"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის სტარტს მის მიერ ნანახთა შორის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური უწოდა.
ჩატარებული შვიდი ტურის შემდეგ ლიდერობა "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაისაკუთრა, თუმცა აქამდე "მანჩესტერ სიტი" გაშვებული ბურთების გარეშე იგებდა საწყისი 5 ტურის განმავლობაში.
ხოლო მოქმედი ჩემპიონი, ლონდონის "ჩელსი" მე-15 პოზიციაზე იმყოფება და მხოლოდ ორი გამარჯვება აქვს. ეს ყველაფერი ნევილს ზედმეტად უცნაურად და ამავდროულად საინტერესოდ მიაჩნია.
"ეს ყველაზე უცნაური სეზონის სტარტია, რაც კი მახსოვს. დღეისთვის ცხრილის მიხედვით არც ერთი გუნდი არ უნდა იყოს მშვიდად, ზღვა ჯერ კიდევ ღელავს. მიმდინარე სეზონი შეიძლება გამორჩეული გამოდგეს პრემიერ ლიგის არსებობის მანძილზე. "მანჩესტერ სიტი" უბრალოდ ფანტასტიკურად გამოიყურებოდა პირველი ოთხი-ხუთი მატჩის განმავლობაში, მაგრამ არ ვიცი შემდეგ რა დაემართათ. კლუბი, რომელსაც ვგულშემატკივრობ, ცხრილის სათავეშია, მაგრამ ეს რომ ჩემთვის ან "იუნაიტედის" ნებისმიერი ფანისთვის გეთქვათ, გიპასუხებდით, რომ ეს არ მოხდებოდა, რანაირად უნდა მომხდარიყო? ყველა ყველას ამარცხებს და დღეს "მანჩესტერ იუნაიტედია" ლიდერი. "ჩელსის" გასულ სეზონში გამორჩეული სეზონი ჰქონდა და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისინი ასეთ ცუდ სტარტს აიღებდნენ. "კრისტალ პალასიც" მშვენიერ მატჩებს ატარებს, ვფიქრობ წლის ბოლოს ისინი ცხრილის პირველ ნახევარში აუცილებლად მოხვდებიან." - დაასრულა ნევილმა.
წყარო: skysports.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.