თბილისი:
მანჩესტერი:
2-10-2015, 08:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1536,
კომენტარები: 7
კერიკს თამაში შეუძლია
ვან გაალმა ტრავმირებულების შესახებ ისაუბრა.
კერიკს თამაში შეუძლია
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მაიკლ კერიკი "არსენალთან" მატჩში დაბრუნებას შეძლებს.

გამოცდილი ნახევარმცველი გუნდს ოთხშაბათს "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ვერ ეხმარებოდა, მაგრამ ხუთშაბათს როი ჰოჯსონის ინგლისის ნაკრების განაცხადში მოხვდა.

"კერიკს თამაში შეუძლია, ასე რომ, არჩევანი მაქვს. ბედნიერი ვარ გახაროთ, რომ ოთხშაბათს ტრავმა არავის მიუღია" - განაცხადა ვან გაალმა.

მორგან შნეიდერლინმა და ბასტიან შვაინშტაიგერმა ბუნდესლიგის წარმომადგენლების წინააღმდეგ მოედნის ცენტრი მყარად დაიჭირეს, ამიტომ ვან გაალს "მეთოფეებთან" მატჩში არჩევანის გაკეთება მოუწევს.

"წითელი ეშმაკები" "ემირეიტს სტედიუმზე" შეხვედრას კვირას გამართავენ, სადაც ვან გაალმა გასულ წელს "იუნაიტედის" მწვრთნელის რანგში პირველი საგარეო გამარჯვება მოიპოვა.

ვან გაალმა ახსნა, თუ რატომ დაასვენა ფეხბურთელები პარასკევს მნიშვნელოვანი მატჩის წინ, რათა ყოველგვარი გადაღლა აეცილებინა თავიდან.

"გადაწყვეტილება აღდგენა, აღდგენა, აღდგენაა. სწორედ ამიტომ არის "არსენალის" წინააღმდეგ თამაშისთვის მზადება რთული. როგორც მწვრთნელს, გჭირდება მოედანზე მოემზადო, მაგრამ ამას იმის გამო ვერ აკეთებ, რომ დასვენებული ფეხბურთელები გჭირდება, თუმცა არის მეორე გადაწყვეტილებაც - გუნდი უნდა შეცვალო.

ასე რომ, უნდა ვნახოთ რა ნებართვას მოგვცემს ჩემი სპეციალისტი ფიზიკურ მდგომარეობაში. ამას ვერ გეტყვით, რადგან პრესკონფერენცია მატჩიდან ერთი დღის შემდეგ შედგა. პარასკევს დასვენების დღე აქვთ, რადგან ორი კვირაა ამის საშუალება არ მიუღიათ. შაბათამდე უნდა მოვიცადოთ, ვნახოთ და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
2 ოქტომბერი 2015 09:13
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
აუცილებლად უნდა მოვუგოთ მეთოფეებს რომ დავამტკიცოთ ჩვენი ლიდერობა!
0
№2
ავტორი: AkkRed
2 ოქტომბერი 2015 10:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გადატვირთული მატჩების ბოლო წერტილია და კარგად უნდა ჩაამთავრონ ლიდერობა შეინარჩუნონ უფრო თავდაჯერებულები იქნებიან და სანაკრებო შესვენების შემდეგ ძლიერები დარბუნდებიან იმედია დაზიანების გარეშე
0
№3
ავტორი: Mufc7
2 ოქტომბერი 2015 10:54
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გადაღლილები არიან, მაგრამ კვირას იმედია ბედნიერად დაამთავრებენ და მოგებას ვიზეიმებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
2 ოქტომბერი 2015 16:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კერიკი ყველაზე საჭირო კაცია გუნდში, ვინც არ უნდა მოვიდეს და ვინც არ უნდა იდგეს ეს კარგად ჩანს მაინც. პრემიერ ლიგაში ამის გამოცდილებას კარგად უნდა ვიყენებდეთ. ყვეა მატჩშ უმაღლეს დონეზე ვერ ჩაატარებს მაგრამ თავის სამუშაოს სულ ასრულებს, ეს და შნეიდერლინი ერთად დიდად კარგი სანხავი არაა, მაგრამ დაცვაში ნაკლები პრობლემა იქმნება ამ დროს და საკმარისი მიზეზია ამათ დასაყენებლად
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 ოქტომბერი 2015 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგია, რომ კერიკი ბრუნდება, მაგრამ სხვა ფეხბურთელები აშკარად გადაღლილები არიან. იმედია თამაშამდე მოასწრებენ ძალების აღდგენას, თორე ესე ნამდვილად გაგვიჭირდება. თუმცა არც არსენალია რა თქმა უნდა კარგ ფიზიკურ ფორმაში და არა მარტო ფიზიკურ ფორმაში, ოლიმპიაკოსთან წაგება დარმწუნებული ვარ ფსიქოლოგიურადაც იმოქმედებდა მათზე, ასე რომ 3 ქულა აუცილებლად გვინდა.
0
№6
ავტორი: dachi_mu
3 ოქტომბერი 2015 06:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
მქგალითად დეპაი არის სასწრაფოდ დასასვენებელი რა.. დასვენოს ცოტა აზრზე მოვიდეს რა...რუნი უნდა არბენინონ იქნება ფორმა აკრიფოს
0
№7
ავტორი: Count Alucard
3 ოქტომბერი 2015 11:34
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
შვაინშტაიგერი გადაღლილია, ამიტომ კერიკის და შნეიდერლინის დუეტის ნახვა მოგვიწევს სავარუდოდ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top