ყოფილი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი არ გამორიცხავს, რომ ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედში" სამ წელზე მეტ ხანს დარჩეს.
ჰოლანდიელი სპეციალისტის მოქმედი კონტრაქტი "წითელ ეშმაკებთან" მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და როგორც თავად თქვა, ეს მისი უკანასკნელი სამუშაო იქნება.
თუმცა ფერგიუსონი დარწმუნებული არ არის იმაში, რომ "იუნაიტედიდან" წასვლას მარტივად შეძლებს.
"ვინ იცის, რა მოხდება მომავალში. არ ვიცი, რამდენ ხანს დაჰყოფს ლუი კლუბში, თავად თქვა, რომ მისი ყოფნა ხანმოკლე იქნება, რომ ეს მისი ბოლო სამუშაოა და ა.შ.
მაგრამ "იუნაიტედი" - ეს განსხვავებულია, გესმით? აქედან რთულია წასვლა, რთული, ამიტომ ვინ იცის?
ერთადერთი შემთხვევა, როცა ფეხბურთი მომენატრა ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის. მომენატრა და ჩემს ცოლს ვუთხარი: "აი რატომ ხდება ეს ყველაფერი. სათასო ფინალების, ევროპული ფინალების გამო".
შენ გენატრება ხალხი კლუბიდან, ხმაური სამზარეულოდან, გასახდელი და ასეთი რამეები. მაგრამ ჩემთვის პატივი იყო 26 წლის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" წვრთნა. ახლა მამშვიდებს ის, რომ კლუბის დირექტორი, ელჩი ვარ და გუნდისთვის თვალის დევნება შემიძლია. ეს მამშვიდებს". - განაცხადა შოტლანდიელმა.
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.