დიკ ადვოკატს ლუი ვან გაალის წინააღმდეგ კარგი მაჩვენებელი აქვს. გუნდი, რომელსაც ადვოკატი წვრთნიდა, ერთადერთხელ დამარცხდა ლუი ვან გაალის მიერ გაწვრთნილი გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ "შავ კატებს" მიმდინარე სეზონში არც ერთი გამარჯვება მოუპოვებიათ, ამიტომ ამ ტრადიციის გაგრძელება რთული იქნება.
მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე საუბრისას, ვან გაალმა ჟურნალისტებს განუცხადა: "მე თანავუგრძნობ ადამიანს და არა პოზიციას.
დიკ ადვოკატი ჩემი მეგობარია, ასე რომ, არა მარტო კოლეგა, არამედ მეგობარიც. ერთად როტერდამის "სპარტაში" ვთამაშობდით, მაგრამ მას შემდეგ მრავალჯერ შევხვდით ერთმანეთს და ვურეკავთ კიდეც.
ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან პატიოსანი, მაგრამ ახლა ყველაფერი რთულად იქნება, მჯერა. იმედი მაქვს, "სანდერლენდი" ყველა თამაშს მოიგებს, გარდა "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართებისა".
ვან გაალი თვლის, რომ "სანდერლენდი" შეტევას არ ეცდება და ამის ხარჯზე სურს, "იუნაიტედის" წარმატებული სერია საშინაო მატჩებში გაგრძელდეს.
"ვფიქრობ, თავს უფრო მეტად დაიცავს, ვიდრე ოდესმე, მაგრამ არასდროს იცი. ჩემი აზრით, სწორედ ასე ითამაშებს და კონტრ-შემტევ ტაქტიკას გამოიყენებს.
მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოველი საშინაო მატჩი 3-ქულიანი უნდა იყოს - სწორედ ასე. გასულ წელს საშინაო მატჩებს ვიგებდით და ამ მხრივ პრემიერ ლიგის ცხრილში პირველები ვიყავით.
ასევე უნდა გავაგრძელოთ და გასვლით მატჩებში თამაში გავაუმჯობესოთ. ძალიან მოხარული ვარ სახლში ჩატარებული შეხვედრებით".