ლუი, როგორც თქვით, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მისაღწევად ყველა საშინაო მატჩის მოგებაა საჭირო. პირველი ნაბიჯი გადაიდგა. ყველამ ერთად ვნახეთ, თუ როგორი რთული მატჩი გამოვიდა.
ადვილი ნამდვილად არ იყო ეს იმიტომ, რომ მეტოქემ პირველივე წუთებზე მოახერხა გოლის გატანა. ამის შემდეგ უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ. შევქმენით უამრავი მომენტი, რუნისა და დეპაის შეეძლოთ მეტოქის კარის აღება, თუმცა ვერ მოახერხეს. პენალტის ეპიზოდში გაგვიმართლა, დიახ, ეს იყო თერთმეტმეტრიანი, თუმცა ბევრი არბიტრი ამ ეპიზოდს გაატარებდა. გოლის შემდეგ კიდევ შეგვეძლო გატანა და ასეთ შემთხვევაში ყველაფერი დღესავით ნათელი იქნებოდა. მეორე ტაიმის სტარტზე წინ გასვლაც მოვახერხეთ, თუმცა ამის შემდეგ ძალიან ვინერვიულეთ. ბევრი მოთამაშე გადაღლილია, თუმცა მიუხედავად ამისა, მეტოქეს ბევრი შანსი არ ჰქონია, თუ არ ვცდები, მხოლოდ ერთი, როდესაც შურლე ურტყამდა. უკეთ უნდა ვახერხებდეთ ბურთის შენარჩუნებასა და თამაშის მოკვლას. დღევანდელ შეხვედრაში ეს პრობლემად იქცა.
პირველ ტაიმში რუნისა და მემფისს ჰქონდათ გატანის შანსი, თუმცა ვერ მოახერხეს. რამდენად გაწბილებული ხართ ამ ფაქტით?
[იცინის] ორი ან სამი კვირის წინ თქვენი ყველა კოლეგა იგივეს მეუბნებოდა, თუმცა მე ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ გუნდს მეტოქეზე მეტი გოლი გააქვს.
ეს მომენტები არანაირ გავლენას არ ახდენს, თქვენთვის?
მთლიანობაში, არა. თუმცა, როდესაც სათადარიგოთა სკამზე ვზივარ, შეიძლება ვთქვა: "ჰეი, რუნი, შენ ეს უნდა გაიტანო", მატჩის შემდეგ კი კმაყოფილი ვარ.
4 გამარჯვება ზედიზედ, ხედავთ "მანჩესტერ იუნაიტედის" პროგრესს?
მეორე ტაიმში მე დადებითი ვერაფერი დავინახე, ხოლო პირველ ტაიმში გაშვებული გოლის შემდეგ თამაშში საოცარი მებრძოლი და გუნდური სულით დავბრუნდით. უნდა შევაქო ჩემი ფეხბურთელები აუცილებლად.