თბილისი:
მანჩესტერი:
2-10-2015, 08:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2151,
კომენტარები: 9
ვან გაალი: "შეაქეთ სმოლინგი და არა მე"
ლუი ვან გაალმა თავისი გუნდის მცველის თამაში გამოყო.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ "ვოლფსბურგთან" მატჩში გამარჯვების გოლის ავტორი, კრის სმოლინგი თავისი ფორმისა და განვითარებისთვის ქებას იმსახურებს.

სმოლინგი მიმდინარე სეზონში ბრწყინავს და "წითელი ეშმაკების" რიგებში უდავოდ საუკეთესო მოთამაშეა დეილი ბლინდთან ერთად დაცვაში ნაჩვენები შედეგიანობის გამო.

სინამდვილეში, კრისმა თავისი დადებითი მხარეები მაშინ წარმოაჩინა, როცა ლუი ვან გაალმა 2014 წლის ზაფხულს გუნდი ჩაიბარა და როცა ჰოლანდიელს ჰკითხეს, თუ რას აკეთებდა იგი კრისის განსავითარებლად, მან თავისი დამსახურება უმალ დაამდაბლა.

"ვფიქრობ, როცა მოთამაშე რამეს აკეთებს, თვითონ აკეთებს", - განუცხადა ვან გაალმა ჟურნალისტებს პარასკევს, "არსენალთან" დაპირისპირებამდე.

"მას რჩევებით, მოთხოვნილებებით, სავარჯიშო სესიებითა და სურათებით ვეხმარები, რათა განვითარდეს, მაგრამ გახსნილი უნდა იყოს და ეს ყველაფერი მოედანზე შეასრულოს. ყველაფერს თვითონ აკეთებს. უდიდესი კომპლიმენტი, რომელიც ვინმეს უნდა გაუკეთოთ, კრისია და არა მე".

სმოლინგი სერ ალექს ფერგიუსონმა 2010 წელს შეიძინა, როცა დაცვის ცენტრში არჩევანი რიო ფერდინანდსა და ნემანია ვიდიჩზე შეჩერდა, რამაც ინგლისელს საშუალება მისცა გამოცდილი ფეხბურთელებისგან ესწავლა.

ახლა სმოლინგი სასტარტო შემადგენლობის რეგულარული წევრია და ნასწავლს პრაქტიკაში იყენებს. "რა თქმა უნდა, შანსი ამის გამოც მიიღო, მაგრამ ეს ყოველთვის ასეა. როგორც მოთამაშეს, შენს პოზიციაზე ვაკანსიები გჭირდება და როცა მას იღებ, უფრო მეტი იღბალი გაქვს. საფეხბურთო კლუბებში ეს ყოველთვის სიმართლეა".

კარგ ხასიათზე მყოფმა ვან გაალმა ეშლი იანგიც შეაქო, როცა სავარჯიშო ბაზაზე ვარჯიშის შემდეგ ნომინალურ ვინგერსა და ხანდახან მცველის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელის შესახებ ჰკითხეს: "ეშლი იანგი ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდური ფეხბურთელია.

პირველ რიგში, ის გუნდური ფეხბურთელია. ყველა მოთამაშე არ არის გუნდური, მაგრამ ეშლი ყოველთვის გუნდზე ფიქრობს. მრავალ პოზიციაზე შეუძლია თამაში და მწვრთნელისა და მენეჯერისთვის ფანტასტიკურია, რომ ამას აკეთებს.

ოთხაშაბათს მარჯვენა მცველად მოგვევლინა, სადაც ბევრი მატჩი არ ექნება ჩატარებული. მეორე გოლი მისგან დაიწყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეორე ტაიმში რომ იქ ითამაშა და მის გამო ბედნიერი ვარ. მის როლს ერგება და ესეც მნიშვნელოვანია".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
2 ოქტომბერი 2015 09:14
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
სმოლინგმა მართლა კარგად ითამაშა და იმედი მაქვს რიოს დაემსგავსება მართლაც და მისნაირი შეუცვლელი და გაუვლელი მცველი გახდება!
0
№2
ავტორი: AkkRed
2 ოქტომბერი 2015 09:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ახლა ყველაზე საინტერესოაა არსენალთან რა შემადგენლობას დააყენებს, თორე სმოლინგის პროგრესი ყველასთვის ნათელია
0
№3
ავტორი: ilker
2 ოქტომბერი 2015 09:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ჩემი აზრით, ჯობია სმოლინგი-ჯონსი დაცვაში და ბლინდი-დარმიანი ფლანგებზე
0
№4
ავტორი: GeorgeBest
2 ოქტომბერი 2015 16:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წელს ფაქტიურად უშეცდომოდ თამაშობს, ვიღაც სხვა მგონია ამის თამაშებს რომ ვუყურებ. დაცვის ლიდერია უკვე და ის რო კარგი მცველი ვერ დავიმატეთ ცოტა გვავიწყდება wink მაგრად მიხარია winked
0
№5
ავტორი: Goginashvili777
2 ოქტომბერი 2015 18:24
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
იანგზე გაიგეთ ? winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№6
ავტორი: red monster
2 ოქტომბერი 2015 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
სმოლინგ ქებამ არ გაწყინოს ძია გაალი არ გააბრაზო :D :D
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 ოქტომბერი 2015 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძალიან მაგარი მცველია სმოლინგი და ამის თქმა გადამეტებული ნამდვილად არაა. უდიდესი პროგრესი განიცადა ამ ფეხბურთელმა და უმაღლესი დონის მცველად ჩამოყალიბდა. სისწრაფე, სიმაღლე, ფიზიკური აღნაგობა, მოკლედ ყველაფერი აქ სმოლინგს რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდეს winked

იანგზე როგორც არ უნდა ვილპარაკოთ აშკარაა, რომ რაღაც მომენტებში გუნდს ნამდვილად ადგება და ასე თუ ისე კარგი შემცვლელია.
0
№8
ავტორი: dachi_mu
3 ოქტომბერი 2015 06:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
იანგი დეპაის ვერ სჯობს ნუ მაფას არ ვიტყვი მარა მეორე ვინგერი მაინცაა გუნდში თუ პირველიც არა.. და ვკლავთ დაცვსში..საკმაოდ ჭკვიანია რო მცვლელად იდგეს..
0
№9
ავტორი: Mufc7
4 ოქტომბერი 2015 10:49
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
Goginashvili777,
biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top