თბილისი:
მანჩესტერი:
4-10-2015, 09:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1540,
კომენტარები: 5
ჩემპიონთა ლიგა U19. "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვოლფსბურგი"
ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა.
ჩემპიონთა ლიგა U19.
"მანჩესტერ იუნაიტედის" 19-წლამდელთა გუნდი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მეორე წრის მატჩში თანატოლ "ვოლფსბურგს" შეხვდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმის შუა პერიოდში მარკუს რაშფორდის მიერ გატანილ პენალტს ჰაგენ შმიდტის გუნდმა ბრწყინვალე თამაშით უპასუხა მეორე ტაიმში და ანტონ-ლეანადერ დონკორის ძალისხმევით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

"იუნაიტედის" კართან მატჩის დასაწყისში კურიოზული მომენტი შედგა ცენტრალურ მცველ აქსელ ტუანზებესა და მეკარე დინ ჰენდერსონის მონაწილეობით, რომელიც ავტოგოლით "ეშმაკების" კარის დარაჯის შესანიშნავი ფორმის წყალობით არ დასრულდა. სწორედ დინმა დაიწყო "იუნაიტედის" საგოლე შეტევა: ჩაწოდების დროს დაიჭირა ბურთი და მაშინვე მარცხენა ფლანგზე რაშფორდის მიმართულებით გაგზავნა.

კაპიტანი ნახევარმცველ ისმაილ ასაუის გასცდა და საბოლოოდ სტუმართა საჯარიმო მოედანში წააქციეს, გამომუშავებული პენალტი კი თავად გარდასახა გოლად, რომელიც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მის მესამე თავის გამოჩენად იქცა.

სტუმრებმა იანეს-კილიან ჰორნის სახიფათო ჯარიმით უპასუხეს, მაგრამ ბურთი ძელიდან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით გაფრინდა. მოგვიანებით რაშფორდმა სახიფადოთ დაარტყა "ვოლფსბურგის" კარში, მაგრამ მეკარე ფილიპ მენცელი ადგილზე იმყოფებოდა.

ტიმოტი ფოსუ-მენსას, რომელიც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა დაბლოკეს. საბოლოოდ, "ვოლფსბურგმა" მასპინძელთა ზეწოლას თავი გაართვა, თუმცა მათ კართან უილიამსის წაქცევის შემდეგ პენალტის დანიშვნის მიზეზიც იყო.

გერმანელებმა მეორე ტაიმი სრულიად სხვა განწყობით დაიწყეს და გოლის გატანა გარდაუვალი ჩანდა. დონკორს ორი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ გატანა მხოლოდ მესამე შემთხვევის შემდეგ მოახერხა, როცა 61-ე წუთზე ჰენდერსონს თავზე გადაუგდო ბურთი.

"იუნაიტედის" კარის დარაჯს კიდევ რამდენიმეჯერ მოუხდა საკუთარი გუნდის გადარჩენა, კერძოდ ასაუისა და ამარ კონდეს დარტყმების შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ ნიკი ბატის გუნდი გონს მოვიდა და რამდენიმე სახიფათო შეტევით უპასუხა. ზაკარი დერნლის დარტყმული მენცელმა აიღო, ხოლო რაშფორდის დარტყმული უორენის ჩაწოდების შემდეგ ხარიხას გადასცდა.

საბოლოოდ, გუნდებმა გამარჯვებულის გამოვლენა ვერ შეძლეს, თუმცა მატჩის მიწურულს რაშფორდი სახიფათო ჯარიმას ასრულებდა. საბოლოო შედეგი - ფრე, 1:1.

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობა: ჰენდერსონი, უორენი, ტუანზებე, უილიამსი, ბორტუიკ-ჯექსონი, მაკტომინეი (სკოტი 70), რედმონდი (უილანი 81), გრიბინი (კეჰინდე 72), ფოსუ-მენსა, დერნლი, რაშფორდი,

გამოუყენებელი ცვლილებები: დორინგტონი, ბუნენი, კენონი, დიდირკ-რობერტსი.

ტიმოტი ფოსუ-მენსას ინდივიდუალური თამაში



წყარო: manutd.com
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
4 ოქტომბერი 2015 09:45
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კარგი ახალგაზრდები გვეზრდებიან მთავარია არ დაიკარგონ.
0
№2
ავტორი: Mufc7
4 ოქტომბერი 2015 10:23
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რა თაობა მოდის wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Count Alucard
4 ოქტომბერი 2015 13:05
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
პირველი თამაში დიდი ანგარიშით მოიგეს და იმედია ბევრს მიაღწევენ, მთავარი გუნდი ისე თამაშობს ამათ მაინც მიაღწიონ რამეს lol
0
№4
ავტორი: Wardell
4 ოქტომბერი 2015 14:02
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აუუუ ტუანზებე და ფონსუ-მენსა მაგრად მეუასებიან, ნეტა წაეყვანა წელს ტურნეზე :(((
0
№5
ავტორი: GeorgeBest
4 ოქტომბერი 2015 14:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფონსუ-მენსა ყველაზე მაგარი კაცია ახალგაზრდებში. მოუთმენლად ველი ამის დაწინაურებას winked
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top