თბილისი:
მანჩესტერი:
26-09-2015, 09:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2155,
კომენტარები: 6
ვან გაალი: "იმედი მაქვს, "სანდერლენდი" ყველა თამაშს მოიგებს"
ლუი ვან გაალი დიკ ადვოკატს წარმატებებს უსურვებს.
ვან გაალი:
დიკ ადვოკატს ლუი ვან გაალის წინააღმდეგ კარგი მაჩვენებელი აქვს. გუნდი, რომელსაც ადვოკატი წვრთნიდა, ერთადერთხელ დამარცხდა ლუი ვან გაალის მიერ გაწვრთნილი გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ "შავ კატებს" მიმდინარე სეზონში არც ერთი გამარჯვება მოუპოვებიათ, ამიტომ ამ ტრადიციის გაგრძელება რთული იქნება.

მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე საუბრისას, ვან გაალმა ჟურნალისტებს განუცხადა: "მე თანავუგრძნობ ადამიანს და არა პოზიციას.

დიკ ადვოკატი ჩემი მეგობარია, ასე რომ, არა მარტო კოლეგა, არამედ მეგობარიც. ერთად როტერდამის "სპარტაში" ვთამაშობდით, მაგრამ მას შემდეგ მრავალჯერ შევხვდით ერთმანეთს და ვურეკავთ კიდეც.

ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან პატიოსანი, მაგრამ ახლა ყველაფერი რთულად იქნება, მჯერა. იმედი მაქვს, "სანდერლენდი" ყველა თამაშს მოიგებს, გარდა "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართებისა".


ვან გაალი თვლის, რომ "სანდერლენდი" შეტევას არ ეცდება და ამის ხარჯზე სურს, "იუნაიტედის" წარმატებული სერია საშინაო მატჩებში გაგრძელდეს.

"ვფიქრობ, თავს უფრო მეტად დაიცავს, ვიდრე ოდესმე, მაგრამ არასდროს იცი. ჩემი აზრით, სწორედ ასე ითამაშებს და კონტრ-შემტევ ტაქტიკას გამოიყენებს.

მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოველი საშინაო მატჩი 3-ქულიანი უნდა იყოს - სწორედ ასე. გასულ წელს საშინაო მატჩებს ვიგებდით და ამ მხრივ პრემიერ ლიგის ცხრილში პირველები ვიყავით.

ასევე უნდა გავაგრძელოთ და გასვლით მატჩებში თამაში გავაუმჯობესოთ. ძალიან მოხარული ვარ სახლში ჩატარებული შეხვედრებით".


წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
6 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 სექტემბერი 2015 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ხოო ნუ სანდერლენდი რო კონტრ-შეტევებზე ითამაშებს ძნელი გამოსაცნობი არაა. სახში ესეთი თამაშები აუცილებლად უნდა მოვიგოთ და მოვიგებთ კიდევაც. ისიც აღსანიშნავია, რომ სიტი გასვლაზე ტოტენჰემს ეთამაშება და მინიმუმ ფრეც რო ითამაშოს კარგი იქნება, ნუ წაგება ყველაზე კაი ვარიანტია რა თქმა უნდა winked wink
0
№2
ავტორი: RojoDiablo
26 სექტემბერი 2015 10:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დიკთან თუ ასეთი ცუდი შედეგი ჰქონდა რას ვიფიქრებდი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: abrama
26 სექტემბერი 2015 10:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Egre bijo xo chempioni gaxdeba
0
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
26 სექტემბერი 2015 10:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
იმედია დღეს რამე საჩუქარს არ შემოგვათავაზებ ლუი და სამ ქულას უპრობლემოდ აიღებ
0
№5
ავტორი: Mufc7
26 სექტემბერი 2015 11:43
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
იმედი მაქვს, ჩვენც ყველა თამაშს მოვიგებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: GeorgeBest
26 სექტემბერი 2015 16:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დროა ქულა აიღონ მაგრამ იმედია ჩვენთან არ მოხდება. სიტი აგებს და ეს შანსი არ უნდა გაუშვან ხელიდან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top