თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2019, 18:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3718,
კომენტარები: 19
"ლიდერობა". შესავალი
წიგნის შესავალი.
ავტორები

სერ ალექს ფერგიუსონი

სერ ალექს ფერგიუსონი დაიბადა 1941 წელს ჰოვანში, შოტლანდიაში. გამტანი ფორვარდი თავისი ქვეყნისთვის რეკორდული თანხის სანაცვლოდ "რეინჯერსში" გადაბარგდა. 1974 წელს სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და იმუშავა "ისტ სტირლინგშირსა" და "სენტ მირენში", სანამ "აბერდინში" აღმოჩნდებოდა, სადაც მისი რეპუტაცია საშინაო არენაზე მუდმივი წარმატებით შეიქმნა, რასაც 1983 წელს თასების მფლობელთა თასზე გამარჯვება მოჰყვა მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. 1986 წელს "მანჩესტერ იუნაიტედში" მივიდა, რომელთან ერთად 38 თასი მოიგო, მათ შორის ინგლისის 5, პრემიერ ლიგის 13 და ჩემპიონთა ლიგის 2 ტიტული. 1999 წელს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად მიღწეული "ტრებლის" გამო რაინდის წოდება მიიღო, საერთო ჯამში მოგებული აქვს 49 ტიტული, რაც ბრიტანეთის ყველა დროის ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად აქცევს. 2013 წელს სერ ალექსმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, მაგრამ "იუნაიტედში" საქმიანობას დირექტორის პოსტზე აგრძელებდა და ასევე არის ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის საბჭოს წევრი.

სერ მაიკლ მორიცი

სერ მაიკლ მორიცი დაიბადა კარდიფში, სწავლობდა ოქსფორდში და 70-ანი წლების დასაწყისში შეერთებულ შტატებში ჟურნალ Time-ს ჟურნალისტი გახდა. ამავდროულად გაიცნო სტივ ჯობსი და დაწერა პირველი წიგნი Apple-ს შესახებ: "პატარა სამეფო: კომპიუტერ Apple-ს პირადი ისტორია". მორიცი გახდა თანაავტორი მეორე წიგნისა ბიზნესის შესახებ, "ყველა ღონისძიება: Chrysler-ის ისტორია" და 1986 წელს დაიწყო მუშაობა Sequoia Capital-ში კალიფორნიის შტატში. Sequoia Capital-ი დამწყებ კომპანიებთან თანამშრომლობს და საერთო კაპიტალი ამ დროისათვის 1,5 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც Sequoia Capital-ს მსოფლიოს კერძო ინვესტიციურ კომპანიებს შორის ყველაზე მდიდარს ხდის. ინვესტორთა სიაში შედიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Apple, Cisco, YouTube, Airbnb, Dropbox და WhatsApp. მაიკლ მორიცი არის Google, Yahoo!, PayPal და LinkedIn-ში დირექტორთა საბჭოს წევრი. 2012 წელს Sequoia Capital-ის მდივანი გახდა, 2013 წელს მიიღო რაინდის ტიტული. მისი ოჯახის საქველმოქმედო საქმიანობა სხვების გარდა მოიცავს ევროპის უმსხვილეს სტიპენდიურ პროგრამებს, რომელიც გათვალისწინებულია დაბალი შემოსავლის მქონე სტუდენტებისთვის. ლტოლვილთა შვილი ნაცისტური გერმანიიდან არის წარმოშობით, მაიკლი სან-ფრანცისკოში ცხოვრობს ცოლთან, ჰარიეტ ჰეიმანთან ერთად.

მადლობა

ჩემს ოჯახს.

პრივილეგირებული ცხოვრებით ვცხოვრობ მას შემდეგ, რაც ჰოვანში, გლაზგოს დასაქმებულ კვარტალში გავიზარდე, სადაც ჩემი მშობლები ალექსი და ლიზი ფუნდამენტს ყრიდნენ, რომელიც ჩემთანვე დარჩა იმავე დღიდან მოყოლებული. ჩემი ძმა მარტინი ყოველთვის იყო ჩემი ნამდვილი, ერთგული მეგობარი და მისდევდა იმავე გზას, რასაც ჩვენი მშობლები.

ძალიან გამიმართლა, რომ შესანიშნავ გოგონას შევხვდი, რომელიც ჩემი მეორე ნახევარია უკვე დაახლოებით 50 წელია. კეტიმ სამი მშვენიერი ვაჟი მაჩუქა, რომელთაც მემკვიდრეობით ჩვენი შრომისმოყვარეობა გადაეცათ. ჩვენი სიმდიდრეები არიან. ამ სამმა ვაჟმა უფრო მეტი სიხარული მოგვიტანა, ვიდრე წარმოვიდგენდით: 11 შვილიშვილი 5-დან 21 წლამდე.

მთელი ამ წლების განმავლობაში მათი ზრდისთვის ცქერა გასართობი თავგადასავალია და საოცარია მათში ოჯახური ნიშნების შემჩნევა, რასაც ველოდი. იმედი მაქვს, მომავალში ისეთივე წარმატება ელოდებათ, როგორითაც მე ვისიამოვნე. წარმატებები თითოეულ მათგანს.

ალექს ფერგიუსონი


გამარჯვებულთა გუნდს Sequoia Capital-ს - მადლიერებით.

მაიკლ მორიცი


"ლიდერობა". შესავალი


შესავალი

16 წლის ასაკში ჰოვანის სკოლის დატოვებისას, რათა რემიგტონ რენდის ფაბრიკაში ხარატად დამეწყო მუშაობა და "ქუინზ პარკში" მეთამაშა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 55 წლის შემდეგ ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის სალექციო დარბაზში ვიქნებოდი და MBA [Master of Business Administration] სტუდენტებს ჩემ შესახებ მოვუთხრობდი.

პირველ ლექციაზე, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ჩავატარე, აუდიტორია სავსე იყო. ჩემი ადგილიდან ვხედავდი, როგორი მოთმენით მელოდებოდნენ სტუდენტები, ისხდნენ რიგში, ყოველი მათგანის წინ იდგა ცხრილი სახელებთან ერთად და ბევრ მათგანს გასასვლელში უხდებოდა დგომა. საშინელი სანახაობა, მაგრამ კიდევ აღტაცების მოძახილი "მანჩესტერ იუნაიტედს". ჩვენი კლუბი შესანიშნავ კომპანიაში იმყოფებოდა, რადგან ორგანიზაციებს შორის, რომელსაც ბიზნეს-სკოლაში შემოქმედებითი ინდუსტრიის სტრატეგიული მარკეტინგის კურსზე შეისწავლიან, იყო მოდის სახლი Burberry, მსხვილი ამერიკული საკაბელო მაუწყებლობა Comcast, ჰოლივუდის კომპანია Marvel Enterprises, რომელიც კომიქსებს ქმნის - და კინოფრანშიზები ადამიან ობობასა და რკინის კაცის შესახებ, ყველა სხვასთან ერთად - მუსიკალური ვარსკვლავების, ბეიონსესა და ლედი გაგას ბიზნეს საქმიანობა.

სტუდენტებს ოლდრიჩ ჰოლის სალექციო დარბაზში ვუყურებდი და გაოცებული ვიყავი ეროვნების, ასაკისა და ინტელექტის მრავალფეროვნებით. აუდიტორიაში იმდენივე სხვადასხვა წარმოშობის ადამიანი იჯდა, რამდენიც პრემიერ ლიგის ნებისმიერი კლუბის შემადგენლობაში. სტუდენტები ძალიან განათლებულნი იყვნენ და მუშაობდნენ ან მსოფლიოს წარმატებულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ. თითოეული მათგანი ცხოვრების საუკეთესო წლების ეტაპზე იმყოფებოდა. თავს ვერ ვიკავებდი, რათა არ მეფიქრა: მათგან ყველაზე მშვიდები, რომლებიც, თითქოს, ყველაფერს იწოვდნენ, რასაც ისმენდნენ, ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწევენ.

2012 წელს მთელი რიგი შემთხვევების გამო ჰარვარდის უნივერსიტეტის კამპუსში აღმოვჩნდი. მანამდე ერთი წლით ადრე მომმართა ანიტა ელბერსმა, ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის პროფესორმა. მას აინტერესებდა "იუნაიტედში" მუშაობის ჩემი მეთოდები და კლუბის წარმატებები, რაც გამოჩნდა ჰარვარდის გამოძიებაში "სერ ალექს ფერგიუსონი: "მანჩესტერ უნაიტედის" მართვისას". ნამუშევარი დაიწერა მას შემდეგ, რაც ანიტამ რამდენიმე დღე გაატარა ჩემთან ერთად, დილის ვარჯიშებზე ჩემს თითოეულ ნაბიჯს აკვირდებოდა და დღისით ინტერვიუს იღებდა. დაახლოებით ამავე დროს მთხოვდა, ბოსტონის კამპუსში მისი სტუდენტების წინაშე წარმვდგარიყავი. დაინტრიგებული ვიყავი, შესაძლოა, ოდნავ შეშფოთებული და გადაწყვეტილება მივიღე.

უკან ვბრუნდები და უპრობლემოდ ვხედავ, რომ ამ ლექციამ ჩემს კარიერაში გარდამტეხი პერიოდი დაიწყო. თუმცა იმ დროს ამის შესახებ არ ვიცოდი, სულ რამდენიმე თვე გავატარეთ "ოლდ ტრაფორდზე" ჩემი ბოლო სეზონის განმავლობაში და ძალიან დაკავებული ვიყავი. წინა სეზონში ტიტული გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობის გამო ადგილობრივ მეტოქე "მანჩესტერ სიტისთან" დავთმეთ, მაგრამ საპასუხო დარტყმის მიყენება გვსურდა. ახალი სეზონი კი, კარგად დავიწყეთ. ორი დღით ადრე ბოსტონში ჩემს გამგზავრებამდე "სენტ ჯეიმს პარკიდან" "ნიუკასლის" 3-0 დამარცხების შემდეგ დავბრუნდით. ეს გამარჯვება ჩვენთვის მეხუთე იყო ბოლო 7 მატჩში, რამაც პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზე გადაგვიყვანა და "ჩელსის" 4 ქულით ჩამოვრჩებოდით. ასევე, ასპროცენტიანი მაჩვენებელი გვქონდა ჩემპიონთა ლიგაზე, უეფა-ს მთავარ საკლუბო ტურნირზე - ადრე ცნობილი, როგორც ევროპის ჩემპიონთა თასი.

მაგრამ იმ მომენტში, როცა ჰარვარდის დიდებული აუდიტორიის წინაშე ვიდექი, პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა გვერდზე გადავდე და კონცენტრირება მოვახდინე, რათა "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმატებების ზოგიერთი საიდუმლო გამემხილა.

ლექცია დაიწყო იმით, რომ პროფესორი ელბერსი საერთო ჯამში ყვებოდა "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი სამუშაოს სხვადასხვა შემადგენელ ნაწილზე: მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბი, გულშემატკივრები და პრესა, დირექტორთა საბჭო და კლუბის მფლობელები. ამის შემდეგ სტუდენტებს ლიდერობის უმნიშვნელოვანესი პრინციპების შესახებ ჩემი მოსაზრებები გავუზიარე. შემდეგ მათ კითხვებს ვუპასუხე. დღის საუკეთესო ნაწილი იყო. წამოიწია თემები, რომლებზეც მომდევნო დღეებში ვფიქრობდი. სტუდენტებს აინტერესებდათ, როგორ გავხდი ლიდერი, ვინ იქონია ყველაზე დიდი გავლენა ცხოვრებისადმი ჩემს მიდგომაზე, როგორ ვექცევი დაუჯერებლად ნიჭიერ და დიდი ხელფასის მქონე ახალგაზრდებს, როგორ მოიცავს "იუნაიტედი" საკუთარ თავში სრულყოფილებისკენ სწრაფვას და მრავალი სხვა თემა. რა თქმა უნდა, უნდოდათ ისეთი ცნობილი ფეხბურთელების ჩვევების შესახებ გაეგოთ, როგორიც კრიშტიანუ რონალდუ და დევიდ ბექჰემი არიან.

გარკვეული დრო დამჭირდა, რომ დაფასთან ყოფნას შევჩვეოდი და არა საფეხბურთო სტადიონის წინ დადგმულ სკამს, მაგრამ დროის სვლასთან ერთად მივხვდი, რომ მასწავლებლის საქმიანობას მწვრთნელის საქმიანობასთან კავშირი აქვს. შესაძლოა, ამ ორივე საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი ხალხთა ჯგუფის სრული წაქეზებაა. საუკეთესო მასწავლებლები - ნებისმიერი საზოგადოების დაუფასებელი გმირები არიან და ამ აუდიტორიაში არ შემეძლო არ გამეხსენებინა ელიზაბეტ ტომსონი, ბრუმლოან როუდის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი, რომელმაც მიბიძგა, რომ სასკოლო გაკვეთილები სერიოზულად მიმეღო და ჰოვანის უმაღლეს სკოლაში მოხვედრაში დამეხმარა.

ცხოვრების უმეტესი ნაწილი ახალგაზრდების ცხოვრების საუკეთესო შემადგენლობის განსახიერების მცდელობაში გავატარე და ჰარვარდის აუდიტორიამ კიდევ ერთი ასეთი შესაძლებლობა მომცა. წლებთან ერთად აღმოვაჩინე, რომ უფრო მეტად ვინტერესდებოდი ახალგაზრდა ხალხის ენთუზიაზმით, უფრო მეტად ვაფასებდი მას. ახალგაზრდობა ყოველთვის ეცდება არნახული მიზნების მიღწევას - საფეხბურთო მოედანზე, კომპანიასა თუ სხვა მსხვილ ორგანიზაციაში. მე რომ კომპანიის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი, ყოველთვის მოვუსმენდი ნიჭიერი ახალგაზრდების იდეებს, რადგან სწორედ ისინი ეხებიან თანამედროვე რეალიებს და სამომავლო პერსპექტივებს.

წიგნები, რომლებიც ფეხბურთისადმი ჩემი სიყვარულის შესახებ დავწერე, სავსეა დეტალებით შეჯიბრებების, მატჩების, გუნდების შესახებ, რომლებშიც ვთამაშობდი და რომელთაც ვწვრთნიდი. პირველი: "ნათება ჩრდილოეთით: შვიდი წელი "აბერდინში", 1985 წელს გამოჩნდა, თასების მფლობელთა თასზე გამარჯვებიდან ორი წლის შემდეგ. 1999 წელს "მანჩესტერ იუნაიტედის" ტრებლის შემდეგ- პრემიერ ლიგა, ინგლისის თასი, ჩემპიონთა ლიგა - გამოვაქვეყნე "მართე შენი ცხოვრება", და პენსიაში გასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 2013 წელს, მსოფლიოში გამოჩნდა "ჩემი ავტობიოგრაფია".

ეს წიგნი განსხვავებულია. ეს არის ჩემი მცდელობა გავაერთიანო ყველაფერი, რაც ვისწავლე ცხოვრებასა და სამწვრთნელო კარიერაში ერთად: დაწყებული შოტლანდიაში 12 წლის განმავლობაში "ისტ სტირლინგშირში", "სენტ მირენსა" და "აბერდინში", შემდეგ კი საზღვრიდან სამხრეთით, 26 წელი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად. ასევე წიგნში ჩავრთე საინტერესო ინფორმაცია ჩემი სამწვრთნელო საქმიანობისა და საარქივო მასალების შესახებ, რომლებიც მანამდე არ გამოქვეყნებულა, რათა მთელი რიგი განხილული თემების ილუსტრირება მომხდარიყო. საარქივო მასალების პოვნა ელექტრონული წიგნის ბოლოში შეგიძლიათ, ფოტოგრაფიები კი საიტზე: alexfergusonleading.co.uk

იმის გაგება, თუ რა არის საჭირო ოვალური ბურთით თასების მოსაგებად, განსხვავდება გამოწვევებისგან, რომელიც დგას ისეთი კომპანიების ლიდერების წინაშე, როგორებიც BP, Marks & Spencer, Vodafone, Toyota ან Apple არიან, ხალხის წინაშე, რომლებიც ხელმძღვანელობენ მსხვილ საავადმყოფოებს, უნივერსიტეტებს, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციებს. მაგრამ მაინც არსებობს რაღაც, რაც აერთიანებს ყველა გამარჯვებულს, ყველა ორგანიზაციას, რომელთა ლიდერები გამარჯვებისკენ ისწრაფვიან. ეს არის ჩემი მცდელობა ავხსნა, თუ როგორ ავაშენე, ვმართე და ვუხელმძღვანელე "მანჩესტერ იუნაიტედის" საქმეს, მოგითხროთ იმის შესახებ, თუ რამ გაამართლა ჩემს შემთხვევაში. არ ვამტკიცებ, რომ ამის გამოყენება შეიძლება ყველაფერთან, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მკითხველები გახაზავენ იდეებსა და აზრებს, რომელთა კოპირებასა და მოდიფიცირებას თავიანთთვის შეძლებენ.

სპეციალისტი არ ვარ მენეჯმენტსა და ბიზნეს-საქმიანობაში და არ მაინტერესებს აუდიტორიაში ირგვლივ სიარული სასწავლო ლექციის გამეორებით. ნუ ელოდებით აკადემიურ ლექსიკას ან შაბლონურ პროზას. ნუ მთხოვთ ავხსნა ორმაგი ბუღალტერია, ვუპასუხო კითხვას, როგორ დაიქირაო 500 ადამიანი ნახევარ თვეში, მოგითხროთ მატრიცულ მენეჯმენტზე, იმის შესახებ, თუ როგორ გამოვუშვათ 100 000 სმარტფონი ერთ დღეში და როგორ უნდა შეიმუშაო პროგრამული უზრუნველყოფა. წარმოდგენა არ მაქვს. ეს ცოდნა სხვას აქვს, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთის ირგვლივ ვტრიალებ. მოცემული წიგნი შეიცავს გაკვეთილებს და პირადი დაკვირვების შედეგებს იმის შესახებ, როგორ ვისწრაფოდი საფეხბურთო მოედანზე სრულყოფილებისკენ და მის ფარგლებს გარეთაც.

დიდებული ამერიკელი საკალათბურთო მწვრთნელის, ჯონ ვუდენისგან განსხვავებით, რომლის "წარმატების პირამიდა" მის კარიერას თან ახლდა 1928 წლიდან 1975 წლამდე, მე არასდროს შემიმუშავებია ერთგვერდიანი დიაგრამა ან მასიური სახელმძღვანელო, რადგან მოთამაშეები იღებდნენ მას სეზონის დასაწყისში და სწავლობდნენ, როგორც ევანგელის. ჩემი მიდგომა ლიდერობასა და მენეჯმენტთან დროსთან ერთად შეიცვალა. ეს არის ჩემი მცდელობა შევაჯამო ის, რაც გავიგე და მოგითხროთ ამის შესახებ ქაღალდზე.

ეს წიგნი გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მომმართა მაიკლ მორიცმა, ამერიკული კომპანიის კერძო ინვესტიციის, Sequoia Capital-ის მდივანმა, რომელმაც სახელი ყველაზე უკეთ გაითქვა ისეთი ბრენდების მართვისა და შექმნის შედეგად, როგორიცაა Apple, Cisco Systems, Google, PayPal, YouTube, WhatsApp და Airbnb. პირველად განვიხილეთ წიგნის ერთად დაწერის საკითხი ჩემი კარიერის დამთავრებამდე რამდენიმე წლით ადრე, მაგრამ იმ დროს არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა დრო. საბედნიეროდ, ბოლო ორ წელში ორივე ჩვენგამა იპოვა დრო, რათა მოზღვავებული ფიქრების ქაღალდზე გადატანა მოგვეხდინა. აღმოჩნდა, რომ მაიკლი, რომელიც 90-ანი წლების შუა პერიოდიდან 2012 წლამდე Sequoia Capital-ს მართავდა, ყოველთვის მისვამდა კითხვას, როგორ ასპარეზობდა "მანჩესტერ იუნაიტედი" რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ასეთ მაღალ დონეზე. ჩვენი საუბრის მსვლელობისას ნათელი გახდა, რომ მაიკლის ინტერესი იზრდებოდა Sequoia Capital-ის ანალოგიური წარმატების სურვილით. როგორც თქვენთვის, ალბათ, ცნობილია, Sequoia Capital-მა თავისი წილი თასები მიიღო. მაიკლმა მონაწილეობა მიიღო წიგნის ეპილოგის შექმნაში, რომელიც, თუმცა ეს მაწითლებს, უკეთ ხსნის როგორ და რატომ გადაიყარა ჩვენი გზები.

"ლიდერობა" - ჩემი და მაიკლის სხვადასხვა თემების შესახებ საუბრის შედეგია; მათგან რამდენიმეს მანამდე არც კი შევხებივარ. ამ საუბრებმა საშუალება მომცა პრობლემების შესახებ აზრები გამეერთიანებინა, რომელთაც აწყდება ყოველი ლიდერი, მაგრამ ყოველდღიური ვალდებულებების გამო დრო არ მქონდა, რათა ისინი დამეჯგუფებინა. იმედი მაქვს, რომ რომელიმე ამ იდეათაგანი თქვენთვის სასარგებლო იქნება.

ალექს ფერგიუსონი
მანჩესტერი
აგვისტო, 2015
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
19 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
29 სექტემბერი 2015 10:09
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გიიორგიიი love მადლობა, რომ საშუალებას გვაძლევ, პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვის წაკითხვამდე რეალობას მოვწყდეთ და იმ სამყაროში დავიკარგოთ, რასაც სერ ალექს ფერგიუსონი ჰქვია. როცა საქმე ფერგის ეხება, თითქოს ყველა სიტყვა ბანალური ხდება ხოლმე,მგონია, არ არსებობს ისეთი სიტყვები, ეპითეტები, რომლითაც შევძლებ და გადმოვცემ იმ პატივისცემას, სიყვარულს, დამოკიდებულებას, რასაც მის მიმართ ვგრძნობ. უბრალოდ, ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია იმის თქმა, რომ მე ამ დიდებული გენიოსის, სამწუხაროდ, პირადად ხილვის არა, მაგრამ ეკრანიდან ხილვის საშუალება რამდენიმე წელი მქონდა. ის რამდენიმე წელიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ცხოვრების ბოლომდე გამყვეს იმ წლების ბედნიერება...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: AkkRed
29 სექტემბერი 2015 10:45
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ისე უცებ წარმოვიდგინე, რომ ვზივარ აუდიტორიაში და შემოდის ფერგი და იწყებს ლექციის ჩატარებს love


ეს კაცი უნიკალური არსებაა
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
29 სექტემბერი 2015 13:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მადლობა დუმბო! ძალიან საინტერესოა
0
№4
ავტორი: RojoDiablo
29 სექტემბერი 2015 14:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეს არ არის საუბარი რაიმე კონკრეტული საკითხის შესახებ. ჯერჯერობით მიუწვდომელია ეს წიგნი საქართველოში, რედარმიზე კი მისი წაკითხვის საშუალება გაქვთ.

სავარაუდოდ, კვირაში ერთხელ ერთ თავს დავდებთ და ალბათ, მანამდე შეძლებს ჩვენი მომხმარებელი მთელი წიგნის წაკითხვას, სანამ ითარგმნება და ხელმისაწვდომი გახდება ჩვენს ქვეყანაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
29 სექტემბერი 2015 16:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ ვაპირებდი წაკითხვას, წიგნის ლოდინი და ერთიანად წაკითხვა მერჩივნა მაგრამ ვერ გავძელი wink რა კომენტარი უნდა გავაკეთო არ ვიცი, მეც მადლობას გადაგიხდი დუმბო foreveralonehappy
0
№6
ავტორი: GGMU1
29 სექტემბერი 2015 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
მადლობა ავტორს.მაგრამ მთლიანად წაკითხვა მირჩევნია და წიგნს დაველოდები.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ,,We -Will Never Die''
№7
ავტორი: Count Alucard
29 სექტემბერი 2015 16:59
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
დუმბო დიადი ხარ lol

ფერგის ადამიანებთან მიდგომის ნიჭი ჰქონდა, ბუნებრივად ესმოდა ფსიქოლოგია და იცოდე, რომელ პიროვნებას როგორ მოქცეოდა და როგორ გამოეყვანა სიტუაცია ისე, რომ სასურველი შედეგი მიეღო. ნიჭი ჰქონდა ამ კაცს და ბუნების ამ საჩუქარს იდეალურად იყენებდა. სიტყვებით რთული ასასხსნელია ეს ყველაფერი.
0
№8
ავტორი: Nikulki555
30 სექტემბერი 2015 00:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
See alex manunited
0
№9
ავტორი: Jubo
30 სექტემბერი 2015 11:43
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ეხლა ვზივარ ადმინისტრაციულის ლექციაზე. მარა 10 წუთით ფერგის ლექციაზე გადავეშვი. შესავალი რა არის და გაგრძელება რა იქნება წარმომიდგენია. მადლობა გიო, ველოდები შემდეგს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№10
ავტორი: ikeoni
16 იანვარი 2019 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Chveni fergiii ❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top