"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი, ფილ ჯონსი აცხადებს, რომ ტრავმამ აიძულა ფეხბურთის თამაშზე დროებით უარი ეთქვა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თავს საფრთხის წინაშე დააყენებდა.
თრომბოზის გამო სეზონის სტარტის გამოტოვების შემდეგ ფილი საფეხბურთო მოედანს დაუბრუნდა და სათასო მატჩში "იპსვიჩის", ხოლო პრემიერ ლიგაში "სანდერლენდის" წინააღმდეგ ითამაშა. ინგლისელი მოხარულია, რომ უსიამოვნო პერიოდი, როცა თამაშს ვერ ახერხებდა, წარსულს ჩაბარდა.
"თრომბი არის რაღაც, რასაც ვერ გავაკონტროლებდი. ეს არ არის დაზიანება ან რამე სისულელე. უბრალოდ, ასეთი რამეები ხდება.
ამერიკის ტურნედან დავბრუნდი და ფეხში სიმძიმე ვიგრძენი, გამოკვლევებმა კი შედედებული სისხლი აღმოაჩინა. ამას ვერაფერს უზამ. კვლავინდებურად ჯანმრთელი ვიყავი და სახლში გადაადგილება შემეძლო. მხოლოდ ის მაბრაზებდა, რომ დავდიოდი და ვარჯიშს ვცდილობდი, მაგრამ ბიჭებისგან გამოყოფილი უნდა ვყოფილიყავი - კონტაქტის შემთხვევაში თრომბს ამოძრავება შეეძლო და ეს ცუდი იქნებოდა.
ჩვეულებრივი ცხოვრებით მომიხდა ცხოვრება და თავი ძალიან არ უნდა გადამეტვირთა. ფეხთან კონტაქტს ვერ დავუშვებდი, თორემ პრობლემები შემექმნებოდა.
მატჩის დროს ყოველთვის არის საფრთხე, რომ ფეხში ჩაგარტყან. ამიტომ ექიმის მოთხოვნით ცალკე ვარჯიში მიხდებოდა. ვეწვიე სპეციალისტს, რომელმაც ყველასგან განცალკევებით ვარჯიში მირჩია. მსგავს სიტუაციებში ამ რჩევების იგნორირება დაუშვებელია. რამდენადაც არ უნდა მქონოდა სურვილი, სხვებთან ერთად ვერ ვივარჯიშებდი.
სატრენაჟორო დარბაზში ვვარჯიშობდი და სავარჯიშო მოედანზე ყოველთვის ტაბლეტებით გამოვდიოდი. ახლა ფორმაში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. ხეზე ვაკაკუნებ და იმედი მაქვს გუნდში გამოჯანმრთელებული დავბრუნდები. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ასეთი რამეები ხდება.
უსაზღვროდ ბედნიერი ვარ დაბრუნებითა და თამაშით. იმედი მაქვს, გუნდში ადგილს მოვიპოვებ". - განაცხადა "იუნაიტედის" ინგლისელმა მცველმა.
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.