ლუი ვან გაალს არ მიაჩნია, რომ თანამედროვე "მანჩესტერ იუნაიტედისა" და 1995 წლის "აიაქსის" შედარება შეიძლება, რადგან ორი ათწლეულის განმავლობაში სამყარო გაცილებით სხვანაირი გახდა.
ჰოლანდიელმა "აიაქსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მაშინ მის გუნდში ჯერ კიდევ ახალგაზრდა კლარენს ზეედორფი, ედგარ დავიდსი და პატრიკ კლუივერტი ირიცხებოდნენ, რომელთაც საერთო ჯამში ჰოლანდიის ნაკრებში 240 მატჩი ითამაშეს.
ვან გაალი ახლა "იუნაიტედში" ზრდის ახალგაზრდა თაობას და ასეთები ენტონი მარსილი და მემფის დეპაი არიან, მაგრამ არ ფიქრობს, რომ ამ ორი თაობის ერთმანეთთან შედარება დასაშვებია.
"არ შეიძლება ფეხბურთელების ერთმანეთთან შედარება, მაგრამ ეს სხვა თაობაა. იმ დროისათვის კლუივერტსა და დევიდსს iPhone-ი არ ჰქონდათ. ახლა ხელში ყოველთვის გვიჭირავს iPhone. ასე რომ, პერიოდები განსხვავდება. ასევე დღევანდელ ფეხბურთში სხვა მოთხოვნილებებია, მით უმეტეს, პრემიერ ლიგაში, რადგან აქ სხვა რიტმია. რთულია შედარება.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მარსიალი კლუივერტს შეადაროთ. პარტიკიც ფანტასტიკური იყო, ათლეტური აღნაგობის, რომელიც ასევე დასაწყისიდანვე იტანდა გოლებს. მაგრამ ვერ შეადარებ ამ პერიოდების სათამაშო მოთხოვნილებებს".
ვან გაალს სჯერა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ახლა გაცილებით რთულია პოტენციალის გამომჟღავნება, ვიდრე ეს მის ბავშვობაში იყო.
"ჩემი ბავშვებისთვის უფრო რთულია არჩევანის გაკეთება. ჩემი შვილები ცხოვრობენ ამ კომპიუტერის პერიოდში, სადაც ერთ ღილაკს დააჭერ და შენ წინ მთელი მსოფლიო იშლება.
როცა მე ვიყავი ბავშვი, არჩევანი კეთდებოდა ეკლესიის წინამღოლსა და დედ-მამას შორის, ექიმი, რომელიც მოდიოდა და ოჯახს შორის. ახლა კი ჩემმა ქალიშვილმა ამ სამყაროში მრავალ ასპექტს შორის უნდა აირჩიოს, ასე რომ, ახლა გაცილებით რთულია არჩევანის გაკეთება.
ფეხბურთელებსთვისაც რთულია, ვიდრე 10 წლის წინ, რადგან თამაშის რიტმი გაიზარდა. დრო და სივრცე, რომელიც უნდა შექმნა, უფრო ცოტა და რთულია. სწორედ ამიტომ არის კლუივერტისა და დევიდსის შედარება რთული მარსიალსა და პერეირასთან".