კრიშტიანუ რონალდუს უეინ რუნისთან ერთად თამაშის იმედი აქვს.
კრიშტიანუ რონალდუმ უეინ რუნის შესახებ ამაღლებული ტონით ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მის ყოფილ თანაგუნდელთან ერთად კვლავ ითამაშებს.
რონალდუმ, "რეალის" ვარსკვლავმა სახელი "იუნაიტედში" გაითქვა, როცა 2003 წელს ლისაბონის "სპორტინგიდან" "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდა - 12 თვით ადრე, სანამ რუნის შეიძენდა "იუნაიტედი" "ევერტონიდან".
"წითელი ეშმაკების" რიგებში ერთად გატარებული 5 წლის განმავლობაში მათ ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგის სამი თასი, ლიგის 2 თასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს.
რუნიმ მსოფლიოს დაპყრობა გოლების რეკორდული მაჩვენებლებით დაიწყო და ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი უკვე გახდა, როცა სექტემბერში შვეიცარიის ნაკრებისთვის გატანილი გოლის შემდეგ მის ანგარიშზე 50 ბურთი დაგროვდა და სერ ბობი ჩარლტონს გადაასწრო. რუნის გზა მერსეისაიდის ქუჩებიდან მსოფლიო დიდებამდე ასახულია ფილმში, "რუნი: გოლების გამტანი ადამიანი", რომლის პრემიერაც 5 ოქტომბერს შედგება.
ფილმის ავტორ გარი ლინეკერთან საუბრისას რონალდუმ განაცხადა:
"რუნისთან ერთად თამაში მენატრება. შესაძლოა, ერთ დღეს კვლავ ვითამაშოთ ერთად.
ინგლისელი ვუნდერკინდი იყო, ყველას უყვარდა. იმდენად ძლიერი იყო, რომ პიტბულს ვეძახდი. უეინ რუნის ძალა მის მენტალურობასა და ძალაშია, არასდროს ჩერდება.
დიდებული გუნდური ფეხბურთელია და გოლებს იტანს. შესანიშნავი ადამიანია და როცა მანჩესტერში გადავედი, ძლიერ დამეხმარა".რონალდუ ამტკიცებს, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მათ შორის არავითარი უთანხმოება არ ჩამოვარდნილა ინციდენტის შემდეგ, რომელიც გერმანიაში მოხდა. ინგლისისა და პორტუგალიის მატჩში უეინი რონალდუს მიერ მსაჯისთვის შეჩივლების გამო გააძევეს.
"არ ვნანობ რაც გავაკეთე, რადგან, როცა ქვეყნისთვის თამაშობ, ნაკრების ფერებს იცავ, ასე რომ... ცუდი არაფერი გამიკეთებია.
ჩემი პოზიცია მიიღო, გადავწყვიტეთ აწმყოს შესახებ გვესაუბრა, თასები მოგვეგო და ისე გვეთამაშა, როგორც მანამდე.
მეგობრებად დავრჩით. ხალხი იგონებს ისტორიებს, რომელიც არასდროს ყოფილა რეალობა".წყარო:
espn