ლუკ შოუს მძიმე ტრავმას შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედი" აიძულოს ზამთარს სატრანსფერო ფანჯარაზე გავიდეს და მარცხენა მცველი შეიძინოს.
20 წლის შოუმ პსვ-სთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო და წინასწარი ცნობით 6 თვეს გამოტოვებს.
"წითელი ეშმაკები" კი, ახალგაზრდა მცველის არ ყოფნის პერიოდში პრობლემებს აწყდებიან. "სანდერლენდთან" გამართულ შეხვედრაში ლუი ვან გაალი იძულებული იყო მარცხენა ფლანგზე მატეო დარმიანი დაეყენებინა, რომელიც აქამდე მარჯვნივ თამაშობდა, რადგან მარკოს როხოც ტრავმირებულია.
Daily Mirror-ი ამტკიცებს, რომ ვან გაალი იანვარს მარცხენა ფლანგს გააძლიერებს და ამისთვის შესაფერისი კანდიდატები უკვე ჰყავს.
ამ სიაში არიან აარონ კრესუელი "ვესტ ჰემიდან", ჩარლი ტეილორი "ლიდსიდან" და ასევე 22 წლის მორგან ფოქსი, რომელთან "ჩარლტონი" "იუნაიტედის" მხრიდან დაინტერესების გამო ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
ფოქსის მიმართ ინტერესს, რომელმაც მცირე ხნის წინ პირველი მიწვევა მიიღო უელსის ნაკრებისგან, "ასტონ ვილა", "ვესტ ჰემი" და "ნიუკასლიც" იჩენენ.