თბილისი:
მანჩესტერი:
27-09-2015, 11:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1585,
კომენტარები: 8
ფერგიუსონი: "მემკვიდრე გიგზი უნდა გახდეს"
სერ ალექსი ვან გაალის შემცვლელს გიგზში ხედავს.
ფერგიუსონი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის სახით "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გაალის შემცვლელს ხედავს.

ჰოლანდიელი სპეციალისტის კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და როგორც მოსალოდნელია, მის ადგილს უელსელი დაიკავებს.

სპეციალისტების აზრი ორად იყოფა და ზოგი ფიქრობს, რომ გიგზს მწვრთნელის მოვალეობის შეთავსება არასაკმარისი გამოცდილების გამო გაუჭირდება, თუმცა ფერგიუსონი მათ დამშვიდებას ცდილობს.

"ვფიქრობ, რაიანს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ დიდებული მწვრთნელი გახდეს. გავიგე, სხვა კლუბში წასვლას სთავაზობდნენ, რადგან საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა. მაგრამ გამოცდილებას ვან გაალთან მუშაობით დააგროვებს, თან დევიდ მოიესთან ერთადაც მუშაობდა და ჩემთანაც, როგორც მოთამაშე. არა მგონია, რაიანს სადმე წასვლა სჭირდებოდეს". - განაცხადა ფერგიუსონმა.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: rezimankunia
27 სექტემბერი 2015 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Getanxmebi serr
0
№2
ავტორი: RojoDiablo
27 სექტემბერი 2015 11:56
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მეც არ მჯერა, რომ გიგზი იქნება კარგი მწვრთნელი. ხანდახან კარგი მწვრთნელი იყო, აუცილებლად მკაცრი უნდა იყო, ხანდახან ლოიალურობაც ჭრის, მაგრამ მთავარი მაინც ტაქტიკური ხედვა და სტრატეგია იქნება. რატომღაც ვერ წარმომიდგენია, რომ გიგზი იუნაიტედს კარგ ფეხბურთს ათამაშებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: chudikone
27 სექტემბერი 2015 12:13
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მე გუარდიოლას ან ვან გაალის ბურთის გორეობის ყურებას ისევ შემტევი ფეხბურთის ყურება მირჩევნია. სიმეონე კარგი ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ ატლეტიკო დატოვოს არ მგონია. კლოპიც კარგი ვარიანტია, თანაც რეალური. გიგზი რო დაინიშნოს გამიხარდება და დუმბოსგან განსხვავებით ვფიქრობ რო საკმაოდ წარმატებული მწვრთვნელი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
27 სექტემბერი 2015 12:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
კლოპი.. love
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 სექტემბერი 2015 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კიი მეც ვფიქრობ, რომ გიგზი უნდა იყოს ვან გაალის შედმეგ, მაგრამ ეს 3 წელი მე ძალიან არასაკმარისად მეჩვენება. იმედია ვან გაალი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივებს კონტრაქტს და გიგზიც საკმარის გამოცდილებას მიიღებს.
0
№6
ავტორი: Mufc7
27 სექტემბერი 2015 17:57
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მეც იმ რიცხვს მივეკუთვნები, ვინც გიგზსს ხედავს გუნდის სათავეში. ვფიქრობ, წარმატებული მწვრთნელი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: GeorgeBest
27 სექტემბერი 2015 18:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მეც მჯერა გიგზის მაგრამ არამგონია ამანაც შედეგი ეგრევე დადოს, ახალ გუნდს აშენებს ვან გაალი და რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ ტოვებს ისეთ ხალხს რომ თავის სიტყვა თქვან მომავალში
0
№8
ავტორი: AkkRed
28 სექტემბერი 2015 11:20
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მე რატომღაც არამგონია შეძლოს გაწვრთნა სრულფასოვნად, უფრო სქოულზის მეიმედება და დიდი სურვილი მაქვს რომ დაბრუნდება მანჩესტერში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top