თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2015, 17:06
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1616,
კომენტარები: 7
ვან გაალს ფინალში გასვლის სჯერა
ლუი ვან გაალმა ტრავმირებულ ფეხბურთელებზე, ფინალში გასვლის შესაძლო შანსებზე და საშინაო მატჩების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ვან გაალს ფინალში გასვლის სჯერა
„იუნაიტედის“ თავკაცმა, ლუი ვან გაალმა ბასტიან შვაინშტაიგერთან ერთად მატჩისწინა პრეს კონფერენცია გამართა, სადაც ტრავმირებულ ფეხბურთელებზე, ფინალში გასვლის შესაძლო შანსებზე და საშინაო მატჩების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებელია ყველა საშინაო მატჩის მოგება. სხვა შემთხვევაში, საქმე ძალიან გართულდება. მნიშვნელოვანია, რომ დღეს სამი ქულა მოვიპოვოთ.“

„ბარსელონას“ და „ბაიერნის“ ყოფილი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია გუნდი ფინალში გაიყვანოს.

„ეს რეალური იმედი და მიზანია, რადგან ფინალში ყველა ჩემი გუნდი გავიყვანე. ფინალში გასვლა ყოველთვის მიზანია, იქ კი უკვე ბევრი რამ იღბალზეა დამოკიდებული. ამ ეტაპამდე მიღწევა უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. მედია ამას არ ითვალისწინებს, რადგან მხოლოდ გამარჯვებულია საუკეთესო, მეორე გუნდს კი ყველანაირი დამსახურება ეკარგება. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კარგად იცის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს გამართლებას ფინალში. „ბაიერნის“ ფეხბურთელები 1999 წელს უკვე საზეიმოდ ემზადებოდნენ, როცა ორ წუთში ტიტული ხელიდან გამოაცალეს.“

ლუი ვან გაალს ბასტიან შვაინშტაიგერიც ეთანხმება. გერმანელი ნახევარმცველი ფიქრობს, რომ კლუბს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო რესურსი აქვს.

„დიახ, ვფიქრობ შეგვიძლია. თუმცა მანამდე, ბევრი მუშაობა მოგვიწევს და როგორც მწვრთნელმა თქვა, საშინაო მატჩები აუცილებლად უნდა მოვიგოთ.“ - განაცხადა ბასტიანმა.

რაც შეეხება ტრავმირებულებს, როგორც იცით, „იუნაიტედის“ ვარჯიში რამდენიმე ფეხბურთელმა გამოტოვა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გულშემატკივარი დაამშვიდა, რომ სერიოზული ტრავმა არცერთს აქვს.

„ერერას, კერიკს, ვალენსიას მცირე ტრავმები აქვთ, გადაწყვეტილების მიღება მომიწევს, შეიძლება ისინი მაინც ვათამაშო.“ - დაასრულა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
30 სექტემბერი 2015 17:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არსენალი ხო არ ვართ მეორე თამაში წავაგოთ. აზზე მოვიდნენ ცოტა სირცხვილია. გუნდთან რომელიც 10 კაცით კარში არ დგას როგორც წესი არ გვიჭირს და ვნახოთ, მგონია რომ მოვიგებთ და კარგი სანახაობაც იქნება

ერერამ სად მიიღო ნეტა ტრავმა, ეტყობა სკამზე რო იჯდა ფეხი ცუდად დადო და
0
№2
ავტორი: chudikone
30 სექტემბერი 2015 17:33
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
დღეს ინლისი უნდა ვასახელოთ, დანარჩენზე მერე ვიფიქროთ megustamucho
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: Mufc7
30 სექტემბერი 2015 18:03
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დღეს აუცილებლად უნდა მოვიგოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GGMU1
30 სექტემბერი 2015 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
ერერამ რისი ტრამვა მიიღო ნეტა areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ,,We -Will Never Die''
№5
ავტორი: Count Alucard
30 სექტემბერი 2015 18:23
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
როხოც თუ დაშავებულია მარცხენა ფლანგზე სერიოზული პრობლემა შეგვექმნება, იდეალურ ვარიანტში ბლინდი დადგებოდა მარცხნივ და როხო მის ადგილას. დარმიანი ვერ ითამაშებს მაღალ დონეზე მარცხნივ. ამ რესურსით და შოუს გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, შოუ, რომ მწყობრში იყოს და მთელი სეზონი არ უცდებოდეს შანსი გვაქვს ფინალამდე მისვლის.
0
№6
ავტორი: AkkRed
30 სექტემბერი 2015 19:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დღეიდან უნდა დავიწყო გამარჯვებები და არ შევჩერდეთ. ინგლისი ისევ ჩვენ თუ ვასახეელეთ თორე დანარჩენები ბანანის ქერქზე ზიან
0
№7
ავტორი: Best 7
30 სექტემბერი 2015 19:49
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Cota ararealuria magram martla ro gavidet da ro movigot raas gaasworeeb 4-x
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top