”იუნაიტედის” ახალგაზრდა ფორვარდს გაანათხოვრებეთ ”უიგანში” რათა საკმარისი სათამაშო დრო მიეცეს და სრულად წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები.ენრიკესმა განაცხადა, რომ მისი თხოვნის მიუხედავათ მაინც არ დატოვეს სეზონის ბოლომდე ჩილეში, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაუშვეს, ოღონდ არა თავის მშობლიურ ქვეყანაში, არამედ ”უიგანში”.ანხელოს აქვს იმედი, რომ მიიღებს გამოცდილებას პრემიერ ლიგაში.
”მე ბევრჯერ ვთხოვე გუნდის სამწვრთნელო შტაბს, რომ გავეშვი სათამაშოთ ჩილეში, რადგან ძალიან მინდოდა იქ თამაში, მაგრამ მივიღე უარი.ჩემ კლუბს უნდოდა გავეშვი ”უიგანში” და მიმეღო გამოცდილება პრემიერ ლიგაში.მე მათ ადგილას, მივცემდი ფეხბურთელს თავის სამშობლოში დაბრუნების საშუალებას.მაგრამ ”იუნაიტედმა” ამის საშუალება არ მომცა.”
ენრიკესი გამოტყდა, რომ ეს კარგი ნაბიჯი იქნება მისი კარიერისთვის და უკვე ესაუბრა ”უიგანის: მთავარ მწვრთნელს, რობერტო მარტინესს.”მე უკვე ვესაუბრე რობერტოს და მან პირბა მომცა, რომ მექნება დიდი სათამაშო დრო.მისი აზრით, მე უნდა ჩავანაცვლო არუნა კონე, რომელიც აფრიკის თასზე სათამაშოდ გაემგზავრა.ვიმედოვნებ, გამოვიყენებ ჩემს შანსს.”