"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა ფეხბურთელმა, ხუან მატამ, კლუბის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, რომელთა უმრავლესობა შემტევი სტილის აღმოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მის რჩეულთა შორის "იუნაიტედის" ვერც ერთი ამჟამინდელი ფეხბურთელი ვერ მოხვდა.
მატამ საუკეთესო კარის დარაჯად პეტერ შმეიხელი დაასახელა, მის წინ კი დაცვის სამეული განალაგა – პატრის ევრას, ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის სახით. ნახევარდაცვის ცენტრში მატას რჩეული პოლ სქოულზი, რაიან გიგზი, კრიშტიანუ რონალდუ და დევიდ ბექჰემი აღმოჩნდა. რაც შეეხება შემტევ სამეულს, აქ ხუანმა ჯორჯ ბესტზე, ერიკ კანტონასა და ბობი ჩარლტონზე შეაჩერა არჩევანი.
საბოლოოდ კი, მისი რჩეული ფეხბურთელები შეგვიძლია ამგვარად განვალაგოთ