თბილისი:
მანჩესტერი:
4-10-2015, 10:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1754,
კომენტარები: 7
"არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ხუთი კლასიკური დაპირისპირება
ინგლისის კლასიკად აღიარებული მატჩის წინ.
1979 წლის ინგლისის თასის ფინალიდან რაიან გიგზის დაუჯერებელ გოლამდე, ბუფეტში ბრძოლიდან დამამცირებელ 8-2-მდე.

ეს არის მატჩები, რომლებიც მეხსირებაში რჩება. აი მათგან ხუთი გამორჩეული.

"არსენალი" 3-2 "მანჩესტერ იუნაიტედი" - 1979 წლის ინგლისის თასის ფინალი


ძველი რწმენა, რომლის თანახმად გუნდი ყველაზე დაუცველი მაშინაა, როცა ეს-ესაა გოლი გაიტანა, თითქოს სპეციალურად ამ მატჩისთვის მოიგონეს, რადგან ალან სანდერლენდის გოლმა "იუნაიტედის" ქამბექი დაჩრდილა. "მეთოფეები" ბრაიან ტელბოტის გოლით დაწინაურდნენ, შესვენებამდე კი ფრენკ სტეპლტონმა ანგარიშში სხვაობა გაზარდა, რომელსაც ასისტენტობა კვლავ ლიამ ბრედიმ გაუწია.

მაგრამ გორდონ მაკკვინმა ერთი ბურთი გაქვითა, როცა მხოლოდ 5 წუთი რჩებოდა, სემი მაკილროის გვინადელმა გოლმა კი, თითქოს ქამბექი დაასრულა. მიუხედავად ამისა, როცა ჩანდა, რომ იღბალი დეივ სექსტონის გუნდის მხარეს იყო, სანდერლენდმა რემ რიქსის ჩაწოდებული შორეულ ძელთან გადაგზავნა და "არსენალისთვის" ეს მატჩი მოიგო. საოცარია, რომ მატჩი "ხუთი წუთის ფინალად" მონათლეს.



"მანჩესტერ იუნაიტედი" 2-1 "არსენალი" - 1999 წლის ინგლისის თასის ნახევარფინალი


ინგლისის თასის ეს ცნობილი დაპირისპირება დრამატული გამოდგა. დევიდ ბექჰემმა ანგარიში გახსნა ბურთის შორეულ კუთხეში გადაგზავნით - პირველი გოლი, რომელიც "არსენალმა" 7 საათზე მეტი ხნის განმავლობაში გაუშვა. მაგრამ მეორე ტაიმის შუაში დენის ბერგკამპმა ლამაზი ბრუნით ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი "მეთოფეებს" დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ ნიკოლა ანელკას გოლი თამაშგარის გამო არ ჩაითვალა.

"არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ხუთი კლასიკური დაპირისპირება

რაიან გიგზს 1999 წელს "არსენალის" კარში გამარჯვების გოლი გააქვს


ამ მომენტიდან ძალიან მალე როი კინი გააძევეს, "არსენალმა" ინიციატივა ხელთ იგდო და გამარჯვებისთვის მზად იყო, როცა ფილ ნევილმა თავის კართან რეი პარლორი წააქცია და ჯარიმა აიღო. მაგრამ პეტერ შმეიხელმა დენის ბერგკამპის დარტყმული აიღო და როცა პატრიკ ვიეირამ ბურთი დაკარგა, მას შეცვლაზე შესული რაიან გიგზი დაეუფლა, რის შემდეგაც უელსელმა ერთ-ერთი უდიდესი ინდივიდუალური გოლი გაიტანა. "ყველაზე იღბლიანი გამარჯვება" - განაცხადა არსენ ვენგერმა.



"მანჩესტერ იუნაიტედი" 0-1 "არსენალი" - 2002, პრემიერ ლიგა


უქმეებზე ინგლისის თასის ფინალში კარდიფში "ჩელსის" დამარცხების შემდეგ "არსენალი" შუა კვირაში "ოლდ ტრაფორდზე" გაემგზავრა, ბოლო ორ მატჩში მათ მხოლოდ 1 ქულა ესაჭიროებოდათ, რათა ჩემპიონატი მოეგოთ და დუბლი გაეკეთებინათ. სამივე ქულა აიღეს და "იუნაიტედის" ბანაკი, რომელმაც მანამდე პრემიერ ლიგის ტიტული ზედიზედ სამჯერ მოიგო, შეაძრწუნეს.

"არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ხუთი კლასიკური დაპირისპირება

სილვენ უილტორი და უეს ბრაუნი 2002 წლის მატჩში


სილვენ უილტორი იმ მატჩის გმირი გახდა, რამეთუ ერთადერთი გოლი გაიტანა. უილტორი კლუბის რიგებში მე-100 შეხვედრა ატარებდა, "მეთოფეები" კი თავიანთ სტატისტიკას, ჩემპიონატის ყოველ ტურში გოლის გატანას აგრძელებდნენ. როი კინი და პოლ სქოულზი მოედნის ცენტრში ირჯებოდნენ, მაგრამ "არსენალი" დაუჩოქებელი იყო მას შემდეგაც კი, როცა მეორე ტაიმში რუუდ ვან ნისტელროი შეცვლაზე გამოვიდა. "არსენალმა" "იუნაიტედს" სეზონში მე-6 საშინაო მარცხი აწვნია.



"მანჩესტერ იუნაიტედი" 2-0 "არსენალი" - 2004, პრემიერ ლიგა


"არსენალის" 49-მატჩიანი წაუგებელი სერიის დასასრული ისტორიაში შევიდა, როგორც "ბუფეტში ბრძოლა", ხოლო გუნდებს შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. "ეს არის ერთადერთი მატჩი, რომელშიც მოწინააღმდეგისადმი სისასტიკეში დამადანაშაულეს" - განაცხადა გარი ნევილმა. "იუნაიტედმა" გადაწყვიტა "დაუმარცხებლებისთვის" ომი გამოეცხადებინა. როი კეროლი მოულოდნელი გმირი გახდა, რამეთუ რამდენიმე სეივი განახორციელა, ხოლო "იუნაიტედმა" თავისი შანსი გამოიყენა, როცა უეინ რუნიზე სოლ კემპბელის მიერ წესების დარღვევის გამო პენალტი დაიდო, რუდ ვან ნისტელროიმ კი შეასრულა.

"არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ხუთი კლასიკური დაპირისპირება

რუდ ვან ნისტელროი 2004 წლის მატჩში ანგარიშს ხსნის


რუნიმ, რომელსაც იმ დღეს 19 წელი შეუსრულდა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, როცა თავად გაიტანა, ნამდვილი დრამა კი მოგვიანებით შედგა. "არსენალის" მოთამაშემ, რომელიც მოგვიანებით სესკ ფაბრეგასი აღმოჩნდა, თითქოსდა სერ ალექს ფერგიუსონს პიცა ესროლა. მარცხმა არსენ ვენგერის გუნდის სეზონზე თავისებური გავლენა იქონია და საბოლოოდ ტიტული "ჩელსის" დაუთმო, რომელთათვის ეს გამარჯვება ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველი აღმოჩნდა.



"მანჩესტერ იუნაიტედი" 8-2 "არსენალი" - 2011, პრემიერ ლიგა


2011 წლის აგვისტო ნამდვილად დაგვამახსოვრდება ყველაზე მოულოდნელი ანგარიშით. იმ დღეს "იუნაიტედმა" "არსენალს" 1896 წლიდან ყველაზე დიდი მარცხი მიაყენა. შეხვედრა ნამდვილი კოშმარი გახდა ზეწოლის ქვეშ მყოფი არსენ ვენგერისთვის, რადგან მისმა გუნდმა პირველ ორ ტურში მხოლოდ 1 ქულა აიღო. "ოლდ ტრაფორდზე" სრულიად გაცამტვერდნენ, როცა უკვე პირველ ტაიმში დენი უელბეკის, ეშლი იანგისა და უეინ რუნის გოლების წყალობით ანგარიში გამანადგურებელი იყო.

"არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ხუთი კლასიკური დაპირისპირება

2011 წელს "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" "არსენალს" ანადგურებს


ფერგიუსონის გუნდი 6-2 იგებდა, როცა კარლ ჯენკინსონი გააძევეს, რუნიმ კი პენალტიდან თავისი მესამე გოლი გაიტანა. დრო საკმარისი იყო იმისთვისაც, რომ იანგს "არსენალის" კარში მერვე გოლი გაეტანა და სასოწარკვეთილი ვენგერი სატრანსფერო ბაზარზე პანიკური შენაძენების განსახორციელებად გაეგზავნა. მაგრამ "იუნაიტედი" ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ზეიმობდა. მომდევნო ორი მატჩი მოგების შემდეგ თავად განიცადეს გამანადგურებელი მარცხი მეზობელი "სიტისგან" 6-1.



წყარო: skysports
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
4 ოქტომბერი 2015 10:35
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"მანჩესტერ იუნაიტედი" 8-2 "არსენალი" - 2011, პრემიერ ლიგა

როგორ მიყვარს ამ დღის გახსენება love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: AkkRed
4 ოქტომბერი 2015 11:28
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
2004 წელი love
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 ოქტომბერი 2015 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც 1999 წელი და გიგზის გოლია winked
0
№4
ავტორი: abrama
4 ოქტომბერი 2015 12:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
1999 wels bevri gmirobebi gviketebia
0
№5
ავტორი: Best 7
4 ოქტომბერი 2015 13:50
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
8-2 mag dghes vatiret metofeebi!
0
№6
ავტორი: GeorgeBest
4 ოქტომბერი 2015 14:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დაკარგა ამ თამაშმა ძველი ხიბლი. მანჩესტერი-არსენალის დაპირისპირება იყო ადრე კლასიკა, ეხლა აღარაა ნაღდად areyoukiddingme
0
№7
ავტორი: Rooni
4 ოქტომბერი 2015 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Chven arsenali vatiret da sitim chven gvatira
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top