თბილისი:
მანჩესტერი:
26-09-2015, 09:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1875,
კომენტარები: 10
ბასტიანი: "სანდერლენდი" არ დანებდება"
გერმანელი ფეხბურთელი უშეღავათო ბრძოლის მოლოდინშია.
ბასტიანი:
ბასტიან შვაინშტაიგერი დაძაბულ ბრძოლას ელოდება "ოლდ ტრაფორდზე", როცა "იუნაიტედს" "სანდერლენდი" ეწვევა.

"წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის მე-7 ტურში ბოლო ადგილზე მყოფ "შავ კატებს" უმასპინძლებენ, რომლებმაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 ქულის აღება მოახერხეს.

"მეორე ადგილზე ვართ და შემდეგი ნაბიჯის გადადგმას ველოდებით. საუთჰემპტონში დიდებულად ვიმოქმედეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახლში სამი ქულის აღება. "სანდერლენდს" პრობლემები აქვს, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს გუნდი დანებდება და ადვილი იქნება, თუმცა ჩვენ საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი ვართ. თუ ჩვენს საქმეს ძალიან კარგად გავაკეთებთ, საკუთარ თავს დავაჯილდოებთ".

"ნიუკასლთან" მხოლოდ ნახევარ საათიანი დაპირისპირების შემდეგ, ბასტიანი ფიქრობს, რომ პრემიერ ლიგაში გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდები გაცილებით დიდ წინააღმდეგობას უწევენ მეტოქეს, ვიდრე ბუნდესლიგაში ცხრილის შუა ნაწილში მყოფი კლუბები.

"ნიუკასლის" წინააღმდეგ ვითამაშეთ და ვდომინირებდით, მაგრამ საბოლოოდ ფრე ვითამაშეთ. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია სამი ქულის მოპოვება, მაშინაც კი, როცა კარგად ვერ ვთამაშობთ. რა თქმა უნდა, ორივეს გაკეთებას ვეცდებით - კარგად თამაშსა და სამი ქულის მოპოვებას.

აქ, პრემიერ ლიგაში ადვილი არ არის ამ გუნდების წინააღმდეგ თამაში და ინგლისის ლიგასა და გერმანიის ლიგას შორის მცირე სხვაობაა. დაინახავთ, რომ პრემიერ ლიგის დონე ძალიან მაღალია. ყველა გუნდს ჰყავს კარგი მოთამაშეები, კარგი ინდივიდუალური მოთამაშეები, რაც განსხვავებაა".


სანამ ფეხბურთელი "წითელი ეშმაკების" რიგებში მე-11 შეხვედრის ჩასატარებლად ემზადება, აღნიშნა, რომ მოხარულია "ოცნების თეატრზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში ფეხის დადგმით.

"მე ვარ ეტაპზე, როცა გერმანიაში ყველაფერი მოვიგე და სწორი მომენტი შევარჩიე აქ გადმოსასვლელად. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა "მანჩესტერ იუნაიტედისგან" მივიღე შემოთავაზება. გონებაში ყოველთვის მქონდა ოცნებად, რომ თუ პრემიერ ლიგაში გადავიდოდი, ეს "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნებოდა თავისი ტრადიციებითა და ფილოსოფიით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იმ დღის დასასრულს აქ ვიყავი. რა თქმა უნდა, კარგია პრემიერ ლიგაში თამაში და სტადიონის ატმოსფეროს შეგრძნება - ყოველ ჯერზე დიდებული შეგრძნებაა. იმედი მაქვს, ბევრი კარგი მომენტი გვექნება".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Silver
26 სექტემბერი 2015 10:00
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
სანდერლენს თუ ვერ მოვუგეთ, ვისღა უნდა მოვუგოთ wink
იმედი მაქვს რუნი გაიტანს და ლამაზ ფეხბურთს ითამაშებენ
0
№2
ავტორი: i am united
26 სექტემბერი 2015 10:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
მოვუგებთ კი არა ბურთს გადავახევთ თავზე
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 სექტემბერი 2015 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სანდერლენდი რომ იბრძოლებს ამაში ორი აზრი არაა რა თქმა უნდა, მაგრამ გამარჯვება აუცილებელია, ეგეთ შეხვედრებში ქულების დაკარგვა არ შეიძლება. იმედია ბასტი ძირითადიდან დაიწყებს და რუნიც შეაგდებს რა.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
26 სექტემბერი 2015 10:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ბრძოლით პრემიერ ლიგაში ყველა გუნდი იბრძვის, მაგრამ ამით თავს ვერ გაიმართლებ. ამ თამაშის არ მოგების შემთხვევაში არ არსებობს არგუმენტი, რომელიც წარუმატებლობას გაამართლებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: i am united
26 სექტემბერი 2015 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
არ დანებდება სხვა გუნდთან გარდა მანჩესტერ იუნაიტედისა manunited
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
26 სექტემბერი 2015 10:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ბასტი, ძაან დონე ხარ იმენა რაა.. დღეს იმედია რუნი ან დეპაი გაიტანს... არც ბასტის გოლზე ვიტყოდი უარს
0
№7
ავტორი: Mufc7
26 სექტემბერი 2015 11:23
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რუნის გოლს ველი მე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: dato321dato
26 სექტემბერი 2015 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
Sitim frec ro itamashos gaatmagebuli mondomebit gavlen stadionze
0
№9
ავტორი: Count Alucard
26 სექტემბერი 2015 13:16
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ნეტა დღეს გოლი გაიტანოს ბასტიმ love იდეალური შანსია პირველი გოლისთვის.
0
№10
ავტორი: GeorgeBest
26 სექტემბერი 2015 16:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგარი ცუდი გუნდია, რა შედეგი დადო აზრი არ აქვს, აქვს ხოლმე გამონათებები და ჩვენთან არ გაიგიჟებენ თავს იმედია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top