თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2015, 18:22
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 2065,
კომენტარები: 6
ვინტერბერნი: "იუნაიტედის" შანსები ყველაზე დიდია"
ყოფილი "მეთოფე" "იუნაიტედს" გამოარჩევს.
ვინტერბერნი:
მოგეხსენებათ, ორი ლონდონური კლუბი "ჩელსი" და "არსენალი" გასულ საღამოს, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, "პორტოსა" და "ოლიმპიაკოსთან" მატჩში დამარცხდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედი", ისევე როგორც "არსენალი" პირველი ქულების მოლოდინშია, თუმცა მანჩესტერულ კლუბს ჯერ კიდევ აქვს საშუალება, სიტუაცია დღევანდელ საღამოს, "ვოლფსბურგთან" გამარჯვებით შეცვალოს.

"იუნაიტედის" ფორმისა და მათი დღევანდელი ოპონენტის მარცხის ფონზე "ბაიერნთან", ფავორიტად სწორედ "წითელი ეშმაკები" ითვლებიან, რომლებმაც გასულ კვირას მოპოვებული გამარჯვებით პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეში გადაინაცვლეს. სწორედ ამიტომ "არსენალის" ყოფილი მცველი, ნაიჯელ ვინტერბერნი თვლის, რომ "იუნაიტედი", ტურნირში მონაწილე სხვა ინგლისური კლუბებისგან განსხვავებით ყველაზე შორს წავა და მეტს მიაღწევს.

"ჩემი სიყვარულის გამო "არსენალისადმი" ძალიან მსურს, რომ ისინი ყველაზე შორს გავიდნენ ამ ტურნირზე, თუმცა ამავდროულად ეს ძალიან რთული იქნება მათთვის. "მანჩესტერ იუნაიტედი" კი ყველაზე ძლიერად და ეფექტურად გამოიყურება დღესდღეობით."

"ეს ყველაფერი შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ისინი ყველზე დიდ გზას გაივლიან ამ ტურნირზე, იმ გუნდებს შორის, რომლებიც პრემიერ ლიგას წარმოადგენენ და მის სახელს იცავენ".


შეგახსნებთ, რომ დღევანდელი მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ლუკ შოუ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის წინა დაპირისპირებაში მძიმე ტრამვა მიიღო.

squawka.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: rezimankunia
30 სექტემბერი 2015 18:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Volsfburgi unda admin mand chaaswore
0
№2
ავტორი: A.HERRERA
30 სექტემბერი 2015 18:39
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
rezimankunia,
"ვოლფსბურგია" სწორი.

რაც შეეხება ჩვენს შანსებს, წელს ალბათ ყველა ინგლისურ გუნდზე დიდი გვქავს და ამ რესურსით მართლა შეგვიძლია შორს წასვლა. ნახევარ ფინალს ველი მინიმუმ ამ გუნდისგან და ფინალში თამაში საერთოდ გაასწორებს. ნუ ჯერ გერმანელებთან გვაქვს მოსაგები და დღეს აუცილებლად უნდა მოვიგოოთ.
0
№3
ავტორი: Mufc7
30 სექტემბერი 2015 19:29
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ღმერთო, რა ნელა გადის დრო, დაიწყოს მალე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
30 სექტემბერი 2015 19:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩელსი გავა ჯგუფიდან და აი არსენალი თუ ჩარჩა მართლა ტეხავს. სჩვევიათ ძლიერ გუნდებთან გამონათება მარა ბაიერნი ისეთ ფორმაშია არამგონია რამე გამოუვიდეთ. მანჩესტერს ადვილი ჯგუფი აქვს, აქაც თუ ვერ გავიდნენ რა უნდათ საერთოდ ლიაგზე. მაქსიმუმი მეოთხედფინალია ჩვენი ალბათ
0
№5
ავტორი: AkkRed
30 სექტემბერი 2015 19:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ისე არსენალმა თუ ვერ მოიგო შემდეგი თამაში ჩარჩება ჯგუფში, სიტის 1/4 ფინალში დააჯახებენ ძლიერ გუნდს და ჩაისვრის, აი ჩვენ და ჩელსისი მჯერა. ძაან ოცნებაა, მაგრამ ფინალი ინგლისური მინდა იყოს ჩვენ და ჩელსი.
0
№6
ავტორი: abrama
30 სექტემბერი 2015 21:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Bichebo mannchesteris taMashi porvel arxze aris pirdapirri tu icit
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top