უეფას ოფიციალურმა საიტმა ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
უეფას ოფიციალურმა საიტმა ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთი ფეხბურთელი, ხუან მატა მოხვდა.
გასულ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვოლფსბურგს" უმასპინძლა, სადაც მატას ბრწყინვალე თამაშის წყალობით, გუნდმა პირველი სამი ქულის მოპოვება შეძლო. ესპანელმა ჯერ თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც თავადვე აქცია გოლად და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, შემდეგ კი ბრწყინვალე პასით კრის სმოლინგს გოლის გატანის შანსი მისცა. მატჩის საუკეთესოდაც სწორედ "იუნაიტედის" რვიანი დასახელდა.
ჩემპიონთა ლიგის კვირის სომბოლური ნაკრებიმეკარე: ჯო ჰარტი ("მანჩესტერ სიტი")
მცველები: ფილიპ მლადენოვიჩი ("ბატე"), ანდრეა ბარძალი ("იუვენტუსი"), დავიდ ლუიზი (პსჟ), მაიკონი ("პორტუ").
ნახევარმცველები: ნიკოლას გაიტანი ("ბენფიკა"), კონსტანტინოს ფორტუნისი ("ოლიმპიაკოსი"),
ხუან მატა ("მანჩესტერ იუნაიტედი").
თავდამსხმელები: ჰალკი ("ზენიტი"), რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი"), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი").