ლუი ვან გაალს იმედი აქვს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მატჩში არ დაზარალდება ფეხბურთელისგან, რომლის განვითარებას თავად ადევნებდა თვალს.
"იუნაიტედს" ახალი ენერგია ზაფხულის შენაძენმა, ენტონი მარსიალმა შესძინა და ვან გაალი გერმანელ შემტევს სწორედ ფრანგს ადარებს.
22 წლის იულიან დრაქსლერმა "ვოლფსბურგში" კევინ დე ბრიუინე ჩაანაცვლა, მანამდე კი "შალკეში" თამაშობდა, სადაც ვან გაალი მის განვითარებას აკვირდებოდა.
"ძალიან ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, როცა გერმანიაში ვიყავი, ასე რომ, ვიცნობ. ენტონივით მასაც დიდი გზა აქვს გასავლელი, თუმცა შეიძლება უფრო ფართო იყოს, რადგან ამ დონეზე დიდი ხანია თამაშობს. ძალიან კარგი ფეხბურთელია".
მოსკოვის CSKA-სთან სწორედ დრაქსლერის გოლის წყალობით გამარჯვების შემდეგ "მგლები" მიუნხენის "ბაიერნთან" დამარცხდნენ მატჩში, რომელშიც რობერტ ლევანდოვსკიმ შეცვლაზე შესვლის შემდეგ 9 წუთში 5 გოლი გაიტანა.
"რა თქმა უნდა, ლევანდოვსკის გოლები ვნახე.
მაგრამ ასევე ვნახე პირველი ტაიმი, რომელშიც "ვოლფსბურგი" ძლიერად გამოიყურებოდა და თამაშს აკონტროლებდა, ასე რომ, დაუჯერებელია რაც შესვენების შემდეგ 9 წუთში მოხდა". - განაცხადა ვან გაალმა.