ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ "იუნაიტედის" ვარჯიში ოთხმა მოთამაშემ გამოტოვა.
ხვალ გასამართი შეხვედრის წინ, სადაც "წითელი ეშმაკები" გერმანულ "ვოლსბურგს" დაუპირისპირდებიან, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებმა AON-ის სამწვრთნელ ბაზაზე ვარჯიში გამართეს, ამ ამბავში საინტერესო არაფერი იქნებოდა, რომ არა ოთხი მოთამაშე, რომლებიც ხსენებულ შეკრებაზე არ იმყოფებოდნენ.
ოთხეული მაიკლ კერიკმა, ანდერ ერერამ, ანტონიო ვალენსიამ და მარკოს როხომ შეადგინეს. არგენტინელი მცველის არ მოულოდნელი არ გახლავთ, რადგან მან გასულ ორ შეხვედრაშიც ვერ მიიღო მონაწილეობა ტრავმის გამო, რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი "სანდერლენდთან" შეხვედრაში მონაწილეობდნენ (ერერა გამოუყენებელი სათადარიგო იყო, ხოლო კერიკი და ვალენსია ძირითადის წევრები).
"ეშმაკთა" დამრიგებელი, ლუი ვან გაალი დღეს საღამოს გამართავს პრეს-კონფერენციას და ,ალბათ, ხსენებულ მოთამაშეებზეც გააკეთებს კომენტარს.
მიუხედავად ოთხი მოთამაშის არყოფნისა, "იუნაიტედის" ვარჯიშზე მოთამაშეთა რაოდენობა არ დაკლებულა, ვან გაალმა გადაწყვიტა ახალგაზრდა მოთამაშეები დაეწინაურებინა: ჯოშ ჰეროპი, დონალდ ლავი და ჯეიმს ვეირი.
ლაზარეთიდან დაბრუნდა ახალგაზრდა მცველი, პედი მაკნეირიც და სრულფასოვნად ივარჯიშა თანაგუნდელებთან ერთად.
წყარო: skysports