შესაძლოა ვალდესსმა პრემიერ ლიგა დატოვოს.
The Daily Mail-ის თქმით, "მანჩეტერ იუნაიტედი" მზად არის ვიქტორ ვალდესთან კონტრაქტის გაწყვიტოს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დატოვებს პრემიერ ლიგას.
"ბარსელონას" ყოფილი კარის დარაჯი "იუნაიტედს" გასულ სეზონს შეუერთდა, მას შემდეგ როცა კლუბი ლუი ვან გაალმა ჩაიბარა. ესპანელი კიპერი ძირითადად რეზერვების შემადგენლობაში ასპარეზობდა, ხოლო "იუნაიტედის" ძირითადი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ორი შეხვედრის ჩატარება შეძლო.
გასულ სატრანსფერო პერიოდში ვიქტორის შეძენით რამოდენიმე კლუბი ინტერესდებოდა, მათ შორის ყველაზე აქტიური "ვალენსია" და "ანტალიასპორი" იყვნენ, თუმცა თავად ესპანელმა ინგლისსში დარჩენა ამჯობინა, რამეთუ მას შანსი ჰქონდა გამხდარიყო ნომერ პირველი კიპერი, თუმცა დავიდ დე ხეას კონტრაქტის გახანგრძლივებისა და სერხიო რომეროს დამატების შემდეგ, ვიქტორს, არამცთუ ძირითადი, არამედ სათადარიგოთა სკამზეც აღარ მოეპოვება ადგილი.
ვალდესის კონტრაქის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, მაგრამ ორივე მხარეს აქვს სურვილი კონტრატის ვადამდე შეწყვეტის.
"იუნაიტედი" მზად არის გამოემშვიდობოს ვალდესს იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეუერთდება პრემიერ ლიგის კლუბს, კერძოდ კი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის საზგურისთვის იბრძვიან.
წყარო:
manutd.ru