დევიდ დე ხეა თავის კოლეგას, პეტერ ჩეხს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კიპერად მიიჩნბევს და თვლის, რომ მისი შესაძლო დაბრუნება "იუნაიტედის" მოწინააღმდეგეს საგრძნობლად გააძლიერებს.
"არსენალის" სამწვრთნელო შტაბმა, "ოლიპიაკოსთან" წაგებულ მატჩში, ჩეხს დასვენების საშუალება მისცა. არსენ ვენგერს იმედი აქვს, რომ 33 წლის გოლკიპერი "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაბრუნდება.
"ვფიქრობ, რომ ჩეხი შესანიშნავი მეკარეა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო" - განაცხადა დევიდმა MUTV-სთან ინტერვიუში. - "მისი მწყობრში დაბრუნება "არსენალს" დაეხმარეა. პეტერს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, უამრავი მატჩი ჩაუტარებია ტოპ კლუბების წინააღმდეგ. ის მართლაც ტოპ კლასის მეკარეა."
"მეთოფეთა" სამწვრთნელო შტაბმა, ჩეხი დაასვენა სამშაბათს, რადგან სხვა მეკარეებსაც სჭირდებათ სათამაშო დრო. დავიდ ოსპინა შესანიშნავი მეკარეა და მასაც ძალიან კარგად შეუძლია კარის დაიცვა."
"არსენალი" პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ინდივიდუალურ დონეზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და ძალიან სწრაფი შემტევი ხაზი - , ამიტომ "მეთოფეებთან" თამაში რთულია. იმის გათვალისწინებით, რომ შუაკ კვირაში საშინაო არენაზე დამარცხდნენ, მაქსიმალურად ეცდებიან გულშემატკივრები გაახარონ და კვირას გასამართ მატჩში ცხოვრება გაგვირთულონ"
"თუმცა ჩვენ საკუთარ შესაძლებოლობებში დარწმუნებულები მივდივართ ლონდონში. ვიცით, რომ პირველ ადგილზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენს შედეგზეა დამოკიდებული. "ემირეიტსზე" სამი ქულისთვის ჩავალთ."