თბილისი:
მანჩესტერი:
26-09-2015, 21:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1600,
კომენტარები: 9
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალის კომენტარი "სანდერლენდთან" მატჩის შემდეგ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალი მოკლედ ესაუბრა ჟურნალისტებს მატჩის შემდეგ, რომელმაც მისი ხელმძღვანელობის ქვეშ პირველად გადაიყვანა "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ცხრილის პირველ ადგილზე.

ლიგის სათავეში

"მგონი, გასულ წელს ამ ეტაპზე მე-13 ადგილზე ვიყავით, ასე რომ, ბედნიერი მწვრთნელი ვარ".

გოლების გატანა კარგ დროს

"დიახ, მაგრამ უნდა ვთქვა, მოწინააღმდეგეც ფლანგავდა ბევრ დროს და არც მსაჯი ახდენდა ამაზე რეაგირებას, ასე რომ, ეს მათ თავად დასაჯეს საკუთარი თავი".

მემფისის და რუნის პირველი გოლები 2015/16 წლების სეზონში

"მათ გამო მოხარული ვარ, მაგრამ ჩემთვის ეს არავითარი სხვაობა არ არის, რადგან ჩემთვის გუნდურად გოლების გატანაა მნიშვნელოვანი. ვინ იტანს მას, ასეთი მნიშვნელოვანი არ არის. შენ უნდა დაამარცხო მოწინააღმდეგე და როცა ერთით მეტი გოლი გაგაქვს, ვიდრე მოწინააღმდეგეს, შენ იმარჯვებ. აი, ეს არის თამაში".

მარსიალმა ვერ გაიტანა, მაგრამ რუნის გაატანინა

"ენტონის გამო ძალიან გახარებული ვარ, რადგან ის არა მარტო გოლის გამტანია, არამედ შემტევიც და ისიც ატანინებს გოლებს. ასე რომ, ჩვენთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მე მეგონა, როცა მოვიდა".

ანგარიშმა დომინირება გამოსახა

"დიახ, ასე ვფიქრობ. ფანების გამოც ბედნიერი ვიყავი. მეორე ტაიმში თამაშს უფრო ვაკონტროლებდით, ვიდრე ვუტევდით. იმედი მაქვს, გულშემატკივარს ესმის ამის მიზეზი. მაგრამ მესამე გოლმა გამახარა, რადგან ეს თამაშის დაგვირგვინება იყო".

სამი გოლი ზედიზედ სამ თამაშში - რა შეიცვალა გასული სეზონის შემდეგ?

"ცოტა გამართლებაცაა, მაგრამ უფრო შერწმული ვართ ბურთთან და უფრო კარგ გადაწყვეტილებებს ვიღებთ მესამე და მეოთხე ფაზებში. მაგრამ იღბალიც გჭირდება და შერწყმაც შესაფერის დროს, როგორც მოთამაშეს. მემფისმა ფანტასტიკური გოლი გაიტანა, მაგრამ უდიდესი შანსი მისი მეორე შანსი იყო, თუმცა მაშინ არ იყო შერწყმული".

რთული მატჩები წინ

"დიახ, არა მარტო ჩემპიონთა ლიგის მატჩები, არამედ პრემიერ ლიგაში ჩვენი პოზიციის შენარჩუნებაც, რადგან გასვლაზე "არსენალს" უნდა ვეთამაშოთ. ეს ყველაზე რთული მატჩია, მაგრამ შარშან იქ გავიმარჯვეთ, ამიტომ იმედი გვაქვს".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
26 სექტემბერი 2015 21:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გასულ წელთან შედარებით ბევრად მაგარი შედეგია, მაგრამ არც მეტოქეები არიან ძლიერები და გრანდები საშინელ ფორმაში არიან, თუმცა პირველი ადგილი მაინც კაია

დეპაიმ და რუნიმ კი გაიტანეს მაგრამ ვაი მაგ გატანას, გაატანინეს ტიპებს, არც ერთს არაფერი გაუკეთებია, რუნი უფრო და უფრო ცუდ თამაშებს ატარებს, შეტევა ან კარში დარტყმა რა არის აღარ იცის მგონი
0
№2
ავტორი: RojoDiablo
26 სექტემბერი 2015 21:42
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მხოლოდ სიტის, ლესტერსა და ვესტ ჰემს აქვს უფრო მეტი გოლი გატანილი, ვიდრე ჩვენ და არც ერთ გუნდს არ გაუშვია ჩვენზე ნაკლები. ახლა ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული და მემგონი ყველამ და თავად სიტიმაც დაინახა, რომ რაც პირველ 4 ტურში მოხდა, ისე არ იქნება ყველაფერი. ახლა გუნდშიც უნდა გაიზარდოს თავდაჯერებულობა, მაგრამ მთავარია მომდევნო მატჩებმა ყველაფერი არ შემოაბრუნოს 180 გრადუსით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: dachi_mu
26 სექტემბერი 2015 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Ra gindat rooneystan? dges kargad itamasha
0
№4
ავტორი: Count Alucard
26 სექტემბერი 2015 21:59
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
არსენალი კარგ ფორმაშია, მაგრამ როგორც ყოველთვის ჩვენი ბულკები არიან და იმედია მოვუგებთ, სიტი საშინელ ფორმაშია, მაგრამ ჩვენთან თავს გაიგიჟებენ და სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ცისფერებს. ლიგაზე არ ვიცი რა ვთქვა, არც ისე ძლიერი ჯგუფია და ვერ გასვლა სირცხვილი იქნება.
0
№5
ავტორი: red devil
27 სექტემბერი 2015 07:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არსენალი ჩვენი ბულკია დავამხობთ თავზე მთელ სტადიონს
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
27 სექტემბერი 2015 12:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მთელ მატჩი ვდომინირებდით და რა თქმა უნდა სხვანაირად არც შეიძლებოდა. პირველმა გოლმა ცოტა დააგვიანა, სხვა ყველაფერი კარგად იყო. უბრალოდ გატანილი გოლის მერე ძალიან ჩერდება გუნდი, და ეს ცუდია ჩემი აზრით. არ ვამბობ, რომ მთელი ძალებით უნდა წავიდეს წინ, მაგრამ სულ გაჩერება ზედმეტია მემგონი...
არსენალს რაც შეეხება, ამ გუნდს როცა გვინდა მაშინ მოვუგებთ, და არც ეხლა იქნება ჩემი აზრით ეს პრობლემა.
0
№7
ავტორი: chudikone
27 სექტემბერი 2015 12:28
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ბოლო პასი ხშირ შემთხვევაში არაზუსტი იყო, თორე უფრო დიდი ანგარიშითაც შეიძლებოდა მოგება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 სექტემბერი 2015 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეხლა ლიგაზეც უნდა გავიმარჯვოთ. 3 ქულა აუცილებლად უნდა ავიღოთ და იმედია პსვეც დაკარგავს ქულებს.
0
№9
ავტორი: Mufc7
27 სექტემბერი 2015 20:16
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მარსიალი მართლა იმაზე მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი მე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top