თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2015, 16:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1816,
კომენტარები: 6
ვან გაალი ტრავმირებულების შესახებ
ვან გაალმა ტრავმირებულთა ვინაობა განაცხადა.
ვან გაალი ტრავმირებულების შესახებ
ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ "სანდერლენდთან" მატჩში მარკოს როხო, პედი მაკნეირი და ლუკ შოუ ვერ ითამაშებენ.

როხომ და მაკნეირმა ინგლისის ლიგის თასის მატჩიც გამოტოვეს, ახლა კი დიკ ადვოკატის გუნდის წინააღმდეგ ჩასატარებელ შეხვედრაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

"სამი ტრავმირებული გვყავს - როხო, მაკნეირი და შოუ. იგივე მდგომარეობაა და უნდა მოვიცადოთ, რათა ვნახოთ, როგორ წავა გამოჯანმრთელების პროცესი, რადგან ორ მატჩს შორის სხვაობა ორი დღეა. ჯერ არ ვიცი როგორ შემადგენლობას გამოვიყვან".


რაც შეეხება შოუს, წინასწარი ცნობით, იგი 6 თვეს გამოტოვებს, ვან გაალმა კი განაცხადა, რომ 20 წლის მცველი კარგ სულიერ მდგომარეობაში იმყოფება.

"ძალიან პოზიტიურია, რაც მაოცებს. ძალიან კარგი ნიშანია. გამოჯანმრთელების პროცესი დავიწყეთ. სახლში ეწვევიან, რათა პირველი ელექტრო კუნთური სტინულანტები გაიკეთოს". - განაცხადა "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
25 სექტემბერი 2015 16:36
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
საშინელი მდგომარეობა გვაქვს დაცვაში, ჯერ ხო რა საზიზღარი იყო და ახლა საერთოდ რა იქნება.
0
№2
ავტორი: UTD-Rule
25 სექტემბერი 2015 16:51
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
დარმიანი - ჯონსი - სმოლინგი - ბლინდი?

იმედია ამ დაცვის ხაზს ვიხილავთ..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: RojoDiablo
25 სექტემბერი 2015 17:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
იანგი, მე მინდა იანგმა ითამაშოს, სანდერლენდს ეყოფა ეგეც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
25 სექტემბერი 2015 17:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯონსი იმედია იქნება, იმენა დაცვის ხაზი ვეღარ იკვრება ისეთი მდგომაორებაა. თუ არადა იანგს დააყენებს ფლანგზე რა, ჯონსს შეიძლება არ ენდოს ეგრევე
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
25 სექტემბერი 2015 17:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მეც ვფიქრობ, რომ მარცხენა ფლანგზე იანგი იქნება.
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 სექტემბერი 2015 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯონსს ჩემი აზრით არ დააყენებს და ისევ იანგს ათამაშებს მარცხენა მცველად areyoukiddingme
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top