14 ნოემბერს "ოლდ ტრაფორდზე" საქველმოქმედო მატჩი გაიმართება, სადაც ბექჰემის გუნდი, რომელშიც მხოლოდ ბრიტანელი და ირლანდიელი ფეხბურთელები იქნებიან არჩეულნი, დაუპირისპირდება ზინედინ ზიდანის გუნდს, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები ითამაშებენ. ზიდანის გუნდს კარლო ანჩელოტი ჩაუდგება სათავაეში, ხოლო ბექჰემის გუნდს კი - სერ ალექს ფერგიუსონი. მატჩის მთავარი არბიტრი ლეგენდარული პიერლუიჯი კოლინა იქნება. ის კარიერის მანძილზე ფიფას წლის საუკეთესო მსაჯად ექვსჯერ დასახელდა.
"მინდა ვნახო მსოფლიო, სადაც ბავშვები გაიზრდებიან სიმშვიდეში, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. დაცული სხვადასხვა დაავადებებისგან და პრობლემებისგან. ეს საქველმოქმედო მატჩი მაძლევს შესაძლებლობას, რომ მცირედი წვლილი შევიტანო ამ ოცნების რეალობად ქცევაში. მადლიერი ვარ ჩემი მეგობრის, ზიზუსი, რომელიც შემომიერთდება მსოფლიოს საუკეთესო სტადიონზე სათამაშოდ" - განაცხადა ბექჰემმა.
მატჩი 14 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 წუთზე გაიმართება. დასასწრები ბილეთის ღირებულება 10-დან 20 ფუნტამდე იქნება.