"იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერ ლიგაში კვლავ პირველია მაყურებელთა დასწრების რაოდენობით
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერ ლიგაში კვლავ პირველია მაყურებელთა დასწრების რაოდენობით, ევროპაში კი მესამე. „იუნაიტედის“ მატჩებს „ოლდ ტრაფორდზე“ საშუალოდ 75,335 ადამიანი ესწრება. ევროპაში უკეთესი მაჩვენებლები მხოლოდ „დორტმუნდს“ და „ბარსელონას“ აქვთ.
გასულ სეზონში, „ოცნების თეატრზე“ უმაღლესი დასწრება 75,454 იყო, ყველაზე დაბალი კი 75,112. ბოლო რეკონსტრუქცია სტადიონს ცხრა წლის წინ გაუკეთდა, როცა ტევადობა 75 ათასამდე გაიზარდა, მას შემდეგ კლუბმა პერიოდულად კიდევ რამოდენიმე სექტორი დაუმატა „ოლდ ტრაფორდს“. დიდი ხანია საუბრობენ, რომ გლეიზერები ტევადობის გაზრდას 94 ათასამდე გეგმავენ, თუმცა უცნობია მიახლოებული თარიღიც კი.
ათეულში სამი ინგლისური და სამი გერმანული კლუბია. საინტერესოა, რომ აქედან ერთ-ერთი „ნიუკასლია“.
1. დორტმუნდი - საშუალოდ 80,463 მაყურებელი
2. ბარსელონა - 77,632
3. იუნაიტედი - 75,335
4. რეალი - 73.081
5. ბაიერნი - 72,882
6. შალკე - 61,578
7. არსენალი - 59,992
8. ჰამბურგი - 53,252
9. მარსელი - 52,917
10. ნიუკასლი - 50,359
წყარო: Manchester Evening News