თბილისი:
მანჩესტერი:
3-10-2015, 12:14
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 1455,
კომენტარები: 7
ბლინდი მზადაა "მეთოფეებს" დაუპირისპირდეს
ჰოლანდიელი, "არსენალთან" გასამართ შეხვედრაზე საუბრობს.
ბლინდი მზადაა
მიმდინარე სეზონში, დეილი ბლინდმა კლუბის თითოეულ ფეხბურთელზე მეტი დრო დაჰყო მოედანზე, თუმცა ჰოლანდიელი მცველის განცხადებით, ის თავს ჯერ კიდევ კარგად გრძნობს, იმისთვის რომ მომდევნო ტურში ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდეს.

რთულია თუ არა მოემზადო ასეთი დიდი თამაშისთვის ასეთ მოკლე დროში, მას შემდეგ რაც ოთხშაბათს "ვოლფსბურგთან" გამარჯვება მოიპოვეთ?

"მე ასე არ ვფიქრობ, განსაკუთრებით ისეთი თამაშებისთვის, როგორიც არსენალთან მატჩი იქნება. როგორც მოთამაშეს გინდა, რომ ყველა ეს თამაში ითამაშო. მენტალურად, მე ვფიქრობ, რომ მზად ვარ ამისთვის. მართალია დიდი დრო არ გვაქვს მოსამზადებლად, თუმცა ვალდებულები ვართ ამ დროში დავისვენოთ და ფორმა აღვიდგინოთ. მე ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია, თუმცა პირადად მე თავს კარგად ვგრძნობ და ეს მახარებს".

"არსენალმა" შუა კვირას, "ოლიმპიაკოსთან" მატჩი დათმო. როგორ ფიქრობ, რა გავლენას იქონიებს ეს კვირას მათ გამოსვლაზე?

"რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის შემდეგ, ისინი ამ ყველაფრის გამოსწორებას ეცდებიან, მაგრამ ეს მათთვის რთული იქნება, რადგან ჩვენ კარგ გუნებაზე ვართ. ყოველთვის დიდებულია გამოხვიდე მოედანზე, როგორც ლიგის ლიდერი და ითამაშო ამ სტატუსით, ეს შესანიშნავი შეგრძნებაა. ეს განსაკუთრებული გრძნობაა. ჩვენ ახლა სწორედ ამ მდგომარეობაში ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადგილი შევინარჩუნოთ, ამისთვის კი ყოველთვის მზად უნდა იყო. "არსენალი" მოედანზე ძლიერი გამოვა, ჩვენ კი უნდა დავრწმუნდეთ, რომ 3 ქულის მოპოვებას კვლავ შევძლებთ."

წინა სანაკრებო შესვენებამდე, თქვენ თითქოს "სუონსთან" განცდილმა მარცხმა აგაფორიაქათ. არის თუ არა ეს დამატებითი მოტივაცია, რათა თავიდან აიცილოთ კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა?

"ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ და გვინდა თავიდან ავიცილოთ მარცხი. ეს არ არის კარგი გრძნობა. ასევე გვინდა ნაკრებიდანაც გამარჯვებულები დავბრუნდეთ, რათა ორი კვირის შემდეგაც, პრემიერ ლიგის მატჩს მოტივირებულები შევხვდეთ. ასე რომ ყველას გვინდა სანაკრებო შესვენებაზე გამარჯვებულები და კარგ განწყობაზე მყოფები წავიდეთ".

manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
3 ოქტომბერი 2015 13:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Movigebt 1_2
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 ოქტომბერი 2015 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გარდა იმისა, რომ პირველ ადგილს შევინარჩუნებთ ფსიქოლოგიურადაც ძალიან გაგვაძლიერებს ასე, რომ ხვალ 3 ქულა აუცილებლად უნდა ავიღოთ smoke
0
№3
ავტორი: GeorgeBest
3 ოქტომბერი 2015 18:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სიტის და რსენალის დამარცხზება მაგრად წაგვწევს წინ. ჩელსის დიდი ხანი დასჭირდება ზზე მოსასვლელად

იმედია სამივე შორს წავლენ ლიგაზე რაც პრემიერ ლიგასი დაგვეხმარება, სიტი მითუმეტეს
0
№4
ავტორი: Martial
3 ოქტომბერი 2015 18:53
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ლიგაზე ცუდი შედეგი აქვთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ პრემიერ ლიგაში რამეს დათმობენ. არამგონია რამე გავლენა იქონიოს ოლიპიაკოსთან წაგებამ
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
4 ოქტომბერი 2015 08:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
დღესაც გვინდა ერთი ისეთი პასი შენ რო იცი ბლინდ⚽
0
№6
ავტორი: Mufc7
4 ოქტომბერი 2015 10:39
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
არ წავაგოთ დღეს რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: Best 7
4 ოქტომბერი 2015 13:54
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Qetinosavit nu itamashebs da shen ici ar gaushva aravin karisken
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top