიტისთან", "ლივერპულთან", "არსენალთან" მატჩებს უყურებ... ეს არის მატჩები, რომელთა ნაწილიც გინდა იყო.

"არსენალის" წინააღმდეგ თამაში სეზონის ერთ-ერთი მოვლენა იყო, განსაკუთრებით იმ წინააღმდეგოს გამო, რომელიც ჩემს პერიოდში იყო. "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგაზე კარგი შედეგი აქვს, "არსენალს" არა, ასე რომ, ცოტა წნეხი იქნება, განსაკუთრებით "არსენალზე", მაგრამ არსენ ვენგერი კარგი მწვრთნელია და კარგი გუნდი ჰყავს. ფეხბურთში ყოველთვის არის რთული მომენტები, მაგრამ "იუნაიტედი" ახლა კარგ ფორმაშია და ვიმედოვნებ, ასეც იქნება".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
4 ოქტომბერი 2015 18:15
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Aucileblad unda movugot metofeebs
0
№2
ავტორი: deqstera
4 ოქტომბერი 2015 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ბექემმა მანჩესტერთან და პსჟსთან ერთად ლიგის ფავორიტად მილანი რო დაასახელა ეგ პონტია რა :D :D

პსვ-ვოლფსბურგთან ჯამში 3ქულა კარგი შედეგია უკვე მანჩესტერისთვის??

და კიდე ჩელსის ჩამოწერა არშეიძლება და ცხრილში არსენალზე მეტად სწორედ ჩელსის უყურებენ(ლივერპული მაინც პრინციპული მეტოქეა და სულ რო ლიგიდან ვარდებოდეს მაინც საინტერესო იქნება)!!
0
№3
ავტორი: GeorgeBest
4 ოქტომბერი 2015 22:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დასანანია ესეთი წაგება, მაგრამ არაუშავრს winked ყველაფერი წინაა მაინც
0
№4
ავტორი: Goginashvili777
4 ოქტომბერი 2015 22:06
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მაგით არაფერი არ მთავრდება, თუმდა ძალიან საწყენია რო პრინციპულ მეტოქესთან მნიშვნელოვან მატჩს აგებ და თან სოლიდური ანგარიშით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№5
ავტორი: Mufc7
5 ოქტომბერი 2015 17:59
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ნებისმიერი წაგება რთულად გადასატანია და მთავარია, გამოსწორდეს ყველაფერი და შემდეგი თამაშებით დაამტკიცონ, რომ ეს არ იყო ჩვენი რეალური სახე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top