ლუი ვან გაალს მიაჩნია, პრემიერ ლიგა იმდენად დიდ ძალას ართმევს გუნდებს, რომ პრემიერ ლიგის საუკეთესო კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევას ვერ ახერხებენ.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მიმდინარე გათამაშებაში "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" ერთნაირი ანგარიშებით 1-2 დამარცხდნენ და ნისლიანი ალბიონის მკვიდრთა შორის მხოლოდ "ჩელსიმ" მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
ჰოლანდიელ მწვრთნელს ასეთი შედეგი შემთხვევითად არ მიაჩნია და ფიქრობს, რომ ეს პრემიერ ლიგის გადატვირთული გრაფიკის ბრალია.
"პრემიერ ლიგა - ძალიან რთული ლიგაა. ინგლისში ყოველთვის გიხდება აურაცხელი ძალის დახარჯვა და ბრძოლა. შემდეგ კი, ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშო შუა კვირაში. ამაში მდგომარეობს ევროპულ კლუბებსა და პრემიერ ლიგის კლუბებს შორის სხვაობა.
შეუძლებელია იწინასწარმეტყველო, გადალახავენ თუ არა პრემიერ ლიგის გუნდები ჯგუფურ ეტაპს. უნდა ვთქვა, აქ საკმარისად კარგი გუნდები გვყავს ამისთვის, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ თითოეული ეს ფეხბურთელი უშეღავათო ბრძოლაში იღებს მონაწილეობას. ეს კი დიდ ძალას ართმევს მოთამაშეებს. ამიტომ გვიხდება როტაციის გამოყენება.
თამაში გვიხდება კვირა-სამშაბათს ან კვირა-ოთხშაბათს. მატჩებს შორის მთელ დროს დასვენებაში ვერ გავატარებთ. ეს არის პრობლემა".
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.