ნეიმარი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ კონკრეტული შეთავაზება არასდროს მიუღია.
ბრაზილიელი ფორვარდი ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ ითვლება და ლუის ენრიკეს გუნდის მიერ ტრებლის მოგებაში გასულ წელს დიდი წვლილი შეიტანა.
როცა ლუი ვან გაალი და ედ ვუდვორდი ზაფხულს ტრანსფერების განხორციელებას გეგმავდნენ, ითვლებოდა, რომ ნეიმარი მათი ერთ-ერთი სამიზნე იყო.
კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს არ უარყვია, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო მომხდარიყო, მაგრამ ჭორებს ყურადღებას არ აქცევდა.
"ნეიმარისა და სხვა კლუბების შესახებ საუბრები არ მაინტერესებს. ჭორების შესახებ არ ვლაპარაკობ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რაც ჩემს გუნდში ხდება", - განაცხადა ენრიკემ.
ფეხბურთელი კი აცხადებს, რომ ტრანსფერის შესახებ საუბრები არსებობდა, თუმცა კონკრეტული შეთავაზება არასდროს მიუღია.
"საუბარი გვქონდა, მაგრამ კონკრეტული არაფერი ყოფილა. გავიგე, შეთავაზება გააკეთესო, მაგრამ ასეთი არაფერი მიმიღია".