"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, მორგან შნეიდერლინმა ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობის შთაბეჭდილება გაგვიზიარა.
"საუთჰემპტონში" გატარებული შვიდი წლის განმავლობაში მორგანმა 8 მწვრთნელთან იმუშავა, მაგრამ მისი აზრით, ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება ლუი ვან გაალს სიმკაცრით.
"ვან გაალი ძალიან მკაცრი მწვრთნელია. ეს ახალი სამწვრთნელო მიდგომაა, რომელიც მანამდე არასდროს გამომიცდია. ვალდებული ვარ შევეგუო, რადგან ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა".
მიუხედავად ჰოლანდიელის სიმკაცრისა, 25 წლის ფრანგი "წითელი ეშმაკების" რიგებში ბედნიერია.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს უდიდესი კლუბია. ეს გულშემატკივართა ემოციებიდან ჩანს, როცა მატჩებს ვატარებთ.
ვიცი, რომ ჩემი ფასის გამო გულშემატკივრებს დიდი მოლოდინი აქვთ. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემით იამაყონ". - განაცხადა ნახევარმცველმა.
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.