თბილისი:
მანჩესტერი:
27-09-2015, 15:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2142,
კომენტარები: 8
"კატები" საკმარისია. "მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (ტაქტიკური განხილვა)
"შავი კატების" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების ტაქტიკური ანალიზი.
სქემა და შემადგენლობა

ლუკ შოუს ტრავმის შემდეგ მარცხნივ დეილი ბლინდი, მარკოს როხო და მისი შემცვლელი პედი მაკნეირი თამაშობდნენ; "სანდერლენდის" წინააღმდეგ მატეო დარმიანი გამოვიდა. ცენტრში სმოლინგი-ბლინდი; მარჯვნივ ანტონიო ვალენსია. საყრდენი ნახევარმცველების წყვილი კერიკმა და შნეიდერლინმა შეადგინეს. შეტევაზე პასუხს რუნი-დეპაი-მატა და მარსიალი აგებდნენ.

"კატები" საკმარისია. "მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (ტაქტიკური განხილვა)


ფაბულა

"სანდერლენდმა" ფსონი სიღრმისეულ შეტევასა და კონტრეშეტავაზე დადო. "იუნაიტედმა" ბურთი დაიჭირა და დიდხანს ფლობდა, თან თავისუფალ ზონებს ეძებდა. დაკარგვისას ირთვებოდა პრესინგი, რომელიც ეფექტურად მუშაობდა. რამდენიმე პოტენციურად სახიფათო შეტევა ფლანგის ფეხბურთელებმა განახორციელეს: დეპაიმ, ვალენსიამ და დარმიანმა. მატა ხშირად იწევდა ცენტრში და საჯარიმო მოედანში იხსნებოდა. მარსიალი აქტიურად მოქმედებდა, სტუმრების დაცვა მას ცუდად უმკლავდებოდა.

პირველი გოლის ორგანიზება ბლინდმა მოახერხა, რომელმაც მატას გახსნა შეამჩნია, მან კი პასი დეპაის მიაწოდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მარსიალმა საჯარიმოში ორი მოატყუა, მისი პასი მეკარის საჯარიმოდან რუნიმ კარში გადაგზავნა. სხვათაშორის, ეს საგოლე შეტევაც მატასთვის ბლინდის მიერ მიწოდებული პასით დაიწყო.

შემდეგ მოსდევდა 5-7 წუთიანი მონაკვეთი, როცა "სანდერლენდი" თამაშში დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ "იუნაიტედი" გაუმკლავდა.

მიწურულს, ლუი ვან გაალის გუნდი მომენტების შექმნას აგრძელებდა. ერთ-ერთი მათგანი ხუან მატამ გამოიყენა, საგოლე გადაცემა ეშლი იანგის ანგარიშზეა.

მატჩის მიმოხილვა



საყრდენი ზონა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგებს როგორც იქნა შეუძლიათ ამ სეზონში მაინც გაიხარონ კარგი ფეხბურთელებით მოედნის ცენტრში: შვაინშტაიგერი, ერერა, შნეიდერლინი, კერიკი. ლუი ვან გაალს აქვს არჩევანი, არსებობს დაზღვევა და თუ რამე ისე არ წავა, ყველაფრის ხელახლა გათამაშება შეიძლება.

"სანდერლენდის" წინააღმდეგ კერიკი და შნეიდერლინი გამოვიდნენ. მაიკლ კერიკი ჩვეულ როლში მოგვევლინა - კერიკის როლში. იშვიათად მიდიოდა წართმევაზე, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში ეფექტური იყო, როცა ერთვებოდა და იძლეოდა რამდენიმე კარგ გამამწვავებელ გადაცემას. მორგან შნეიდერლინის როლი უფრო ერგებოდა კლასიკურ საყრდენ ნახევარმცველს. აქტიურობის ხარჯზე, მათ შორის ჯარიმის ფასად, ფრანგი მოწინააღმდეგის შეტევებს ახშობდა. გადაცემების შემთხვევაში, რომელიც შექმნას უნდა მომსახურებოდა, უფრო ცუდადაა საქმე.

"კატები" საკმარისია. "მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (ტაქტიკური განხილვა)

მორგან შნეიდერლინის სტატისტიკა


ბასტიან შვაინშტაიგერმა მეორე ტაიმში კერიკი შეცვალა. გასულ მატჩში ეს ცვლილება ვან გაალის უკმაყოფილებით იყო გამოწვეული და MOTD-ს წამყვანებმა ძალიან კარგად ახსნეს სხვაობა ამ ორი ფეხბურთელის კლასს შორის.

თავდაცვა

რამე კონსტრუქტიულის თქმა დაცვის შესახებ, როცა მოწინააღმდეგე მხოლოდ ორ მომენტს ქმნის, საკმაოდ რთულია. ყურადღებას მივაპყრობ იმას, რომ ერთი საგოლე მომენტი გასული სეზონის მოძახილია: ანტონიო ვალენსია არასწორად არჩევს პოზიციას, ამ ზონაში კი მოწინააღმდეგის სწრაფი ვინგერი იხსნება, რომელსაც მატამ ვერ მიუსწრო, ერთი-ერთზე გასვლა საჯარიმოს კუთხიდან. დე ხეა ადგილზეა.

სამართლიანი იქნება უკვე ტრადიციული სიტყვები იმის შესახებ, რომ კრის სმოლინგი მართლაც საიმედოა, დეილი ბლინდი კი "იუნაიტედის" ყველა შეტევას ვექტორს აძლევს, მაგრამ ამასთან ერთად არასასურველია ათლეტური ფორვარდის წინააღმდეგ მისი მარტო დატოვება: სტუმრების მეორე სახიფათო მომენტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ბლინდი საჰაერო ორთაბრძოლაში "დაჩაგრეს".

მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, შვიდი ტურის შემდეგ (და კიდევ სამი ჩემპიონთა ლიგისა და წინასასეზონო მატჩები), დაცვაში ბლინდის გამწესების გადაწყვეტილება არა მარტო საინტერესო, არამედ ავანტიურულიც არის, თუმცა გამართლებულიც. მამას შეუძლია იამაყოს.

"კატები" საკმარისია. "მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (ტაქტიკური განხილვა)

დეილი ბლინდის სტატისტიკა


თავდასხმა

მოედანზე ბასტიან შვაინშტაიგერის გამოსვლის შემდეგ ზაფხულს ვან გაალის მიერ ნაყიდი ხუთივე ფეხბურთელი აღმოჩნდა. ცალკეულ კავშირებს მხოლოდ ორი თვე, ზოგიერთს კი მხოლოდ სამი კვირა შეუსრულდა. კიდევ ერთი შეხსენება: ჩვენ ახალი გუნდი გვყავს, რომელიც ჯერ კიდევ შენდება.

შეტევაში ის ხუან მატასა და უეინ რუნის ირგვლივ შენდება.

სქოულზმა სოლსკიაერის შესახებ ერთ-ერთი გამოთქმისას განაცხადა: "მასთან ერთად უფრო ადვილია, ვიდრე სხვასთან: პასამდე მისი ძებნა არ გიხდება, ყოველთვის იქ არის, სადაც ყველაზე სწორი იქნებოდა პასის გაკეთება. მასთან ერთად თამაშიშას უბრალოდ თავისუფალ ზონაში ვაკეთებდი პასს, რადგან ვიცოდი, რომ ოლე უკვე იქ იყო". ხუან მატას განსაკუთრებულობა არა ტექნიკა, არა პასი - არადა ასე ჩანდა! - არა ურთიერთობა დარტყმასთან/კარში დარტყმასთან/გოლები (რაშიც საუკეთესოა გუნდში და ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ ლიგაში), არამედ თამაშის წაკითხვა და მისი განვითარების აღქმაა. ეს ნიჭია. ანხელ დი მარიას უცხოპლანეტური მოტორიკა და სისწრაფე აქვს, მაგრამ მეტი არაფერი. ფორმაში მყოფ აზარს შეუძლია ადგილზე მოატყუოს ნებისმიერი, შემდეგ კი, როცა დაწევისას ოთხი ფეხი ხვდება, გაუძლოს და ზუსტად ცხრიანში დაარტყმას, მაგრამ მასაც კი არ აქვს მსგავსი ნიჭი. სწორედ ამიტომ, ბენიტესის "ჩელსიში", სადაც კომბინაციურ და ჭკვიანურ ფეხბურთს თამაშობდნენ, ნომერ პირველი იყო მატა და არა ბელგიელი.

იგივე როლი ელოდება მატას "იუნაიტედში". ცუდად იცავს თავს, არ არის ისეთი სწრაფი. მატას აქტიურად მხოლოდ პლორეტარები აკრიტიკებენ, რომელთაც ფეხბურთი განსაზღვრულ ჩარჩოებში ესმით. თქვენ კი ნახეთ, როგორი გოლები გააქვს: რატომ ახერხებს მცველის გაბითურებას არა ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი მარტოდმარტო? იმიტომ, რომ იცის სად და როდის უნდა იყოს. კიდევ იცის როდის და ვის მისცეს ბურთი ან დაარტყას. და ეს ყველაფერი ტოპ-დონეზე.

ბევრი პროფესიონალი არა მარტო საგოლე პასს, არამედ ორ პასსაც ითვლის, რომელიც დარტყმას უძღვის წინ. მზად ვარ დაგენაძლეოთ, რომ თუ ვინმე სეზონის ბოლოს დროს დაუთმობს, დარწმუნდება, რომ მატამ "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლებისა და საგოლე მომენტების 50%-ზე მეტში მიიღო მონაწილეობა. ფანტასტიკური ფეხბურთელია.

უეინ რუნი ძალებს იკრებს. საქმე არა გატანილ გოლებში, არამედ ჩვეულ კონდიციებთან დაბრუნებაშია.

ანტონი მარსიალი ცალკეულ სტატიას იმსახურებს. საეჭვოა ვინმე ასეთი ველური და ცივსისხლიანი ფეხბურთის მოლოდინში ყოფილიყო 19 წლის ფრანგისგან, რომლის ფეხების გადაადგილების სისწრაფეს ძნელად თუ მიადევნებ თვალს.

გუნდური თვალსაზრისით ყველაზე სუსტი წერტილი მემფის დეპაია. ძალიან ცუდია, რომ ლუკ შოუმ ტრავმა მიიღო. მათი ურთიერთგაგება ბოლო მატჩებში უკეთესი ხდებოდა. ახლა დეპაი ახალ პარტნიორს უნდა მიეჩვიოს (და პირიქით), რომლის სახელს ჯერ დარწმუნებით ვან გაალიც კი ვერ იტყვის.

ვამატებ, რომ დეპაი და იანგი სრულიად განსხვავებული ფეხბურთელები არიან. იანგი - ვინგერია, დეპაი სწორედ ფლანგის ფორვარდი. ის ფიქრობს და თამაშობს როგორც ფორვარდი და მისი ეგზოტიკურობა (მხედველობაში მაქვს დეპაისა და მარსიალის გასვლა 2 ერთზე, როცა დეპაიმ პასი არ გააკეთა და პირდაპირ მეკარეს მოარტყა) არსად დაიკარგება.

დასკვნები და პროგნოზები

1) ლუი ვან გაალი ძირითადად 4-2-3-1 სქემას იყენებს, რომელშიც 3 - დეპაი-რუნი-მატა არიან, ხოლო 1 - მარსიალი.

2) რუნი ფორვარდის უკანა პოზიციაზე უფრო შეტევის სიახლოვეს იმოქმედებს, ვიდრე ცენტრალურ ზონასთან, ალბათ, როგორც მეორე ფორვარდი. ამგვარად, ეს 4-2-3-1-ა, რომელიც უფრო მიახლოებულია 4-2-2-2-თან, ვიდრე 4-3-3-თან.

3) უახლოეს შეხვედრებში მნიშვნელოვან როლს ხუან მატა ითამაშებს, რომელმაც შესანიშნავი ფორმა აღიდგინა.

ავტორი: ალექსანდრ გრაიროვიჩი
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
27 სექტემბერი 2015 16:08
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მატას ჰეითერებს ალბათ გულზე მოხვდებათ მისი სიტყვები, მაგრამ ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად თქვა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დუმბოს ამ სიახლისთვის, ჩემი საყვარელი სიახლეა.
0
№2
ავტორი: Mufc7
27 სექტემბერი 2015 17:51
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ამ სიახლეს ველი ხოლმე განსაკუთრებულად, ყოველთვის საინტერესოა და განსაკუთრებით მაშინაა საინტერესო, როცა ვიგებთ ხოლმე თამაშს, მადლობა ამ სიახლისთვის, გიიორგი feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: RojoDiablo
27 სექტემბერი 2015 17:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რომ არა კალაძე, ამ თამაშს მეც ვუყურებდი პირდაპირ ეთერში, მაგრამ... ძალიან მაინტერესებდა მათი სახეების ნახვა, როცა პირველ ადგილს დავიკავებდით, შეიძლება ითქვას თვითონ თამაშზე მეტად ეს მაინტერესებდა. თუმცა კომენტარებიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ხალხისთვის მოსაწონად ვერ ითამაშეს, მაგრამ ლუიმ მატჩის მერე თქვა, იმედი მაქვს გესმით, რატომაც მოხდა ასეო. მე მესმის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
27 სექტემბერი 2015 18:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მატა მართლა მაგარია საჯარიმოში, იდეალურად იხსნება სულ და მაგ მხრივ დიდი პლიუსი აქვს. ბლინდი ძალიან კარგია სუსტ მოწინააღმდეგესთან, შეტევების წამოწყებისას მაგის პასი მეორედ დაეხმარა გუნდს, მარა ყველა თამაშში იჩაგრება ან ფიზიკურ ორთაბრძოლაში ან მეორე სართულზე, ძაან სუსსტია. როხო არაა ეგეთი მაგრამ უარესია, პოზიციის შერჩევა არ იცის და მაგასთანაც იქმნება მომენტი. ამ მხრივ დაცვის ხაზში სმოლინგიღა გვრჩება და ტეხავს

კერიკი აკრიტიკეს გუშინ მარა რატო ალბათ თვითონაც არ იციან. არ მომწონს ორი დაცვითი სტილის მოთამაშე ერთად მაგრამ ესეა ზოგჯერ საჭირო. კერიკი ერერას არ სვამს სკამზე, რუნია ი პოზიციაზე სადაც ერერა ყველაზე კარგია
0
№5
ავტორი: Count Alucard
27 სექტემბერი 2015 20:07
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მატაზე აბსოლუტურად ვეთანხმები, არაფერში არ არის საუკეთესო, მაგრამ მოედნის ხედვა და თამაშის აღქმა აქვს. იგივე შეიძლება იქვას ბლინდზე, მოედანს ხედავს სასწაულად და პასიც ასე თუ ისე კარგი აქვს.
0
№6
ავტორი: GGMU1
27 სექტემბერი 2015 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
ძალიან კარგი სტატიაა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ,,We -Will Never Die''
№7
ავტორი: Esi
27 სექტემბერი 2015 21:27
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
თურმე რამდენს ყვარებია მატა :)

მატა უკლასნესია!!!
0
№8
ავტორი: VaRdo
27 სექტემბერი 2015 23:14
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ადრე უფრო კარგი ანალიზები იდებოდა დეტალურად. არ მომწონს ეს ანალიზები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top