თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2015, 11:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2106,
კომენტარები: 7
პრევიუ: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვოლფსბურგი"
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრის პრევიუ.
პრევიუ:
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"ვოლფსბურგი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, მე-2 ტური
თარიღი: ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)
მატჩის დასაწყისი: 22:45, (ჩვენი დროით)

პრევიუ: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვოლფსბურგი"


პრევიუ: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვოლფსბურგი"

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: როხო, შოუ, მაკნეირი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:.


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საკუთარ მოედანზე "ვოლფსბურგის" მიღებისას "მანჩესტერ იუნაიტედი" შეეცდება B ჯგუფში პირველი ქულები აიღოს. პირველ ტურში "წითელი ეშმაკები" პსვ-ს წინააღმდეგ დამარცხდნენ.


პრევიუ: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვოლფსბურგი"

"ვოლფსბურგი"

ტრავმირებულები: ვიეირინია, კნოხე.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: კასტელესი, გუსტავო
განაცხადი: .

"ვოლფსბურგმა" ტურნირი გამარჯვებით დაიწყო და მოსკოვის CSKA-ს 1-0 სძლია. "ოლდ ტრაფორდზე" გერმანელები შედეგის განმეორებას ეცდებიან.


წინა შეხვედრები


მოწინააღმდეგეთა ბოლო შეხვედრა ზუსტად 6 წლის წინ შედგა - 2009 წლის 30 სექტემბერს, როცა ედინ ჯეკოს მიერ 56-ე წუთზე გატანილ გოლს მასპინძლებმა რაიან გიგზისა (58) და მაიკლ კერიკის (78) გოლებით უპასუხეს და სახლში 2-1 იმარჯვეს.

2009 წლის 30 სექტემბერს გუნდები შემდეგი შემადგენლობით თამაშობდნენ:

"მანჩესტერ იუნაიტედი": Kuszczak, O'Shea, Ferdinand, Vidić, Evra, Valencia (Fletcher 82), Anderson, Carrick, Giggs, Owen (Berbatov 20), Rooney.

"ვოლფსბურგი": Benaglio, Riether, Costa, Madlung, Schäfer, Hasebe (Ziani 73), Josué, Misimović, Gentner, Džeko, Grafite (Martins 82).

ჯეკომ "წითელი ეშმაკების" კარი 8 დეკემბერს გამართულ საპასუხო მატჩშიც აიღო, მაგრამ მაიკლ ოუენის ჰეთ-ტრიკმა სტუმრებს გამარჯვება მოუტანა ანგარიშით 1-3 და "იუნაიტედი" ჯგუფის ლიდერი გახდა, რის შემდეგაც ბუნდესლიგის გუნდი მესამე ადგილზე გადავიდა.

ფაქტები გუნდების შესახებ


პრევიუ: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვოლფსბურგი"

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროტურნირებზე უკანასკნელ 6 საშინაო შეხვედრაში არ დამარცხებულა (5 მოგება, 1 ფრე), მათ შორისაა გამარჯვება პლეი-ოფის რაუნდში "ბრიუგეს" წინააღმდეგ.

როცა "იუნაიტედი" უკანასკნელად მასპინძლობდა გერმანულ კლუბს - 2013-14 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე "ბაიერნს" - სტუმრების შემადგენლობაში ბასტიან შვაინშტაიგერმა გაიტანა, რამაც მის გუნდს 1-1 ფრე მოტანა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ის გათამაშება "ბაიერის" დამარცხებით 4-2 დაიწყო, რომელშიც დღევანდელი შემადგენლობიდან უეინ რუნიმ (ორჯერ) და ანტონიო ვალენსიამ გამოიჩინეს თავი.

გერმანული კლუბების წინააღმდეგ ჩატარებული საშინაო მატჩების სტატისტიკა "იუნაიტედს" ასეთი აქვს: 8 მოგება, 4 ფრე, 2 წაგება.

"იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას მეორედ იწყებს მარცხით. პირველად ასეთი შემთხვევა 1996-97 წლების სეზონში დაფიქსირდა, როცა "იუვენტუსის" წინააღმდეგ დამარცხდნენ 1-0.

"სანდერლენდის" წინააღმდეგ ბოლო ტურში მოპოვებული გამარჯვების შედეგად "წითელი ეშმაკები" ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ პირველად გადავიდნენ პრემიერ ლიგის ცხრილში პირველ ადგილზე.

ყველა ტურნირის გათვალისწინებით, "იუნაიტედის" ფორვარდმა ენტონი მარსიალმა 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

პრევიუ: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვოლფსბურგი"

"ვოლფსბურგი"


"ვოლფსბურგი" ბუნდესლიგის საშინაო მატჩებში 2014 წლის 8 მარტის შემდეგ 25 შეხვედრის განმავლობაში არ მარცხდება (19 მოგება, 6 ფრე). ბოლოს ასეთი შემთხვევა "ბაიერნთან" დაფიქსირდა, როცა 1-6 დამარცხდა.

2014/15 წლების სეზონის ევროპის ლიგის გათამაშებაზე "ვოლფსბურგის" ერთადერთი გასვლითი მარცხი 2014 წლის 18 სექტემბერს დაფიქსირდა, როცა "ევერტონთან" 2-1 დათმო, სტუმართა შემადგენლობაში კი თავი რიკარდო როდრიგესმა გამოიჩინა.

"ვოლფსბურგს" ინგლისში ჩატარებულ წინა სამ შეხვედრაში გაჰქონდა გოლი, მაგრამ ყოველთვის მარცხდებოდა.

დიეგო ბენალიომ და მარსელ შეფერმა "ვოლფსბურგის" შემადგენლობაში პირველი შეხვედრა პრემიერ ლიგის გუნდის წინააღდეგ ჩაატარეს - 2008/09 წლების სეზონის უეფა-ს თასის ჯგუფური ეტაპის საშინაო მატჩში "პორტსმუთის" წინააღმდეგ, როცა მასპინძლებმა 3-2 იმარჯვეს.

ნიკლას ბენდტნერმა 2014 წელს "ვოლფსბურგში" გადასვლის შემდეგ 8 გოლი გაიტანა - ყველა შეცვლაზე შესვლის შემდეგ.

კავშირი გუნდებს შორის


"ბაიერნის" მწვრთნელის რანგში ლუი ვან გაალმა 2009-11 წლებში "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ოთხი მატჩი ჩაატარა და სამი მათგანი მოიგო.

"ბარსელონას" მწვრთნელის რანგში 1998 წელს ლუი ვან გაალმა უეფას სუპერ თასი მოიგო დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ ორი მატჩის ჯამში 3-1 გამარჯვებით.

ჰოლანდიელის მაჩვენებელი ევროთასებზე გერმანული კლუბების წინააღმდეგ ასეთია: 10 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება (7 მოგება, 11 ფრე, 0 წაგება "აიაქსთან" ერთად).

ფეხბურთელის რანგში ლუი ვან გაალი ევროთასებზე ბოლოს 1985-86 წლებში მონაწილეობდა. მაშინ უეფა-ს თასის პირველ რაუნდში მისმა როტერდამის "სპარტამ" ორი მატჩის ჯამში "ჰამბურგის" დამარცხება ვერ შეძლო (2-0 და 0-2) და ძლიერი მხოლოდ პენალტების სერიაში აღმოჩნდა 3-2. მეორე რაუნდში კი მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" წინააღმდეგ საერთო ჯამში 6-2 დამარცხდა (1-1 და 5-1).

დანტე "ბაიერნის" შემადგენლობაში თამაშობდა მეოთხედფინალურ საპასუხო შეხვედრა 2013/14 წლების სეზონში, როცა გერმანულმა კლუბმა 3-1 იმარჯვა.

დრაქსლერი "შალკეს" შემადგენლობაში ორჯერ დამარცხდა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ 2010/11 წლების სეზონში - 0-2 და 1-4.

"ბაიერნის" ფეხბურთელის რანგში (2002-15) ბასტიან შვაინშტაიგერმა "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ 23 მატჩი ჩაატარა და მათში 6 გოლი გაიტანა (16 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება).

უეინ რუნიმ ინგლისის ნაკრებში თავისი რეკორდული 50-ე გოლი 2015 წლის 8 სექტემბერს გაიტანა შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ, რომელთა რიგებში "ვოლფსბურგის" ორი ფეხბურთელი, ტიმ კლოზე და როდრიგესი თამაშობენ.

ვიეირინია პორტუგალიის ნაკრების რიგებში მიმდინარე წელს ორჯერ დამარცხდა ერთნაირი ანგარიშებით 1-0 მატეო დარმიანის იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ივნისში და მორგან შნეიდერლინის საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ სექტემბერში.

სერხიო რომერო და მარკოს როხო არგენტინის ნაკრების რიგებში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდნენ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ, რომლის რიგებში ანდრე შიურლე ასპარეზობს.

შიურლემ ორი მატჩი ჩაატარა "ოლდ ტრაფორდზე" "ჩელსის" ფეხბურთელის რანგში და ორივე მატჩი ფრედ დასრულდა.

"ვოლფსბურგის" ფორვარდმა, ნიკლას ბენდტნერმა "არსენალისა" და "სანდერლენდის" შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" წინააღმდეგ და ვერც ერთხელ მოახერხა გოლის გატანა (1 მოგება, 1 ფრე, 8 წაგება). ამ კლუბების შემადგენლობაში კი არასდროს უმარჯვია "ოლდ ტრაფორდზე" (0 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება).

შვაინშტაიგერი და დანტე ერთად თამაშობდნენ "ბაიერნში" (2012/15).

შვაინშტაიგერი და შიურლე გერმანიის ნაკრებში პარტნიორები არიან.

მარსიალი, შნეიდერლინი და გილიავოგი ერთად წარმოადგენენ საფრანგეთის ნაკრებს.

ბლინდი, დეპაი და ბასტ დოსტი ჰოლანდიის ნაკრების რიგებში თამაშობენ ერთად.

გუნდების უკანაკსნელი შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატებში:

26.09.2015. "მანჩესტერ იუნაიტედი" 3-0 "სანდერლენდი" (დეპაი 45+4, რუნი 46, მატა 90)

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, ბლინდი (ფ. ჯონსი 74), სმოლინგი, დარმიანი, მატა, ვალენსია, კერიკი (შვაინშტაიგერი 68), შნეიდერლინი, დეპაი (იანგი 77), რუნი, მარსიალი.

მდგომარეობა ჩემპიონატში: 1-ლი ადგილი, 16 ქულა.

26.09.2015. "ვოლფსბურგი" 1-1 "ჰანოვერი" (დოსტი 40 - კიიოტაკე 57)

"ვოლფსბურგი": ბენალიო, ტრეში (იუნგი 80), ნალდო, დანტე, როდრიგესი, გილიავოგი, კალიჯური, დრაქსლერი (არნოლდი 58), კრუზე, შიურლე (ბენდტნერი 75), დოსტი.

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-4 ადგილი, 12 ქულა.

გუნდების სტატისტიკა ტურნირზე


პრევიუ: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვოლფსბურგი"
მატჩის წინ
7 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
29 სექტემბერი 2015 10:53
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
წესით არ უნდა იყოს რთული, თან რაღაცნაირად გუნდი მოიხოდა და თუ რამე ისე არ წავიდა უეჭველი 3 ქულა დაიდება. უნდა ფრთხილობდნენ თან რომ ტრავმაც არ მიიღონ კვირას ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის პრემიერ ლიგაში და თუ შევინარჩუნეთ პირველობა გუნდს ძალიან დიდი სტიმული მიეცემა, ასე რომ ყველაფერი უნდა ქნან რომ ტრავმის გარეშე მოიგონ ეს მატჩი და მოგებათა სერია გააგრძელონ.
0
№2
ავტორი: Mufc7
29 სექტემბერი 2015 14:14
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ისე, 2009 წლის შემადგენლობიდან 3 რომ შემოგვრჩა მარტო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: RojoDiablo
29 სექტემბერი 2015 14:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ძალიან მომენტარდა ჩემპიონთა ლიგა და თითქმის ისეთივე ემოციით ველოდები ამას, როგორც ბოლოს ბაიერნთან მატჩს. არ უნდა გაგვიცურონ იმედები ბიჭებმა. ეს რომ ვერ მოვიგოთ, ყველაფერი გართულდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
29 სექტემბერი 2015 16:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლიგა და კარგი ფეხბურთი მომენატრა მაგრად, კარგ ფეხბურთს თამაშობენ და არ დადგებიან დაცვაში, განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენი მხრიდან უკეთეს თამაშს ველი და ვნახოთ

მარსიალის გოლის იმედი მაქვს
0
№5
ავტორი: GGMU1
29 სექტემბერი 2015 16:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
მთავარია კონცენტრაცია და არანაირად არ უნდა მოდუნდნენ.ეხლა ესეც თუ წავაგეთ ძაან გაგვიჭირდება მერე ჯგუფიდან გასვლა ან პირველი ადგილისთვის ბრძოლა.კარგი იქნება ორივე გუნდი თუ გახსნილ თამაშს შემოგვთავაზებს და არ მინდა რომ რომელიმე გუნდში დაცვაში ჩაჯდეს და კონტრშეტევებიდან დაიწყონ ყველაფერი.გოლებს რაც შეეხება მარსიალის გოლი მინდა განსაკუთრებით იმიტომ რომ უფრო თავდაჯერებული გახდება.მინდა რომ ჩვენიდან მარსიალმა ან დეპაიმ ბომბარდირობისათვის იბრძოლონ რადგან ჯგუში ძლიერი მეტოქეები არ გვყავს და უნდა შეუყარონ ბიჭებმა ბევრი გოლი.თან ამას მესის ტრამვა ემატება და ჩემპიონთა ლიგაზე 1-2 თამაშს გამოტოვებს ალბათ და ერთი სიტყვით რა ეხლა იმედია რონალდო არ დაიწყებს ისევ ისე ცარიელ კარებში გოლების შეყრას.ერთი სიტყვით წინ მანჩესტერ !!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ,,We -Will Never Die''
№6
ავტორი: Count Alucard
29 სექტემბერი 2015 17:10
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ბიჭების იმედი მაქვს, რომ ამ კვირაში ორივე თამაშს მოიგებენ, ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად გვჭირდება გამარჯვება, თორემ გასვლის შანსი ძალიან მცირე დაგვრჩება.
0
№7
ავტორი: red devil
30 სექტემბერი 2015 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მოსაგები თამაშია და უეჭველი უნდა მოვიგოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top